გასული უქმეების მთავარი საკრივო ორთაბრძოლა ნიუ იორკში, ლეგენდარულ "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა
გასული უქმეების მთავარი საკრივო ორთაბრძოლა ნიუ იორკში, ლეგენდარულ "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა.

ჟურნალ The Ring-ის ვერსიით საშუალო წონის ჩემპიონი, 37 წლის არგენტინელი სერხიო მარტინესი (49-2-2, 27KO) ბრიტანელ მეტიუ მაკლინს (28-3, 19KO) ხვდებოდა.

მარტინესმა ჩვეულებრივზე სწრაფ ტემპში დაიწყო ბრძოლა და ტემპიანი იერიშების განხორციელებას ცდილობდა. მაკლინი კი მესამე რაუნდიდან შეუდგა ინციატივისთვის ბრძოლასა და მეტოქის დარტყმებზე პასუხის გაცემას. უფრო მეტიც, ბრიტანელმა მეშვიდე რაუნდში ნოკდაუნშიც კი ჩააგდო მეტოქე, თუმცა მეტად საეჭვო სიტუაცია იყო და რეფერის შეეძლო, არც დაეთვალა ათამდე მარტინესისთვის.

საერთო ჯამში, არგენტინელი დამაჯერებლად აკონტროლებდა შეხვედრის მსვლელობას და კარგად იყენებდა უპირატესობას სისწრაფესა და დარტყმების ძალაში. ყველაფერი მე-11 რაუნდის ბოლოს გადაწყდა, როცა დარტყმების გაცვლისას მარტინესმა უძლიერესად მოიქნია მარჯვენა და მაკლინი ნოკდაუნში გაგზავნა.

ბრიტანელი მძიმედ წამოდგა და გააგრძელა რაუნდი, რომლის დასრულებამდე 10 წამი რჩებოდა, მაგრამ მარტინესი მაშინვე მივარდა მეტოქეს და პრაქტიკულად გონგთან ერთად გაგზავნა მაკლინი მძიმე ნოკდაუნში.

ბრიტანელმა ათ თვლამდე ადგომა მოასწრო და თავისი კუთხისკენ საკუთარი ფეხით მივიდა, მაგრამ შესვენებაზე მისმა სეკუნდანტებმა გადაწყვიტეს, რომ მეტიუს არ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება. ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მარტინესს მიანიჭეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა