"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, 47 წლის სპეციალისტმა თავისი შეგირდების დამშვიდება სცადა
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, 47 წლის რობერტო მანჩინიმ თავისი შეგირდების დამშვიდება სცადა, რომელთაც, როგორც ჩანს, ნერვები ღალატობთ საჩემპიონო რბოლაში ჩამორჩენის გამო.

იტალიელის მტკიცებით, პანიკის საფუძველი ჯერ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა დროის მცირე მონაკვეთში ორმაგი დარტყმა მიიღო: ჯერ "სუონსისთან" დამარცხდა, შემდეგ კი ევროპის ლიგის გათამაშებიდან გამოვარდა. "იუნაიტედი" კონკურენტს უკვე 4 ქულით უსწრებს. მართალია, "ქალაქელებს" ერთი თამაში თადარიგში აქვთ, თუმცა მისი მოგება ჯერ კიდევ მართებთ. მით უფრო, მეტოქე მოგებათა აზარტში შესული "ჩელსია".

აი, რას ამბობს რობერტო მანჩინი:

- "სუონსისთან" წაგების შემდეგ ჩვენ ცხრილის პირველი ადგილი დავკარგეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერლიგის მოგება აღარ შეგვიძლია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნერვები დავიოკოთ, ძალები მოვიკრიბოთ და ფორმის პიკს დავუბრუნდეთ. "ჩელსისთან" შეხვედრაში გულშემატკივრებს მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ.

ახლა მდევრის როლში ვართ. ამას, რა თქმა უნდა, ჯობდა, პირველი ადგილის შენარჩუნება მოგვეხერხებინა, თუმცა რაკი ასე არ მოხდა, ამან ჩვენს მიზნებზე გავლენა არ უნდა იქონიოს.

ჩვენმა რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, მათ შორის - ვენსან კომპანიმ და ჯოლეონ ლესკოტმა. მესმის, რომ დანაკლისი სერიოზულია, მაგრამ ახლა განცდებისა და საკუთარი თავის შეცოდების დრო არ არის. უნდა დავამტკიცოთ, რომ ყველანაირი გამოცდისთვის მზად ვართ ფიზიკურად. ბიჭებმა მსგავსი განსაცდელი აქამდეც რამდენჯერმე გადაიტანეს წამყვანი ფეხბურთელების გამოკლების დროს.

ყველას გვესმის, რომ ფეხბურთი და ტრავმები განუყოფელი ცნებებია და ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ნებისმიერ გუნდს შეიძლებოდა მოსვლოდა.

ცუდია, რომ "სუონსისთან" და "სპორტინგთან" რამდენჯერმე ვერ მოვახერხეთ სახიფათო კონტრშეტევის გამოყენება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. კარგი ფეხბურთის ჩვენებას ყოველთვის ვცდილობთ, თუმცა ხან გამოგვდის, ხან - არა.

ეს ფეხბურთია და ამით ბევრი რამის ახსნა შეიძლება. ზოგჯერ შეიძლება ალალად იმსახურებდე გამარჯვებას, მაგრამ მშრალზე დარჩე. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სეზონში ძალზე ამოუცნობი რამეები ხდება და თანაც წინ საკმაოდ დიდი გზა გვაქვს, გამოდის, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
"იცით რატომ მიყვარს უესტბრუქი?" - "საკრამენტოს" მწვრთნელმა რასზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტორონტომ" "მემფისი" დაამარცხა - სანდროს 11 წუთი და ლიდერების მაგარი მატჩი
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია" - ლიონელ მესი
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ტრავმირებული შენგელია "რეალთან", ალბათ, ვერ ითამაშებს - "ბარსელონა" განცხადებას ავრცელებს
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონატზე ისევ დამარცხდა
[VIDEO] აბუაშვილის სადებიუტო გოლი საფრანგეთში - "მეცმა" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და ორკაცნაკლული "ჰამბურგის" მარცხი "კიოლნთან"
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ