აღმოსავლეთ ზონაში, რომელშიც ოთხი გუნდი ასპარეზობდა, გათამაშება უკვე დასრულდა და პირველი ადგილი "თიბისიმ" დაისაკუთრა
გაზაფხულის ტურნირის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. აღმოსავლეთ ზონაში, რომელშიც ოთხი გუნდი ასპარეზობდა, გათამაშება უკვე დასრულდა. პირველი ადგილი "თიბისიმ" დაისაკუთრა და მეორე ეტაპზე, უმაღლესლიგელებთან თამაშის უფლება მოიპოვა.

გადამწყვეტ მატჩში "თიბისიმ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ხულიგანა" - 20:15. შედეგად, "თიბისი" მეორე ეტაპზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ქუთაისის "აია", რუსთავის "ხარები" და თბილისური გუნდები: "ლოკომოტივი", "ყოჩები" და "ჯიქები" ეყოლება.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ზონაში ბოლო ტური და რამდენიმე გადატანილი მატჩია გასამართი, გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ეს ქუთაისის "ბაგრატია", რომელმაც უშუალო კონკურენტი ბათუმის "დელფინები" შინ 15:7 დაამარცხა. ქუთათურებმა ყველა თამაში მოიგეს და მეტოქეებისთვის მიუწვდომელნი არიან.

"ბაგრატი" A ჯგუფში "არმიას", "ლელოს", "აკადემიას", "არმაზსა" და "ბათუმი XV"-ს დაუპირისპირდება.

აღმოსავლეთი

III ტური

ხულიგანა-თიბისი 15:20, დევები-ვეფხვები 29:17.

სატურნირო მდგომარეობა

1. თიბისი - 10 ქულა, 2. ხულიგანა - 10, დევები - 8, 4. ვეფხვები - 1.

დასავლეთი

IV ტური

დელფინები-ნოქალაქევი 34:5, რაინდები-არწივები 13:5, ჯრუჭი-ბაგრატი (გადაიდო).

V ტური

რაინდები-ბაგრატი 3:35, არწივები-დელფინები 0:5, ჯრუჭი-ნოქალაქევი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაგრატი - 19 ქულა, 2. დელფინები - 19, 3. რაინდები - 8, 4. არწივები - 6, 5. ჯრუჭი - 0, 6. ნოქალაქევი - 0.

მეორე ეტაპი

I ტური

31 მარტი

A ჯგუფი

არმია-ბაგრატი, ლელო-აკადემია, არმაზი-ბათუმი XV

B ჯგუფი

აია-თიბისი, ლოკომოტივი-ყოჩები, ხარები-ჯიქები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს