ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
აღმოსავლეთ კონფერენციაში კარგი ამბებია "ფლორიდასთვის". "პანტერებმა", რომლებმაც სეზონის განმავლობაში სამი მატჩი წააგეს "ფილადელფიასთან", ამჯერად ვაისისა და ბერგენჰაიმის გოლებით სტუმრად მოუგეს "მფრინავებს".

"ფლორიდას" მეკარე სკოტ კლემენსენმა 35 დარტყმა მოიგერია, მისმა თანაგუნდელებმა კი მხოლოდ 13 დარტყმა განახორციელეს და მაინც შეძლეს სტუმრად გამარჯვებათა სერიის გაგრძელება. ახლა "ფლორიდა" "ვაშინგტონს" ხუთი ქულით უსწრებს და თან მატჩი აქვს თადარიგში. ასე რომ, "პანტერებს" დივიზიონის ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდათ, მით უმეტეს, რომ უახლოესი კალენდარიც ხელს უწყობთ - "კაროლინა", "ედმონტონი", "აილენდერსი", "მონრეალი" და "მინესოტა".

"ფილადელფიას" წაგება "პიტსბურგს" გაახარებდა, რომელმაც გუშინ 8:4 მოუგო "ვინიპეგს". ერთი თვის წინ ამ გუნდებმა დაახლოებით ამდაგვარი შოუ მოაწყვეს - 8:5 "პინგვინების" სასარგებლოდ. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა "პიტსბურგის" სამეული - მალკინი, ნილი და კროსბი.

მალკინმა ხუთი ქულა (2+3) დააგროვა (ეს სეზონში მეხუთე შემთხვევაა, როცა რუსმა ვარსკვლავმა მატჩში ხუთი ქულა აიღო), სეზონში თავისი მონაგარი 92 ქულამდე აიყვანა და თითქმის გაინაღდა რეგულარულის ბომბარდირის ტიტული. ნილის ანგარიშზე ჰეთ-თრიკი და ერთი საგოლე პასი მოდის, კროსბიმ კი ოთხი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. "პიტსბურგი" აგრძელებს კონფერენციის ლიდერობისთვის "რეინჯერსის" დევნას. ნიუიორკელები ჯერჯერობით ერთი ქულით არიან წინ.

ოდნავ გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა "ნიუ ჯერსიმ", რომელმაც კოვალჩუკის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა "ოტავა" - 1:0. სხვათა შორის, ეს კოვალჩუკის საიუბილეო - მე-400 შაიბაა კარიერაში. "ეშმაკები" ცდილობენ, შორს არ გაუშვან "ფილადელფია". "ოტავა" კი მეექვსეა აღმოსავლეთში და "ნიუ ჯერსის" ხუთი ქულით ჩამორჩება.

დასავლეთში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო "ჩიკაგომ" - 5:1 გაანადგურა "კოლამბუსი". "ბლეკჰოქსი" მეხუთე ადგილზე მყოფ "დეტროიტს" ორ ქულამდე მიუახლოვდა. სხვათა შორის, ამ მატჩსაც ჰყავდა იუბილარი - "ჩიკაგოს" ფორვარდმა მარიან ჰოსამ კარიერაში მე-900 ქულა მიითვალა.

ფილადელფია-ფლორიდა 1:2

0:1, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ვაისი-18 (კულიკოვი-21, ბ. კემპბელი-44), 0:2 ბერგენჰაიმი-17 (ბ. კემპბელი-45, სამუელსონი-15), 1:2 უელვუდი-4 (ტიმონენი-37).

პიტსბურგი-ვინიპეგი 8:4

2:2, 4:2, 2:0

გოლები: 1:0 კენედი-7 (კროსბი-16, კუკი-16), 1:1 სლეიტერი-10 (გლასი-10, მაჩალეკი-2), 1:2 ლიტლი-20 (ლედი-19, ენსტრიომი-23), 2:2 ჯ. ნილი-33 (მალკინი-48, კროსბი-17), 3:2 ჯ. ნილი-34 (მალკინი-49), 3:3 ლიტლი-21 (ლედი-20, ენსტრიომი-24), 4:3 კენედი-8 (კროსბი-18, კუკი-17), 5:3 მალკინი-42 (კროსბი-19, მარტინი-22), 5:4 სტემპლტონი-9 (მაქსველი-2, მაჩალეკი-3). 6:4 ჯ. ნილი-35 (მალკინი-50, ორპიკი-14), 7:4 მალკინი-43 (კუნიტცი-28, ჯ. ნილი-37), 8:4 დუპუი-21 (ჯ. სტაალი-19, სალივანი-26).

კოლამბუსი-ჩიკაგო 1:5

0:3, 0:0, 1:2

გოლები: 0:1 შოუ-10 (ბიკელი-14, კეიტი-33), 0:2 შარპი-29 (სტალბერგი-20, კრუგერი-14), 0:3 სიბრუკი-7 (კეიტი-34, ბოლანდი-15), 0:4 შარპი-30 (მარიან ჰოსა-44, კეიტი-35), 0:5 მარიან ჰოსა-29 (შოუ-7, კეიტი-36), 1:5 ნეში-25 (ჯ. ჯონსონი-20, ა. ჯონსონი-11).

ტორონტო-აილენდერსი 2:5

1:1, 1:1, 0:3

გოლები: 1:0 კესელი-36 (ბოჟაკი-26, კომისარეკი-4), 1:1 ბეილი-11 (ტავარესი-40, პარენტო-47), 2:1 ლომბარდი-8 (გარდინერი-20, კ. არმსტრონგი-2), 2:2 ულსტრიომი-3 (გრაბნერი-11, ჩიზიკასი-4), 2:3 მოულსონი-31 (ტავარესი-41, შტრაიტი-35), 2:4 პარენტო-16 (შტრაიტი-36), 2:5 მოულსონი-32 (პარენტო-48, ტავარესი-42).

ოტავა-ნიუ ჯერსი 0:1

0:0, 0:1, 0:0

გოლები: 0:1 კოვალჩუკი-31 (ჟიდლიცკი-20, ელიაში-45).

ნეშვილი-ედმონტონი 3:6

1:2, 1:3, 1:1

გოლები: 0:1 ჰორდიჩუკი-1 (იგერი-5, ბელანჟე-12), 0:2 ჰემსკი-7 (პეტრი-19, ჰარტიკაინენი-2), 2:1 ლეგუანდი-17 (გ. ბურკი-9, შ. უებერი-29), 1:3 ჰემსკი-8 (ჰარტიკაინენი-3, სემ განიე-28), 1:4 რ. ჯონსი-15 (პეტრი-20, რაიან უიტნი-13), 2:4 ჰორნკვისტი-24 (ფიშერი-23, ერატი-39), 2:5 ჰემსკი-9, 3:5 ლეგუანდი-18 (ჰორნკვისტი-13, გ. ბურკი-10), 3:6 სემ განიე-16 (ჰემსკი-25).

დალასი-ფინიქსი 4:3 (ბ)

1:1, 2:0, 0:2, 0:0

გოლები: 1:0 ლ. ერიქსონი-26 (რაიდერი-25, რიბეირო-39), 1:1 კორპიკოსკი-16 (რეი უიტნი-46, ვერმეტი-24), 2:1 რაიდერი-31 (ლ. ერიქსონი-41, რიბეირო-40), 3:1 რაიდერი-32 (ლ. ერიქსონი-42, რიბეირო-41), 3:2 ეკმან-ლარსონი-12 (ლენგკოუ-16, დოუნი-25), 3:3 რეი უიტნი-23 (დოუნი-26).

ბულიტები გაიტანეს: რიბეირო (დალასი).

კოლორადო-კალგარი 2:1 (ო)

1:1, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 სტაიანი-8 (ტანგეი-36, ბაბჩუკი-6), 1:1 პ. შჩასტნი-19 (ო'ბრაიენი-15, დ. ჯონსი-17), 2:1 დ. ჯონსონი-18 (პ. შჩასტნი-30, ჰანვიკი-3).

ლოს ანჯელესი-სან ხოსე 5:2

1:1, 1:0, 3:1

გოლები: 1:0 მ. რიჩარდსი-16 (უ. მიტჩელი-14), 1:1 ჰავლატი-6 (ბერნსი-25), 2:1 მარტინესი-4 (კოპიტარი-40, ჯასტინ უილიამსი-34), 3:1 კოპიტარი-24 (მ. რიჩარდსი-22, დ. ბრაუნი-28), 3:2 დ. ბოილი-7 (კუტური-28, ჰავლატი-15), 4:2 პენერი-7 (ვოინოვი-11), 5:2 ჯ. კარტერი-21 (მ. რიჩარდსი-23, კოპიტარი-41).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა