მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორს, რუს ნიკოლაი პანკრატოვს აღმოუჩინეს პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ არის აკრძალული. პანკრატოვი შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთისას ამხილეს დოპინგის შენახვაში. პრეპარატი მას პირად ნივთებში აღმოუჩინეს.

მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორს, რუს ნიკოლაი პანკრატოვს აღმოუჩინეს პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ არის აკრძალული. პანკრატოვი შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთისას ამხილეს დოპინგის შენახვაში. პრეპარატი მას პირად ნივთებში აღმოუჩინეს.

ინციდენტი 6 სექტემბერს მოხდა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი. შვეიცარიის საზღვარზე მოთხილამურეს პრეპარატ აქტოვეგინის 22 ამპულა და მისი მისაღები აპარატურა აღმოუჩინეს.

აქტოვეგინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების რეგენერაციის სტიმულირებას ახდენს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა სახის დოპინგთან, მაგალითად ერითროპოეტინთან ერთად. რუსეთის სათხილამურო სპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, სპორტსმენს ამ დარღვევისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელის. პანკრატოვი შეიძლება გადაურჩეს სასჯელს თუ დაამტკიცებს, რომ აქტოვეგინს ექიმის დანიშნულებისამებრ იყენებდა, მაგრამ ამის შანსი მინიმალურია.

როგორც ცნობილია, რუს სპორტსმენებს შორის გახშირებული დოპინგ-სკანდალების გამო, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო

ფედერაციამ 2010 წლის ივნისში ფულადი ჯარიმით დასაჯა რუსეთის ფედერაცია და მას სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის "ახალი გუნდის" შექმნა მოსთხოვა. ივლისში, სადოპინგო სკანდალებში "გასვრილი" შვიდი მწვრთნელი რუსეთის ნაკრებს ჩამოაშორეს.

საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად, ერთი ქვეყნის მიერ დოპინგის გამოყენების მრავალმა ფაქტმა შეიძლება ეროვნული სპორტული ფედერაციის დისკვალიფიკაცია და საერთაშორისო ტურნირებიდან (მათ ოლიმპიადიდან) ქვეყნის ნაკრების მოკვეთა გამოიწვიოს.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა