"ბარსელონასა" და "რეალს" შორის სხვაობა დროებით, მაგრამ მაინც ხუთი ქულაა
"ბარსელონაში" ამ თამაშის წინ ისტორია გადაწერეს! დაგვეთანხმებით, ასეთი რამ იშვიათად ხდება - კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გვაუწყა, რომ, თურმე, ლეგენდარულმა "პელუკასმა", ანუ სესარ როდრიგესმა, "ბლაუგრანას" მაისურით 232 გოლი გაიტანა და არა 235, როგორც აქამდე მიიჩნევდნენ.

ამან კი ლიონელ მესის დამატებითი სტიმული გაუჩინა "გრანადასთან" მატჩის წინ - "ლა პულგას" ხომ 231 ოფიციალური გოლი აქვს გატანილი "ბარსელონას" მაისურით. ახლა პირველივე გოლი მას ლეგენდას გაუთანაბრებდა...

17 წუთი დასჭირდა მესის რეკორდის გამეორებამდე. იმ დროისთვის ანგარიში უკვე 2:0 გახდა (მანამდე ჩავიმ გახსნა ანგარიში). 68-ე წუთზე ისევ მან (უკვე 2:2-ზე) გამოიჩინა თავი და რეკორდის ერთპიროვნული მფლობელიც გახდა.

საბოლოოდ მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა (234 გოლი "ბარსელონაში"), ხოლო ეს მართლაც ფანტასტიკური მატჩი 5:3 მორჩა.

დი მარია, შენ მე მჭირდები!

თუ არ ჩავთვლით თებერვალში "რასინგთან" ნათამაშებ ნახევარ საათს, აგერ, უკვე 3 თვეა, "რეალს" არგენტინელი ანხელ დი მარია აკლია. მიუხედავად ამისა, დი მარია, მესუთ იოზილთან ერთად, 13 საგოლე პასით ლა ლიგაში საუკეთესო ასისტენტია.

ჟოზე მოურინიო საჯაროდ აცხადებს, რომ მას ძალიან დააკლდა ცაცია არგენტინელი ბოლო თამაშებში და ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება დი მარია გუნდს. თუმცა დი მარია, რომელიც უკვე ვარჯიშობს ინდივიდუალურად, "ვილიარეალთან" 21 მარტს გასამართ მატჩში ნამდვილად ვერ დაეხმარება "სამეფო კლუბს". მის გარდა, "რეალს" მხოლოდ რაულ ალბიოლი აკლია.

"ლოს ბლანკოსი" "ელ მადრიგალს" ესტუმრება, სადაც ძალიან არეული სიტუაციაა - "ვილიარეალს" სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს, მიგელ ანხელ ლოტინა. ახლა ლოტინა შეეცდება გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს მყოფი (3 ქულა აშორებს "რასინგს" და "სპორტინგს") "ელ სუბმარინოს" გადარჩენას. "ვილიარეალი" 2000 წლიდან ლა ლიგაში თამაშობს. ლოტინამ გუნდი პირველად ორშაბათს ავარჯიშა. ფაქტობრივად, სრულფასოვანი ვარჯიში მან მხოლოდ ერთხელ (20 მარტს) ჩაატარა.

მოურინიომ ექიმებისგან თანხმობა მიიღო, თუ დასჭირდება "ვილიარეალის" წინააღმდეგ ფაბიო კოენტრაო გამოიყენოს.

"ვილიარეალს" იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი აკლია. როსიმ ოქტომბერში მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მას მერე მკურნალობს. კარლოს მარჩენა მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება. მან "ლევანტესთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

I წრეში "რეალმა" უპრობლემოდ, 3:0 მოუგო "ვილიარეალს" ბენზემას, კაკას და დი მარიას გოლებით.

სავარაუდო შემადგენლობები

ვილიარეალი: დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, ორიოლი - ვალერო, სენა, ბრუნო, კანი - ნილმარი, რუბენი.

რეალი: კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა, რონალდო - ბენზემა.

ასე იცის ორ ფრონტზე ბრძოლამ

ბილბაოს "ატლეტიკს" ორ ფრონტზე ბრძოლა ძვირი უჯდება - შინ "ვალენსიასთან" 0:3 შერცხვენილი, ახლა "ვისენტე კალდერონს" სტუმრობს. არც "ატლეტიკო" და არც "ბილბაო" ევროზონაში ახლა არ იმყოფებიან, თუმცა, თქმა არ უნდა, ჩემპიონთა ლიგის ან ევროპალიგის საგზურებისთვის იბრძოლებენ.

დიეგო სიმეონეს არ ეყოლება ტრავმირებულები: ბრაზილიელი დიეგო, პორტუგალიელები სილვიო და ტიაგო. მარსელო ბიელსას კი ფერნანდო ლორენტე უბრუნდება, რომელმაც "ვალენსიასთან" მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. ანდონი ირაოლა დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო: კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - სუარესი, გაბი - სალვიო, ადრიან ლოპესი, კოკე - ფალკაო.

ბილბაო: ირაისოსი - დე მარკოსი, ამორებიეტა, მარტინესი, აურტენეჩე - პერესი, იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVIII ტური

20 მარტი

ოსასუნა-ხეტაფე 0:0

ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, როვერსიო, ფლანიო, დამია - პუნიალი, ნეკუნამი (80. ტიმორი) - სეხუდო, რ. გარსია, ლამა (65. ლეკიჩი) - ნინო.

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, ალექსისი, მანე - მიჩელი, ლასენი - რიოსი (89. ხ. როდრიგესი), დ. კასტრო, გავილანი (73. კასკერო) - მიკუ (75. გუისა).

გაფრთხილება: ნეკუნამი, სეხუდო

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 19-12 (7-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 15 000

ბარსელონა-გრანადა 5:3

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ადრიანო (46. მასკერანო) - ტ. ალკანტარა (71. ინიესტა), ჩავი, კეიტა - სანჩესი (71. ტელიო), მესი, კვენკა.

გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - კორტესი, მაინსი, ბ. გომესი, სიკეირა - მოისესი (69. აბელი), მ. რიკო - ხარა (46. უჩე), კ. მარტინში, ბენიტესი - იგჰალო (77. ხეიხო).

გოლები: 1:0 ჩავი (4), 2:0 მესი (17), 2:1 მაინსი (55), 2:2 სიკეირა (62-პენ), 3:2 მესი (68), 4:2 ტელიო (86), 5:2 მესი (88), 5:3 სიკეირა (89-პენ)

გაფრთხილება: კეიტა, ალვეში, მასკერანო - იგჰალო, ბენიტესი, კორტესი, მოისესი, გომესი, ხეიხო, აბელი

გაძევება: დანი ალვეში (88)

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 16-6 (9-4); ბურთის ფლობა: 75%-25%.

მაყურებელი: 62 401

21 მარტი

ატლეტიკო-ბილბაო 23:00

დისკვალიფიკაცია: ირაოლა (ბილბაო)

ტრავმა: ტიაგო, დიეგო, სილვიო - ხ. მარტინესი, კასტილიო, ოსიო, გურპეგი

სპორტინგი-მალიორკა 23:00

ტრავმა: დე ლას კუევასი, სუარესი, გრეგორი - პინა, ლაკრუსი

სოსიედადი-ლევანტე 23:00

დისკვალიფიკაცია: გონსალესი (სოს)

ტრავმა: მარტინესი - ხუანლუ

ვალენსია-სარაგოსა 23:00

დისკვალიფიკაცია: კოსტა - ლანძარო

ტრავმა: კოშტა, ალკასერი, მიგელი, კანალესი, ბანეგა - და სილვა

ვილიარეალი-რეალი 01:00

დისკვალიფიკაცია: მარჩენა (ვილ)

ტრავმა: როსი, კანი, კატალა - ალბიოლი, დი მარია

22 მარტი

ბეტისი-ესპანიოლი 23:00

დისკვალიფიკაცია: ბაენა (ესპ)

ტრავმა: უსტარიცი, სერხიო, მარიო - ალვარესი, სანჩესი, მარკესი, ალბინი, მატიონი

რასინგი-სევილია 23:00

დისკვალიფიკაცია: ფასიო, კოკე (სევ)

ტრავმა: აკოსტა, გონსალესი (რას)

მალაგა-ვალეკანო 01:00

ტრავმა: ბაპტიშტა, როსარიო, ხუანმი, ტულალანი - ხიმენესი, მიჩელი, ლაბაკა

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 27 23 2 2 89-24 71

2. ბარსელონა 28 20 6 2 82-22 66

3. ვალენსია 27 13 8 6 43-31 47

4. ლევანტე 27 12 5 10 38-37 41

5. მალაგა 27 12 5 10 38-38 41

6. ოსასუნა 28 9 13 6 32-41 40

7. ესპანიოლი 27 11 6 10 35-36 39

8. ბილბაო 27 9 10 8 42-37 37

9. ვალეკანო 27 11 4 12 40-43 37

10. ატლეტიკო 27 9 9 9 37-33 36

11. ხეტაფე 28 9 9 10 28-35 36

12. სევილია 27 8 9 10 27-31 33

13. მალიორკა 27 8 9 10 28-33 33

14. სოსიედადი 27 9 6 12 30-37 33

15. გრანადა 28 9 4 15 27-43 31

16. ბეტისი 27 9 3 15 31-41 30

17. ვილიარეალი 27 6 9 12 27-41 27

18. რასინგი 27 4 12 11 22-40 24

19. სპორტინგი 27 6 6 15 25-50 24

20. სარაგოსა 27 4 7 16 22-50 19

ბომბარდირები

34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 32 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 15 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს