მაიამიში 21 მარტს სეზონის მეორე მასტერსი დაიწყო
მაიამიში 21 მარტს დაიწყო სეზონის მეორე მასტერსი. ეს ტურნირი ტრადიციულად მოსდევს ინდიან უელსის მასტერსს. 21 მარტს ჩოგბურთელები პირველ წრეში ჩაებნენ. ამ ეტაპზე განთესილები თავისუფლები არიან.

ისევე, როგორც ინდიან უელსში, მაიამიშიც საკმაოდ ბევრი უარი დაფიქსირდა. ტურნირიდან 10 ჩოგბურთელი მოიხსნა: რობინ სიოდერლინგი, სტანისლას ვავრინკა, მიხაილ იუჟნი, ივან ლუბიჩიჩი, ხუან კარლოს ფერერო, დმიტრი ტურსუნოვი, ალბერტ მონტანიესი, ფაბიო ფონინი, ფილიპო ვოლანდრი და რუი მაშადო.

სატურნირო ბადეში რამდენიმე ჩემპიონს ვხედავთ. მაიამიში ტიტული აქვთ მოპოვებული ენდი როდიკს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, ნიკოლაი დავიდენკოს, ენდი მიურეისა და როჯერ ფედერერს. რაც შეეხება რაფა ნადალს, ის აქ სამჯერ იყო ფინალში, მაგრამ მოგება ჯერ ვერ შეძლო.

რა თქმა უნდა, მთავარ ფავორიტებს შორის კვლავ რეიტინგის საუკეთესო ოთხეულის წევრებს ასახელებენ. თუმცა ინდიან უელსის მასტერსის სტარტზე გილერმო გარსია-ლოპესთან მარცხმა ენდი მიურეის სათამაშო ფორმის გარშემო გარკვეული კითხვები გააჩინა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებით ჩაერთვება ტურნირში ბრიტანელი ჩოგბურთელი.

პირველ ნომრად განთესილ ნოვაკ ჯოკოვიჩს სტარტზე პრობლემები არ უნდა შეექმნას. სავარაუდოდ, მას მოუწევს შეხვედრა არასტაბილურ მარკოს ბაღდატისთან, შემდეგ ვიქტორ ტროიცკისთან, რომელმაც არ იცის ტოპ-მოთამაშეების დამარცხება. ამას მოჰყვება ან რიშარ გასკე, ან ფელისიანო ლოპესი. ფრანგი ამჟამად არ არის კარგ ფორმაში, ესპანელმა კი შეძლო ბალახზე სერბისთვის ბრძოლის თავს მოხვევა, მაგრამ ნელ ჰარდზე ეს არ გაუკეთებია.

ბადის შემდეგი ნაწილიდან ნოვაკ ჯოკოვიჩზე უნდა გავიდეს ხუან მარტინ დელ პოტრო ან დავიდ ფერერი. აქ პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ ინდიან უელსზე გამოსვლის მიხედვით, არგენტინელისა და ესპანელის ფორმა უკეთესიც შეიძლება იყოს.

ბადის მეორე მეოთხედს სათავეში უდგას როჯერ ფედერერი, რომელსაც სამსეტიან ფორმატში ზედიზედ 33 მატჩი აქვს მოგებული. ინდიან უელსისგან განსხვავებით, მაიამიში შვეიცარიელს საკმაოდ კარგი ბადე აქვს (შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში როჯერს ნახევარფინალამდე რაონიჩთან და დელ პოტროსთან მოუწია თამაში). ფედერერი ტურნირს რაიან ჰარისონთან მატჩით დაიწყებს (ამერიკელმა ამისთვის უნდა გაიაროს პოტიტო სტარაჩე). მესამე წრეში შვეიცარიელი ენდი როდიკზე გადის - თუ მანამდე ამ უკანასკნელს არ გააგდებენ ალექს ბოგომოლოვი ან ჟილ მიულერი. შემდეგ როჯერს უნდა შეხვდეს გაელ მონფილი და მერდი ფიში ან ნიკოლას ალმაგრო.

ბადის ქვედა ნაწილში უკვე მეორე წრეში შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს ტომაშ ბერდიხი და ფერნანდო გონსალესი, რომელიც მაიამიში გამოსათხოვარ ტურნირს თამაშობს - თუმცა ჩილელს ჩეხთან მისასვლელად ნიკოლა მაუს დამარცხება სჭირდება. მათთან მეზობლად არის იანკო ტიპსარევიჩი, რომელიც მეორე წრეში შეიძლება დავიდ ნალბანდიანს შეხვდეს. იქვე ახლოსაა უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი. სავარაუდოდ, ჩამოთვლილი ჩოგბურთელებიდან ერთ-ერთი გავა მეოთხედფინალში და იქ ენდი მიურეის შეხვდება.

ცნობისთვის, ბრიტანელს უკვე სტარტზე ელის სერიოზული გამოცდა. მეორე წრეში ენდის მოუწევს თამაში დენის ისტომინთან ან ალეხანდრო ფალასთან, მესამეში კი მიურეის მეტოქედ მილოშ რაონიჩი ერგება. იმის გათვალისწინებით, რომ კანადელი ძალიან სახიფათოა ჰარდზე და მან ინდიან უელსში სეტი მოუგო ფედერერს, ენდის იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

ბოლო მეოთხედში თეორიულად ნახევარფინალში გასასვლელად შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ რაფაელ ნადალი და ჟო-ვილფრიდ ცონგა. თუმცა ფრანგის ბოლოდროინდელი ფორმის გათვალისწინებით, მან ნადალამდე შეიძლება ვერც მიაღწიოს. რაფასთვის უფრო მეტ საფრთხეს ინდიან უელსის ფინალისტი ჯონ ისნერი წარმოადგენს, რომელიც მერვედფინალში შეხვდება ცონგას. მეოთხედფინალამდე კი ნადალს სერიოზული ბარიერები არ ექნება - კეი ნიშიკორი, რადეკ შტეპანეკი და სხვა მოთამაშეები ესპანელს იმ შემთხვევაში დაამარცხებენ, თუ ნადალი ჩააგდებს შეხვედრას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა