ქართული პასპორტის მქონე მარკიზ ჰეინსი "ხუვენტუდთან" თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 24 წუთი გაატარა
საინტერესო მდგომარეობაა ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში. საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მარკიზ ჰეინსის "გრან კანარიას" დარჩენილ 9 ტურში კარგი შედეგის შემთხვევაში მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში ლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრება.

მოკლედ, "კანარიას" 10 მოგება აქვს და სამით ჩამორჩება ფლეი ოფის ზონაში მყოფ გუნდებს, ხოლო გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს ოდენ 2 მოგებით უსწრებს.

ბოლო დროს კუნძულელებმა თამაში გამოასწორეს და იმედი დავიტოვოთ, რომ ჰეინსის თანაკლუბელებს მეოთხედფინალში ვიხილავთ. ბოლო ტურში მათ სტუმრად კატალონიური "ხუვენტუდი" დაამარცხეს - 81:73. იმასაც შეგახსენებთ, რომ "გრან კანარიამ" ერთი კვირის წინ "ბარსელონას" ორმაგ ოვერტაიმში სძლია.

ქართული პასპორტის მქონე მარკიზ ჰეინსი "ხუვენტუდთან" თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ამერიკელმა უკანახაზელმა 10 ქულა, 5 მოხსნა მიითვალა და საკუთარ გუნდში სარგებლიანობის კოეფიციენტით მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩა. ჰეინსმა 3-იდან 1 ორქულიანი, 5-იდან 2 სამიანი და 2-იდან 2 საჯარიმო მიითვალა.

მომდევნო მატჩს "გრან კანარია" 25 მარტს, შინაურ არენაზე "ფუენლაბრადასთან" გამართავს.

"გრან კანარიადან" თურქულ "ტოფაზში" გადასულ კიდევ ერთ ქართულპასპორტიან ამერიკელს, ტორინ გრინს გასულ ტურში არ უთამაშია. მისმა გუნდმა სტამბულში "ეფესთან" 58:70 დათმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა