რალიში მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი არ აპირებს ყოველ ეტაპზე სამი-ოთხი ზედმეტი დღის დახარჯვას
რალიში მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები არ აპირებს ყოველ ეტაპზე სამი-ოთხი ზედმეტი დღის დახარჯვას, როგორც ეს ბოლო პერიოდში ხდება.

"ამჟამად რალის ჩატარების ადგილას კვირას ჩავდივართ და შინ მხოლოდ მომავალ ორშაბათს ვახერხებ გამგზავრებას. არადა, ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა სამშაბათს ჩასვლა და კვირას შინ დაბრუნება", - დაიჩივლა ფრანგმა, რომლის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ევროს უდრის.

მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გაზარდეს ბევრი რბოლის ხანგრძლივობა და დისტანცია. თან, ისინი მომავალშიც აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. ამ პოლიტიკას ეთანხმება ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი - მას მიაჩნია, რომ ეკიპაჟებზე დატვირთვის გაზრდა რალის უფრო საინტერესოს გახდის, ხოლო ეტაპის შედეგი - ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება.

ლოების თქმით, ის წინააღმდეგი არ არის ახალი იდეების, რომლებიც სპორტს სარგებლობას მოუტანს, მაგრამ რალის დაგრძელება ამ იდეების სიაში არ შედის. "ამ ნაბიჯს არანაირი ხარისხიანი წინსვლა არ მოუტანია, - ხსნის თავის პოზიციას "სიტროენის" ლიდერი. - უბრალოდ, უფრო მეტს დადიხარ ერთსა და იმავე გზებზე. ეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენი ხდება".

ფრანგმა მრბოლელმა განაცხადა, რომ სწორედ გრძელი დისტანცია შეიძლება გახდეს მისი მსოფლიოს რალიდან წასვლის მიზეზი. წასვლის უახლოესი თარიღი, შესაძლოა, 2012 წლის შემოდგომა იყოს. ლოების ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2013 წლის ბოლოს იწურება, მაგრამ მასში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტომრბოლს ხელშეკრულების ერთი წლით ადრე გაუქმების შესაძლებლობა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა