ნიკა გელაშვილმა, გოლს ვინ ჩივის, საკუთარ კარში გაიტანა, რაც თავდამსხმელებს არცთუ ხშირად ემართებათ
კვირის საუკეთესო ლეგიონერი ალექსანდრე იაშვილია და მის გარდა აღმატებულ ხარისხში ამჯერად ვერავისზე ვილაპარაკებთ. ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი, რომელიც შესაძლოა მიზეზთა გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვეღარც ვიხილოთ, დუბლის ავტორი გახდა.

იაშვილმა "ჰანზასთან" დაპირისპირებაში ორივეჯერ ანგარიში გაათანაბრა. მან პირველი ბურთი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, 79-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იაშვილი "შპორტალის" ვერსიით მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. იგი 2-იანით შეაფასეს და, სავარაუდოდ, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდება.

ნიკოლოზ გელაშვილს კი გერმანული უგოლო სერია ძალიან გაეწელა. გასულ უქმეებზე კი უგოლობაზე უარესი ამბავი შეემთხვა - საკუთარ კარში გაიტანა, რაც თავდამსხმელებს არცთუ ხშირად ემართებათ. ნიკას ავტოგოლამდე "ბოხუმი" წინ იყო, შემდეგ კი მოვლენები ისე წარიმართა, რომ გელაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ქულაც ვერ მოიპოვეს.

უშედეგობის მიუხედავად, ქართველი ფორვარდი "ბოხუმის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს ინარჩუნებს და იმედია, ნავსსაც მალე გატეხს. ამჯერად კი გელაშვილმა "შპორტალისგან" ყველაზე დაბალი შეფასება, 5-იანი მიიღო.

პირველი ბუნდესლიგის გასულმა ტურმა ლევან კობიაშვილის გარეშე ჩაიარა. ბერლინის "ჰერტას" ქართველ კაპიტანს მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშის საშუალება დისკვალიფიკაციის გამო არ მიეცა და როგორც ამ მატჩში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, შესაძლოა, ასეც სჯობდა - მიუნხენელებმა დედაქალაქელებს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანეს და კობი მოედანზე რომც ყოფილიყო, თავის გუნდს ბევრს ვერაფერს უშველიდა.

"ჰერტა" უკვე გასავარდნ ზონაშია, კობიაშვილს კი რეკორდის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. შეგახსენებთ, საქმე ეხება პირველ ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ გამართული შეხვედრების რაოდენობას. ლევანს გერმანიის უძლიერეს ლიგაში 330 მატჩი აქვს ჩატარებული და ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდის მოხსნამდე 7 თამაშიღა აშორებს. ბუნდესლიგის დასრულებამდე კი 8 ტური დარჩა.

რუსულ პრემიერლიგაში 19 მარტს მოსკოვური დერბია - "სპარტაკი" ცსკა-ს შეებრძოლება და იმედია, ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ჯანო ანანიძეს რამდენიმე წუთით მაინც ათამაშებენ. გასულ უქმეებზე გამართული მატჩებიდან სასიამოვნო ოთარ მარცვალაძის საგოლე პასი იყო, უსიამოვნო კი - "ვოლგას" განაცხადში ქართველის არყოფნა. ნიჟნინოვგოროდელებს ამჯერად გია გრიგალავაც აღარ ჰყავდათ. რუსეთის მეზობელ უკრაინაში ჩვენთვის ნიშანდობლივი არაფერი მომხდარა.

თურქეთში "ქართული დერბი" ვერ შედგა - აკაკი ხუბუტია კვლავ სათადარიგო იყო, გამარჯვება კი შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორს" დარჩა.

აღსანიშნავია ლევან კორღალიძის მორიგი მოლდოვური გოლი. გიორგი ჩიხრაძეს კი ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩში გამარჯვება ალექსანდრე გოგობერიშვილმა არ დაანება, რომელმაც "თურანს" ქულა ბოლო წუთზე გატანილი პენალტით მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა