მოსკოვის ცსკა-მ, პირველ მეოთხედში გარკვეული სირთულეების მიუხედავად, შეძლო შინ "ბილბაოს" განადგურება
ორი შეხვედრით გაგრძელდა ევროლიგის პლეი ოფი კალათბურთში. ორიდან ერთ წყვილში ლოგიკური შედეგი ვიხილეთ. მოსკოვის ცსკა-მ, პირველ მეოთხედში გარკვეული სირთულეების მიუხედავად, შეძლო შინ "ბილბაოს" განადგურება.

პირველ 10 წუთში 11:0 გაქცევის წყალობით "ბილბაომ" პირველად და უკანასკნელად შეძლო ამ მატჩში წინ გასვლა - 18:15, მაგრამ ხრიაპასა და ტეოდოშიჩის მონდომებით ცსკა-მ მალე გამოასწორა მდგომარეობა და პირველი მეოთხედი ერთი ქულის სხვაობით მოიგო.

მეორე მეოთხედიდან კი დაიწყო "ბილბაოს" განადგურება. 31:31-იდან მოყოლებული, ცსკა-ს უპირატესობა მეთოდურად იზრდებოდა. მოსკოველებმა 9 ქულით მოიგეს მეორე მეოთხედი და დიდი შესვენებისთვის 10-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს. გადამწყვეტი დარტყმა კი მეტოქეს მესამე 10-წუთეულში მიაყენეს. ეს მეოთხედი ცსკა-მ 23 ქულის სხვაობით მოიგო და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო.

"ბილბაომ" მოახერხა მეოთხე მეოთხედში ექვსი ქულით მოგება, მაგრამ ეს არაფერს წყვეტდა - ცსკა-მ 27 ქულის სხვაობით 98:71 გაიმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

მოსკოველთა რიგებში ექვსმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი. მათგან ყველაზე შედეგიანი იყო სერბი ცენტრი ნენად კრსტიჩი 18 ქულით.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ ეტაპზე სტუმრად მოგება შეძლო, საბერძნეთის "ოლიმპიაკოსია". მან რთულ ბრძოლაში დაამარცხა სიენაში "მონტეპასკი".

არადა, იტალიელებისთვის კატასტროფას არაფერი მოასწავებდა. პირველი სამი მეოთხედი “მონტეპასკიმ” თავის სასარგებლოდ დაასრულა და ბოლო 10-წუთეულის წინ კომფორტული რვაქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მაგრამ ამის შემდეგ მატჩის სურათი კარდინალურად შეიცვალა. იტალიელების თამაში საერთოდ მოიშალა და მასპინძელმა მთლიანად ჩააგდო მატჩის ბოლო მონაკვეთი.

"მონტეპასკიმ" ვერაფერი მოუხერხა გეორგიოს პრინტეცისს, რომელიც, პრაქტიკულად, უშეცდომოდ ისროდა და ბოლო წუთებზე შეძლო თავისი გუნდისთვის გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. პრინტეცისმა 20 ქულით დაასრულა შეხვედრა, ოლიმპიაკოსმა კი ბოლო მეოთხედი 24:9 მოიგო და საბოლოოდ 82:75 გაიმარჯვა.

ამ მოგებით ბერძნებმა ხუთმატჩიან სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.

ცსკა-ბილბაო 98:71

27:26, 23:14, 34:11, 14:20

ც: კრსტიჩი (18), შვედი (15), გორდონი (14), ტეოდოშიჩი (11+5 პასი), კირილენკო (11+5 მოხსნა), ხრიაპა (11+4 პასი).

ბ: ვასილიადისი (15), მუმბრუ (14+4 პასი).

სერია: 1-0

მონტეპასკი-ოლიმპიაკოსი 75:82

26:21, 22:21, 18:16, 9:24

მ: ანდერსენი (26+7 მოხსნა), მაკალები (15+4 პასი), რაკოჩევიჩი (11).

ო: პრინტეცისი (20), სპანულისი (15), ჰეინსი (13).

სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო