ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რას ნიშნავს დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგებისთვის "შალკესთან" მატჩი...

ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რას ნიშნავს დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგებისთვის "შალკესთან" მატჩი - რურის დიდი დერბი, რომელიც არა მარტო გერმანული ან ევროპული, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მშვენებაა. ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს რომელიმე კლუბის ფანებისთვის დერბიზე დასწრება...

მოკლედ, დორტმუნდული კლუბის 1500-მა ფანმა ბუნდესლიგის მეოთხე ტურში გასამართი დერბის ბილეთები უკან დააბრუნა, რითაც ვესტფალიელებმა დანაპირები შეასრულეს: ამით ისინი "შალკეს" ბოიკოტს უცხადებენ. ბოიკოტის მიზეზი კი, როგორც ადრეც ვწერდით, ის არის, რომ "შალკემ" დერბისთვის (მატჩი გელზენკირხენში უნდა შედგეს) ბილეთებს ძალიან ძვირი ფასი დაადო (ფასი 50 პროცენტით გაიზარდა). დორტმუნდელი ქომაგების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არ სურთ, ჰუნტელაარის, რაულის და "შალკეს" მიერ შეძენილი სხვა ძვირადღირებული ფეხბურთელების ტრანსფერები დააფინანსონ.

"შალკეს" ბილეთების გაყიდვების მენეჯერი მათიას ნავერსნიკი დეპრესიაშია, იძულებულები გავხდით, 50 000 ევრო დაგვებრუნებინაო. "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა კი თავიანთ ფანებს მხარი დაუჭირეს და "შალკესგან" მიღებული უფასო ბილეთებიც გელზენკირხენში დააბრუნეს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ 19 სექტემბერს, "აუფ შალკეზე" სტუმარი გუნდის ტრიბუნა ცარიელი (!) იქნება, რადგან "შალკე" უსაფრთხოების მიზნით, უკანდაბრუნებული ბილეთების გაყიდვას არ აპირებს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა