"პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლუშ კეირუში თანამდებობიდან გათავისუფლდა" – ასეთი შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ თავის ოფიციალურ საიტზე...

"პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლუშ კეირუში თანამდებობიდან გათავისუფლდა" – ასეთი შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ თავის ოფიციალურ საიტზე. კეირუშის შეცვლის თუნდაც სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

კეირუშის გაშვებას მიზეზები ჰქონდა. ქვეყნის სპორტულ ხელისუფლებასთან ამ სპეციალისტს ურთიერთობა ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში გაუფუჭდა. აი, როგორ იყო საქმე: ნაკრების მუნდიალისწინა საწვრთნელ ბაზას პორტუგალიის ანტისადოპინგო კომიტეტის თანამშრომლები ესტუმრნენ და მათი ამ ვიზიტის მიზანი რამდენიმე ფეხბურთელის დოპინგ-სინჯის აღება გახლდათ, მაგრამ კეირუშს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ დოპინგთან მებრძოლები ბაზაზე დილაადრიანად გამოცხადდნენ და ფეხბურთელებს გამოძინების საშუალება არ მისცეს. 57 წლის კაცი ამ ხალხს გინებით შეეგება და მათაც თავის უწყებაში ხომ დააბეზღეს, ამაზე არ გაჩერდნენ და იმდენი მოახერხეს, რომ მწვრთნელი ფეხბურთის ფედერაციის მიერ ერთთვიანი დისკვალიფიკაციითა და ათასევროიანი ჯარიმით დაისაჯა.

მაგრამ კეირუშის პრობლემები არც ამით შემოიფარგლა. სულ რამდენიმე დღეში ანტისადოპინგო კომიტეტმა კარლუშს უფრო მასშტაბურად დარტყმა მიაყენა – მწვრთნელს ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა. პორტუგალიის სპორტის ინსტიტუტმა ხსენებული ინციდენტის საკუთარი გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ კეირუშმა თავს არათუ კომიტეტის თანამშრომლების გინების უფლება მისცა, არამედ ერთ-ერთ მათგანს სინჯის აღებაში ხელიც კი შეუშალა.

საწყისი დისკვალიფიკაციის გამო კეირუშს კვიპროსთან (4:4) და ნორვეგიასთან (0:1) მატჩების გამოტოვება მოუწია - პორტუგალიის ნაკრებს მისი ასისტენტი აგოშტინიუ ოლივეირა ხელმძღვანელობდა.

ექსპერტები და საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, რომ კეირუშის თანამდებობიდან გაშვება არა მხოლოდ მის დისკვალიფიკაციას უკავშირდება, არამედ გუნდის არადამაკმაყოფილებელ გამოსვლას სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩებში.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა