ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ჯონ ისნერი შეხვდნენ
ინდიან უელსში დასრულდა უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მამაკაცებსა და ქალებს შორის.

ქალთა ტურში გრძელდება ბელარუსი ვიქტორია აზარენკას დომინირება. გერმანელ მონა ბარტელთან პირველ წრეში სამსეტიან მატჩს თუ არ ჩავთვლით, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ფინალამდე ყველა მეტოქე იოლად დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩშიც არ შექმნია პრობლემა რუსი მარია შარაპოვას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში წაგებისთვის რევანშის შანსი ჰქონდა, მაგრამ დღეს აზარენკას დამარცხება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ბელარუსმა ფინალი ბრეიკით დაიწყო. მომდევნო გეიმში შარაპოვამ ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მეტოქის გეიმებზე წარმატების შანსი აღარ ჰქონია. თავის მხრივ, აზარენკამ მეშვიდე გეიმში მეორე ბრეიკი აიღო და სეტი 6:2 დაასრულა თავის სასარგებლოდ.

მეორე პარტია პირველის ანალოგიურად განვითარდა - ბელარუსმა ისევ ბრეიკით დაიწყო სეტი, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა, კიდევ ორი გეიმი მოიგო და 3:0 წაიყვანა ანგარიში. ამის შემდეგ მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, ცოტა ხანში კი მარიამ პირველად აიღო სეტში საკუთარი მოწოდება და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 3:4. მაგრამ მეტის გასაკეთებლად მას ძალა აღარ ეყო. ვიქტორიამ ზედიზედ ორი გეიმი მოიგო და მატჩში ბრეიკების რაოდენობა ექვსამდე აიყვანა.

საათსა და 26 წუთში დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში - 6:2, 6:3 მსოფლიოს პირველი ჩოგანის სასარგებლოდ. აზარენკამ ზედიზედ 23-ე მატჩი მოიგო და ჯერ სეზონში არც ერთი წაგება არ აქვს. ბელარუსმა მეოთხე ტიტული მიითვალა და ამ გამარჯვებისთვის მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

რამდენიმე დღეში დაიწყება ანალოგიური კატეგორიის ტურნირი მაიამიში და იქ უკვე სერენა უილიამსი ჩაებმება ბრძოლაში. საინტერესოა, ისინი თუ შეძლებენ ვიქტორიას ბრწყინვალე სვლის შეჩერებას.

მოგვიანებით გაიმართა ინდიან უელსის მასტერსის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ჯონ ისნერი შეხვდნენ.

ისნერმა ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პირველად გავიდა მასტერსის ფინალში, ფედერერს კი ამ კატეგორიის მე-19 ტურნირის მოგების შანსი ჰქონდა.

ჯოკოვიჩთან მატჩში ისნერმა ორი ტაი-ბრეიკი მოიგო. ამჯერადაც მეტოქეებმა პირველ სეტში შეინარჩუნეს საკუთარი მოწოდებები და საქმე მე-13 გეიმამდე მივიდა, ოღონდ ამჯერად იქ ფედერერის უპირატესობა შეინიშნებოდა. შვეიცარიელმა ოთხი სეტბოლი მიიღო, მაგრამ ამერიკელი უძალიანდებოდა და როჯერმა მხოლოდ 8:7-ზე მოახერხა გადამწყვეტი ქულის აღება და სეტის მოგება.

მეორე სეტი პირველის ანალოგიურად დაიწყო - პირველ ექვს გეიმში მეტოქეები ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. ამის შემდეგ ისნერის თამაში მოულოდნელად მოიშალა - მომდევნო სამ გეიმში ამერიკელმა ორი ბრეიკი დაუთმო მეტოქეს და ფედერერმა ეს საჩუქარი კარგად გამოიყენა. 6:3 - ასეთი იყო მეორე სეტის ანგარიში შვეიცარიელის სასარგებლოდ.

თამაში საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ფედერერს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. როჯერმა კარიერაში მე-19 მასტერსი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა რაფაელ ნადალსა და ლეგენდარულ ჯონ მაკინროის. რეკორდსმენი გახლავთ ჩეხი ივან ლენდლი, რომელსაც კარიერაში 22 მასტერსი აქვს მოგებული.

სულ მალე ფედერერს ექნება შანსი მაიამიში მიუახლოვდეს ლეგენდარული ჩეხის მაჩვენებელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
დიდი მატჩები იწყება - "ლივერპულის" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე
"ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" ერლინ ჰოლანის სანაცვლოდ შესაძლოა, ფეხბურთელი და თანხა შესთავაზოს
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
"მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით" - ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
მამარდაშვილის კიდევ ორი დიდებული შანსი - სლოტის თქმით, სამი ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია - "კვარა" ცეკვის შემდეგ
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება