ჩილელმა ადრე გამოაცხადა, რომ მაიამის მასტერსი მისი გამოსათხოვარი ტურნირი იქნებოდა
22 მარტს მაიამის სუპერტურნირზე ქალებმა პირველი წრე დაასრულეს. ამ ეტაპის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსი ალისა კლეიბანოვას დაბრუნება იყო. შეგახსენებთ, რომ ეს ჩოგბურთელი კიბოს ავადმყოფობას (ჰოჯკინის ლიმფომა) მკურნალობდა. ეს კურსი დეკემბერში დასრულდა, ცოტა ხნის წინ კი ალისამ ექიმებისგან ვარჯიშების განახლების უფლება მიიღო. მაიამის ტურნირის ორგანიზატორებმა რუსს უაილდ-ქარდი შესთავაზეს და კლეიბანოვაც დათანხდა ამ წინადადებას.

პირველ წრეში რუსი იოჰანა ლარსონს ხვდებოდა. მეტოქე არც ისე ძლიერი იყო, მაგრამ ახლა კლეიბანოვასთვის ნებისმიერი მატჩი მძიმე გამოცდაა. რუსმა პირველი ტესტი კარგად ჩააბარა. პირველი სეტის თითქმის უბრძოლველად წაგების შემდეგ ალისამ საკუთარი თამაში იპოვა და მომდევნო ორ პარტიაში არც ერთი ბრეიკი აღარ დაუთმო მეტოქეს, თავად კი შვედის სამი მოწოდება აიღო და 2:6, 6:3, 6:2 გაიმარჯვა.

ოთხშაბათს ჩაებნენ ბრძოლაში განუთესავი ვარსკვლავები - კიმ კლაისტერსი და ტურში დაბრუნებული ვენუს უილიამსი, რომელიც შეგრენის სინდრომს მკურნალობდა. ბელგიელი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა, იარმილა გაიდოშოვას ხვდებოდა და მატჩის დასაწყისი მისთვის საკმაოდ რთული გამოდგა.

პირველ პარტიაში სლოვაკური წარმოშობის ავსტრალიელმა უკეთ ჩაატარა მნიშვნელოვანი გათამაშებები და 6:4 მოიგო. მეორე სეტიც კიმისთვის ცუდად იწყებოდა. მიუხედავად ამისა, კლაისტერსმა ბრძოლაში აიღო ზედიზედ სამი გეიმი და თანდათან დაეუფლა ინიციატივას - მესამე სეტში ის უკვე სრულად დომინირებდა კორტზე და პარტია “მშრალი” ანგარიშით მოიგო. მეორე წრეში კიმს მე-14 ნომრად განთესილ გერმანელთან, იულია გორგესთან უწევს თამაში.

რაც შეეხება ვენუსს, მას მეტოქედ კიმიკო დატე ჰყავდა, რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ სამი მატჩი აქვს მოგებული. ვეტერანმა იაპონელმა ვერ გაუმართა სერიოზული ბრძოლა უფროს უილიამსს და ვენუსმა ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, დამაჯერებლად მოიგო შარშანდელი ამერიკის ღიას შემდეგ თავისი პირველი მატჩი - 6:0, 6:3. შედეგად, მეორე წრეში მივიღეთ ძალიან საინტერესო წყვილი - ვენუს უილიამსი პეტრა კვიტოვას წინააღმდეგ. ვნახოთ, რამდენად კარგად არის მზად ამ მომენტისთვის უილიამსი.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია გერმანელი მონა ბარტელის გამარჯვება. შეგახსენებთ, რომ ეს ჩოგბურთელი აღმოჩნდა ერთადერთი ინდიან უელსის ტურნირზე, ვინც ვიქტორია აზარენკას სეტი მოუგო. ამჯერად ბარტელმა 6:1, 6:0 გაანადგურა გრეტა არნი.

მამაკაცთა ტურნირზე ყველაფერმა გაცილებით მშვიდად ჩაიარა. ერთი მიზეზით იყო გამორჩეული მატჩი ფერნანდო გონსალესსა და ნიკოლა მაუს შორის. ეს მიზეზი ნაღვლიანი გახლდათ:

ჩილელმა ადრე გამოაცხადა, რომ მაიამის მასტერსი მისი გამოსათხოვარი ტურნირი იქნებოდა. უაილდ-ქარდის მფლობელმა ჩილელმა, როგორც შეეძლო, იბრძოლა, აიღო მეორე სეტი და მესამეში თავის მოწოდებაზე სამი მატჩბოლი მოიგერია.

საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, იქ კი გონსალესმა წააგო - 5:7, 6:4, 6:7(3). ასე შეუმჩნევლად წავიდა დიდი ჩოგბურთიდან ოლიმპიური მედლების სრული კომპლექტის მფლობელი (ოქრო და ბრინჯაო ათენში და ვერცხლი პეკინში) და 2007 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი. შეუმჩნევლად იმიტომ, რომ მაიამის მასტერსის მატჩების ტრანსლირება მხოლოდ შაბათს იწყება. შესაბამისად, გონსალესის უკანასკნელი მატჩი მხოლოდ ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებლებმა იხილეს.

მოულოდნელობად მოინათლა დენის ისტომინის წაგება ალეხანდრო ფალასთან. უზბეკმა ინდიან უელსში სენსაციურად დაამარცხა ესპანელი დავიდ ფერერი, მაგრამ მაიამიში ვერ დაასრულა შეხვედრა კოლუმბიელთან, თუმცა ისედაც უიმედოდ აგებდა - 1:6, 1:2.

კაცები

I წრე

ფედერიკო ჟილი (პორ)-ტომას ბელუჩი (ბრა) 6:3, 6:4; რობინ ჰაასე (ჰოლ)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:3, 6:4; ალეხანდრო ფალა (კოლ)-დენის ისტომინი (უზბ) 6:1, 2:1 უარი; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:2, 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 4:6, 6:4, 6:4; ტომი ჰაასი (გერ)-გიიომ რუფენი (საფ) 6:4, 6:4; რაიან სვიტინგი (აშშ)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 4:6, 4:6; მიკაელ ლოდრა (საფ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 4:6, 6:7; პაბლო ანდუხარი (ესპ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 3:6, 2:6; ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:7, 3:6; ანტონიო ვეიჩი (ხორ)-დენის კუდლა (აშშ) 2:6, 6:2, 6:1; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-სტივ დარცისი (იტა) 6:4, 7:6; დუდი სელა (ისრ)-არნო კლემანი (საფ) 3:6, 3:6; რობერტო ბაუტისტა (ესპ)-ანდრეას სეპი (იტა) 6:3, 1:6, 6:3; ტობიას კამკე (გერ)-ივან დოდიგი (ხორ) 0:6, 6:2, 6:7; ნიკოლა მაუ (საფ)-ფერნანდო გონსალესი (ჩილ) 7:5, 4:6, 7:6.

ქალები

I წრე

ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:3, 3:6, 7:6; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:3, 6:2; მარინა ერაკოვიჩი (ზელ)-მატილდა იოჰანსონი (საფ) 4:6, 6:4, 6:4; შუაი ჟენგი (ჩინ)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:7, 6:3, 6:2; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ელენა დოკიჩი (ავსტრა) 6:1, 7:5; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:1, 6:4; მონა ბარტელი (გერ)-გრეტა არნი (უნგ) 6:1, 6:0; ალისა კლეიბანოვა (რუს)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 2:6, 6:3, 6:2; ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:3, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:7, 6:3, 6:3; შანელ სხეპერსი (ს. აფრ)-ირინა კამელია ბეგუ (რუმ) 3:6, 6:3, 6:0; ანა ტატიშვილი (საქ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:4, 4:3 უარი; სოფია არვიდსონი (შვედ)-ხისელა დულკო (არგ) 6:4, 7:5; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-ელენა ვესნინა (რუს) 7:6, 6:1; კიმ კლაისტერსი (ბელ)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 4:6, 6:1, 6:0; სტეფანი ფორეცი (საფ)- ოლივია როგოვსკა (ავსტრა) 6:4, 6:1; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-ვერა დუშევინა (რუს) 7:6, 6:4; ვალერია სავინიხი (რუს)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:3, 7:5; შაარ პეერი (ისრ)-ალიზ კორნე (საფ) 6:4, 6:2; ვენუს უილიამსი (აშშ)-კიმიკო დატე (იაპ) - 6:0, 6:3; პოლინ პარმენტიე (საფ)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:4, 6:7, 4:6; ალბერტა ბრიანტი (იტა)-მელინდა ჩინკი (უნგ) 1:6, 2:6; ევა ბინრეროვა (ჩეხ)-მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ) 7:5, 4:6, 0:6; ვანია კინგი (აშშ)-ლაურა პოუს ტიო (ესპ) 6:2, 7:6; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-მედისონ კისი (აშშ) 7:6, 2:6, 1:6; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-ელენი დანილიდუ (საფ) 4:6, 6:3, 6:0; მისაკი დოი (იაპ)-სილვია სოლერ ესპინოსა (ესპ) 3:6, 4:6; ანასტასია იაკიმოვა (ბლრ)-ქსენია პერვაკი (ყაზ) 4:6, 0:6; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 1:6, 3:6; ურსულა რადვანსკა (პოლ)-ეკატერინა ბონდარენკო (უკრ) 6:3, 6:7, 4:6; აიუმი მორიტა (იაპ)-გარმინ მუგურუსა (ესპ) 3:6, 6:2, 0:3 უარი.

ფერნანდო გონსალესი

31 წლის

კარიერა: 1999-2012

მოგება/წაგება: 370-202

ტიტულები: 11 (ერთეულებში), 3 (წყვილებში)

საუკეთესო ადგილი რეიტინგი: №5 (20.01.07)

დიდი სლემის ტურნირები:

ავსტრალიის ღია - ფინალი (2007)

როლან გაროსი - 1/2 (2009)

უიმბლდონი - 1/4 (2005)

აშშ-ის ღია - 1/4 (2002, 2009)

მასტერსის სერია:

მადრიდი - ფინალი (2006)

რომი - ფინალი (2007)

ოლიმპიადა:

ათენი 2004 - ოქრო (წყვილები)

ათენი 2004 - ბრინჯაო (ერთეულები)

პეკინი 2008 - ვერცხლი (ერთეულები)

ფულადი მონაგარი კარიერაში: 8 862 276$

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა