საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩი "პანათინაიკოსსა" და "ოლიმპიაკოსს" შორის არეულობის გამო შეწყდა
საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩი "პანათინაიკოსსა" და "ოლიმპიაკოსს" შორის არეულობის გამო შეწყდა.

ათენის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც მატჩი ტარდებოდა, მხოლოდ "პანათინაიკოსის" ფანები იყვნენ, რადგან პოლიცია დერბის დროს დაპირისპირებული გუნდების გულშემატკივრებს ერთმანეთს აშორებს. მიუხედავად ამისა, პოლიციასთან ფანების შეტაკება ჯერ კიდევ მატჩამდე დაიწყო, როდესაც ასამდე ახალგაზრდამ სტადიონზე უბილეთოდ შეჭრა სცადა. არეულობის დროს პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილებს", ქვებს და ჯოხებს ესროდნენ. სპეცრაზმმა ამას ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

შეტაკებები სტადიონზე შესვენებაზე განახლდა და მეორე ტაიმის დაწყება საკმაო დროით გადაიდო. პოლიციამ 60-ათასიანი სტადიონის მთელი სექტორი ცრემლსადენი გაზით დაშალა.

თამაში განახლდა, მაგრამ 83-ე წუთზე საბოლოოდ ჩაიშალა. მატჩი მოედანზე ფანების შეჭრის გამო შეწყდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო "ოლიმპიაკოსის" სასარგებლოდ.

ამის შემდეგ არეულობები სტადიონზე და მის გარშემო გაგრძელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობების შედეგად გაჩენილი ათობით ხანძრის კერის ჩაქრობაში 3 სახანძრო მანქანა მონაწილეობდა, რომლებიც პირდაპირ მოედანზე შევიდნენ.

პოლიციამ განაცხადა, რომ მატჩისშემდგომი შეტაკებებისას 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ოთხი პოლიციელი კი დაშავდა.

"პანათინაიკოსის" გულშემატკივრებს საფეხბურთო სუპერლიგის მხრიდან მკაცრი სანქციები ელით. რადგან მსაჯმა მატჩი მოედანზე მომხდარი უწესრიგობის გამო შეწყვიტა, "პანათინაიკოსს" ტექნიკური წაგება 0:3 და სატურნირო ცხრილში სამი ქულის დაკლება ემუქრება. ამას გარდა, კლუბს 180 ათასევროიანი ჯარიმის გადახდას და 2 საშინაო მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას დააკისრებენ.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა