საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას სეულში გააგრძელებს
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიიდან კორეაში გადავიდა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას სეულში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები იაპონიაში თებერვლის ბოლოს გაემგზავრნენ. ნაკრების ავსტრიელმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა იქ 14 ძიუდოისტი წაიყვანა: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (ორივე - 90), ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი, ლევან მატიაშვილი (სამივე - +100), რომლებსაც მოგვიანებით ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური (ორივე - 81) დაემატნენ. ისინი იაპონიაში წასვლამდე პრაღის ტურნირზე დაშავდნენ და გამოსაკვლევად თბილისში დაბრუნდნენ. საბედნიეროდ, ტრავმები არც იმდენად სერიოზული აღმოჩნდა და ნაკრებს შეუერთდნენ.

გუნდი ტოკიოში თავდაპირველად იაპონიის ნაკრებთან ერთად ემზადებოდა, მოგვიანებით კი ერთობლივ შეკრებაზე გადაინაცვლა, სადაც წამყვანი ევროპული ქვეყნები - საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია და სხვებიც მონაწილეობდნენ, თანაც - უძლიერესი შემადგენლობებით. მაგალითისთვის, ფრანგთაგან მძიმეწონიანი ტედი რინერიც ვარჯიშობდა.

წინასწარი შეთანხმებით, ჩვენებს სეულში მასპინძელთა მთავარ ნაკრებთან ერთად ერთი კვირა უნდა ევარჯიშათ, თუმცა კორეელთა პრობლემების გამო შესაძლოა, ეს ვადა 1-2 დღით შემცირდეს. ეს საკითხი ადგილზე გადაწყდება. ამ შეკრების დამთავრების შემდეგ კი გუნდი თბილისში დაბრუნდება, აქ რამდენიმე დღე დარჩება და მერე გერმანიაში გადაფრინდება შეკრებაზე, იქიდან - მონღოლეთში, საიდანაც ისევ საქართველოში გადმოფრინდება და აქ გაივლის ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას. მისი დასრულებისთანავე კი ჩელიაბინსკში გადაფრინდება კონტინენტის პირველობაზე.

მოკლედ, ზაიზენბახერს თავი მიკლუხო-მაკლაი ან ფერნანდო მაგელანი ჰგონია, თორემ კორეიდან პირდაპირ გადასულიყვნენ მონღოლეთში და მერე წამოსულიყვნენ გინდ გერმანიაში, გინდ - საქართველოში. ახლა გუნდს ისევ ევრაზიის კონტინენტის გარშემო მოგზაურობა მოუწევს. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა ბოლო სალიცენზიო ტურნირია. ჩვენს ნაკრებს 6 საგზური უკვე განაღდებული აქვს.

ერთადერთი წონა, სადაც ლიცენზია ჯერ არ მოგვიპოვებია, 66 კილოგრამია, თუმცა იქაც დიდი შანსია, ევროპული კვოტით მივიღოთ საგზური. საამისოდ საჭიროა, შავდათუაშვილმა ლატვიელ დენის კოზლოვსზე მინიმუმ, ერთი წრით მეტი გაიაროს.

ცხადია, არის სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, ბევრის განსაზღვრა შეუძლია სხვა რეგიონების პირველობებს. დიდად ვართ დამოკიდებულნი ისრაელის ნაკრებზე და ასე განსაჯეთ, 73 კილოგრამში განვითარებულ მოვლენებზეც, მაგრამ ყველაზე რეალური გზაა, კოზლოვსს ვაჯობოთ და ჩვენი სიძლიერით დავიმსახუროთ ოლიმპიადაზე გამოსვლა.

nini
(Y)(Y)მაგრები ხართ(Y)(Y)აბა თქვენ იცით თქვენი იმედი გვაქვს(Y)კონტინენტის პირველობაზე(Y)(Y)....
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა