თბილისის "დინამო" საჩემპიონო ბრძოლას შორდება?..
ჯიგრიანი თამაში იყო, ემოცია და ლაზათი ვერ დაეწუნებოდა. ორივე გუნდის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ "დინამო არენაზე" 90 წუთი მალე გავიდა - მოედანზე ცეცხლი ენთო.

შედეგით "ზესტაფონი" უნდა დარჩეს კმაყოფილი, თუმცა ისიცაა, რომ სტუმრებს მოგებაც შეეძლოთ. ზესტაფონელთა თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა საყრდენი ზურაბ მენთეშაშვილი თავდამსხმელ რატი წინამძღვრიშვილით მაშინ შეცვალა, როცა "ზესტაფონი" თამაშს იგებდა. ამ შეცვლის შემდეგ კი სივრცეები უფრო გაიხსნა, "დინამოს" ანგარიშის გათანაბრების მეტი შანსი გაუჩნდა და გიორგი დევდარიანის გუნდმაც ეს შესაძლებლობა ხელიდან აღარ გაუშვა.

ჭიაბრიშვილმა ნამატჩევს განაცხადა, თამაშის დროს ცხრილს არ ვუყურებთ, ჩვენი საზომი ერთი მატჩი არ არის. შეიძლება დავისაჯოთ, მაგრამ გამარჯვებისთვის თამაშს უნდა მივეჩვიოთო.

ვერ გეტყვით, მიეჩვევა თუ არა "ზესტაფონი" ნიადაგ გამარჯვებისთვის თამაშს, მაგრამ მწვრთნელის ავანტურისტული მიმართულება ზოგადად, საინტერესოა. ასეთი რაღაცეებით არის საინტერესო გუნდის შენება, ასეთი რაღაცეებით ფასობს ფეხბურთი, ოღონდაც ასეთი რაღაცეების გაკეთებას განსაკუთრებული უნარი სჭირდება.

ამ დროისთვის "ზესტაფონი" "დინამოზე" წინ მხოლოდ ცხრილში როდია. "ზესტაფონი" წლობით გაწეული მუშაობის შედეგია, "დინამოში" კი ბოლო პერიოდში მწვრთნელი და პატრონი იმდენჯერ შეიცვალა, რომ რაც უნდა დიდი ინვესტიციები ჩადო, შენზე წინ მყოფს უცბად ვერ დაეწევი.

"ზესტაფონი" რომ უფრო გუნდია, ეს ამ შეხვედრაშიც იგრძნობოდა, თორემ კონტინგენტს თუ გადავხედავთ, "დინამო" მოწინააღმდეგეს არაფრით ჩამოუვარდება - სათადარიგოებში ხუთი ლეგიონერი იყო. საქართველოს ჩემპიონატის გუნდს თადარიგში ამდენი უცხოელი რომ ჰყავს, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მექანიზმი ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია და ბევრი რაღაცაა შესაცვლელი.

...პირველი წუთები "დინამოსი" იყო. გოგიტა გოგუა მარცხენა ფლანგიდან მოსვენებას არ აძლევდა "ზესტაფონის" დაცვას. "ზესტაფონმა" ამ შემოტევებს გაუძლო და თანდათან დაალაგა თამაში. სტუმრები უფრო მწყობრად მოქმედებდნენ. თამაშის ორგანიზებას "ზესტაფონის" რამდენიმე ფეხბურთელი ახერხებდა, რაც ჭიაბრიშვილის გუნდს საქმეს უადვილებდა.

შოთა გრიგალაშვილი და ჯაბა დვალის ოდნავ უკან მოთამაშე დავით მუჯირი ბურთს კარგად ათვინიერებდნენ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ; თორნიკე გორგიაშვილი და ზურაბ მენთეშაშვილიც რიგიანად ირჯებოდნენ მოედნის ცენტრში. დინამოელები კი უფრო ემოციური ფონის შექმნას ესწრაფვოდნენ. შინ თამაშობდნენ და თითქოს ამ ფაქტორის გამოყენებას მაქსიმალურად ცდილობდნენ.

წუნი "ზესტაფონის" თამაშშიც იყო, თუმცა ტაიმის შუაწელიდან ფეროელები მცირე უპირატესობას დაეუფლნენ. მუჯირმა რამდენჯერმე გაიბრწყინა ინდივიდუალური თამაშით და გვარიანად ანერვიულა "დინამოს" დაცვა. კარგი შანსი ჰქონდათ მასპინძლებსაც - ჩისკოს პასით ლევან ხმალაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ ბურთი კარგად ვერ მოათვინიერა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, მუჯირმა, ფაქტობრივად, დაკარგულ ბურთზე ბოლომდე რომ იბრძოლა; ჯანის და ტექნიკის ხარჯზე გაათრია ბურთი, მერე კი კარის გასწვრივ ისე ჩააწოდა, რომ ჯაბა ჯიღაურს ბურთი საკუთარ კარში ჩაეჭრა.

"დინამო" მალევე შეეცადა პასუხის გაცემას. გოგუას დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია. გაშვებული გოლით გახელებული დევდარიანის გუნდი უფრო შლეგად ათამაშდა. "ზესტაფონისთვის" იოლი არ იყო ამასთან გამკლავება. "დინამოს" ბურთის დიაგონალური გადატანა რამდენჯერმე კარგად გამოუვიდა, რამდენჯერმა მოაშიშვლა მოწინააღმდეგის ფლანგები - ეს ვარჯიშებზე დამუშავებულ კომბინაციებს ჰგავდა. დინამოელთა ასეთი მუხტი ნელ-ნელა განელდა. თორნიკე აფციაურის შემოსვლამაც თავისი გააკეთა, "ზესტაფონმა" ბურთზე კონტროლი გამოაკეთა.

სწორედ ამ დროს ჭიაბრიშვილი რისკზე წავიდა და მენთეშაშვილი წინამძღვრიშვილით შეცვალა. გიორგი მერებაშვილი, ჩისკო, დვალი - საგოლე მომენტებით მაყურებელმა თავი მართლაც შეიქცია, ბურთი კი "დინამომ" გაიტანა - ნიკა კვეკვესკირის გრძელი პასის დროს "ზესტაფონის" დაცვამ კონცენტრაცია დაკარგა, ჩისკოს ბურთის მშვიდად გაჩერების და კარში დარტყმის საშუალება მისცეს და რა გასაკვირია, რომ გამოცდილმა ოსტატმა ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:1.

"დინამოს" მალევე შეეძლო მეორე გოლის გატანა, როცა გულვერდ თომაშვილის ახლო თავური როინ კვასხვაძემ გააუვნებლა. "ზესტაფონის" მეკარეს ვალში არც გიორგი ლორია დარჩა - აფციაურს არ დაანება გოლის გატანა.

საფინალო სასტვენამდე კიდევ იყო სახიფათო იერიშები აქეთ-იქით. შეხვედრა მართლაც მოძიგძიგე გამოდგა.

მატჩის შემდეგ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო", უდავოდ, კარგი გუნდია. თანაბარი თამაში იყო, რომელიც ლოგიკური შედეგით დასრულდა".

გიორგი დევდარიანი: "გახსნილი თამაში გამოვიდა. გულდასაწყვეტია, სამი ქულა რომ ვერ ავიღეთ, თუმცა ჩემპიონობის თეორიულ შანსს კვლავ ვინარჩუნებთ.

ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ყველაფერი უცბად გავაკეთოთ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ უწინდელ მატჩებთან შედარებით უკეთ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გვინდოდა".

21.03. თბილისი. დინამო არენა. 2000 მაყურებელი

დინამო-ზესტაფონი 1:1

0:1 ჯიღაური(47,საკუთარ კარში,), 1:1 ჩისკო( 81, კვეკვესკირის პასით)

დინამო ზესტაფონი

4-2-3-1 4-2-2-2

ლორია რ. კვასხვაძე

ტვილდიანი ღონღაძე

კვეკვესკირი გ.ონიანი

თომაშვილი კობახიძე

ხმალაძე ელიავა

ჯიღაური გორგიაშვილი

პაპავა მენთეშაშვილი

მერებაშვილი შარიქაძე

კოშკაძე შ.გრიგალაშვილი

გოგუა დ.მუჯირი

ჩისკო დვალი

მწვრთნელი მწვრთნელი:

გ. დევდარიანი გ. ჭიაბრიშვილი

დინამო

59. ჯიღაური - ალვარო

75. მერებაშვილი - რობერტინიო

84.კოშკაძე - კოტო

სათადარიგოები: სეფიაშვილი, ანდრეუ, იაგუე, რეხვიაშვილი

ზესტაფონი

54. შარიქაძე - აფციაური

68. დ. მუჯირი - რაჟამაშვილი

78. მენთეშაშვილი - წინამძღვრიშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, საჯაია, ხიდეშელი, ბერაია

გაფრთხილება: გოგუა (24), გორგიაშვილი (59), დ.მუჯირი(64), ღონღაძე (79)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური. პლეი ოფი (1-8 ადგილები).

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 16 10 4 2 29-13 34

2.მეტალურგი 17 10 2 5 25-19 32

3.დინამო 16 7 4 5 30-23 25

4.ტორპედო 15 7 3 5 17-13 24

5.ბაია 16 4 5 7 12-20 17

6.დილა 16 4 4 8 17-19 16

7.კოლხეთი 16 3 6 7 9-20 15

8.მერანი 16 4 2 10 14-26 14

ბომბარდირები

დვალი (ზესტაფონი) 13

ჩისკო (დინამო) 12

ტატანაშვილი (მეტალურგი) 10

IV ტური, 25 მარტი. კვირა

კოლხეთი-დილა

მერანი-ბაია

ზესტაფონი-მეტალურგი

ტორპედო-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
საინტერესო გუნდის შენება, ასეთი რაღაცეებით ფასობს ფეხბურთი, ოღონდაც ასეთი რაღაცეების გაკეთებას განსაკუთრებული უნარი სჭირდება.: უნარი სჰირდება დინამო რო დაემგვანოს თავის სახელს!!! ჭიაბრიშვილმა სცორი გააკეთა უნდოდა როგორც იტყვიან ავადმყოფი საწოლშივე დაემთავრებინა ისე უსუსურად გამოიყურებოდა ფლაგმანი მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა !! ზესტაფონსაც არ უთამაშია თავისი თამაში მაგრამ დინამოს ასედაც ჯობდა!
xashurski
მართლაც ცეცხლი ენთო ნეიტრალური გულშემატკივრის თვალთახედვიდან ასეთი თამაში კარგა ხანია არ მახსოვს კარგია რომ დაემთხვა ჩემ თბილისის ყოფნისას. ემოციები მქუხარე სტადიონი ორივე გუნდის გულშემატკივრები მოკლედ 2 ევროპის საშუალო გუნდი თამაშობდა. კომენტარებს ვეთანხმები 2000 კაცზე ბევრად მეტი იყო
gio
კარგად დათვალეთ ხალხი,სირცხვილია რა
zuka
კარგით რა ნამუსიც კაი საქონელია ზოგიერთი სტადიონის ტევადობას უდრის დინამოს 3 ტრიბუნა და თქვენ წერთ რომ 2000 კაცი იყო? კარგით რა მართლა შეაწუხეთ გული უკვე დადის ხალხი და მაინც აკლებთ ამდენი რომელ ქალაქში დადის იქნებ მითხრათ ქუთაისს თუ არ ჩავთვლით დაახლოებით 6000 ადამიანი იყო სტადიონზე და 3-მაგად აკლებთ
beka
თამაშზე ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე მაგარი თამაში იყო მაყურებელი კიდევ შეცდომით გიწერიათ ალბათ ლოჟიდან არც გამოგიხედავთ ლურჯ ტრიბუნებზე ყველაზე ცოტა 5000 კაცი ყოფილიყო სამწუხაროა რომ ყოველთვის დინამოს აკლებთ მაყურებლის რაოდენობას
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ