იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს – ამ ორგანიზაციამ იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის მატჩების ბოიკოტირებას აპირებს...

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს – ამ ორგანიზაციამ იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის მატჩების ბოიკოტირება დააპირა. საქმე ის არის, რომ სერია A-ს ხელმძღვანელობა ახალი სატრანსფერო და საკონტრაქტო წესების შემოღებას გეგმავს, ხოლო ფეხბურთელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ეს სიახლე ფეხბურთელების უფლებებს აშკარად შელახავს.

"ახალ წესებში ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევებია, რომ იძულებულნი ვართ, პროტესტის ყველა ხერხი გამოვიყენოთ. ახალ წესებში ისე განვიხილებით, როგორც უსულო საგნები და არა ადამიანები, - თქვა ასოციაციის წარმომადგენელმა, იტალიის ნაკრებისა და "მილანის" მცველმა მასიმო ოდომ, - იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ს ფეხბურთელთა სრული მხარდაჭერა მიიღო. თუკი ახალი წესების მიღება არ გაუქმდება, 25-26 სექტემბერს გასამართ მატჩებზე არცერთი ჩვენგანი არ გავა".

საინტერესოა, რომ სწორედ 25 სექტემბერსაა დანიშნული ჩემპიონატის ცენტრალური მატჩის გამართვა – წესითა და რიგით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი "ინტერი" ვიცე-ჩემპიონ "რომას" უნდა ესტუმროს, დანარჩენს კი ახლო მომავალი გვიჩვენებს.

სერია A-ს კლუბების ხელმძღვანელთა მთავარი მიზანი ფეხბურთელებისთვის ტრანსფერზე უარის თქმის უფლებაზე შეზღუდვის დაწესებაა. ასე, მაგალითად, იგეგმება შემდეგი წესის შემოღება: ფეხბურთელი, რომელსაც შესთავაზეს მისი მოქმედი ხელშეკრულების აბსოლუტურად იდენტური კონტრაქტი, ვერ მიიღებს კლუბის შეცვლის უფლებას.

კლუბების მეპატრონეებისადმი ასოციაციის გზავნილი ხსენებულმა ოდომ წაიკითხა, ხოლო დოკუმენტზე თავისი ხელმოწერა სერია A-ს ოცივე გუნდის კაპიტანმა და პროფკავშირის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა