ჭაბუკ ძიუდოისტთა გეგმებზე ნაკრების მთავარი მწვრთნელი საუბრობს
ახლახან ჭაბუკ ძიუდოისტთა ანთალიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოდან ორი ოქროს მედალს დაეუფლა, ხუთ-ხუთმა კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ირგუნეს.

საერთო გუნდურ მონაგარს გოგონებმა კიდევ ორი ბრინჯაოს მედალიც მიუმატეს. ეს ჩვენი ნაკრების წლევანდელი პირველი უცხოური შეჯიბრება იყო. გუნდი ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია, უახლოეს ორ თვეში გამართულ შეკრებებსა და ტურნირებზე წონით კატეგორიებში ფავორიტები და ივნისისთვის ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობა გამოიკვეთება.

- თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პირველობის წინ გამართულმა სარეიტინგო ტურნირებმა დადებითად იმოქმედა გუნდის ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბების პროცესზე.

ტურნირები მაღალ დონეზე ჩატარდა და ქვეყნის პირველობისთვის საშუალება მოგვცა განგვეთესა პერსპექტიული ძიუდოისტები, რათა ადრეულ ეტაპზევე ერთმანეთთან პაექრობის და შესაბამისად რომელიმე მათგანის მწვრთნელთა თვალთახედვის არედან დაკარგვის საფრთხე მინიმუმამდე შემცირებულიყო.

ანთალიაში საასპარეზოდ ვაჟთა გუნდი სწორედ საქართველოს პირველობის ფინალისტებით დავაკომპლექტეთ და დავამატეთ პერსპექტიულად მიჩნეული რამდენიმე ძიუდოისტი. უარი არ გვითქვამს მათთთვისაც, ვინც ანთალიში საკუთარი ხარჯით წამოსვლა და ტურნირზე კიდევ ერთი შანსის მიცემა ითხოვა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მათ სახარბიელო შედეგებით გაგვაოცეს.

- ნაკრების ასპარეზობის ზოგადი დონით კმაყოფილი დარჩით?

- ჩვენმა ძიუდოისტებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ცხადია, მოპოვებული მედლების ოდენობა არ არის ცოტა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ნაკრების წევრთა 90 პროცენტი პირველად იყო უცხოეთის არენაზე. ამასთან, ნაკრებს ჯერ არ გაუვლია საერთო ფიზიკური მომზადება, სხვა ხასიათის მეცადინეობები. მოვემზადებით საწვრთნელ შეკრებებზე, გამოვალთ მომდევნო საერთაშორისო ტურნირებზე და იმედი გვაქვს ევროპის ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით. მარტის ბოლოს უკრაინაში, მაისის ბოლოს კი გერმანიის ევროპის თასებზე გამოვალთ, ხოლო კონტინენტის ჩემპიონატი ივნისში გველის.

- ანთალიაში განსაკუთრებით ალბათ 55 კგ-ის ძიუდოსიტებით დარჩებოდით კმაყოფილი...

- ამ წონაში ფაქტობრივად სამი ერთმანეთზე უკეთესი სპორტსმენი გვყავს. ფავორიტი ანთალიაში ვერ გამოიკვეთა. გიორგი კაციაშვილმა გორში გამართული სარეიტინგო ტურნირი, შემდეგ კი საქართველოს პირველობა მოიგო ერთგან ერეკლე არხოზაშვილს სძლია, მეორეგან ბექა ნათათრალიშვილს, თურქეთში კი ორივეს ჩამორჩა.

ის მესამეზე გავიდა, ჩემპიონი ბექა გახდა, ფინალისტი ერეკლე. დამეთანხმებით, რომ აქ საუკეთესოს გამორჩევა ძნელი იქნება, ოღონდ რა არჩევანიც გინდა გავაკეთოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამივეს დაახლოებით თანაბარი შედეგის მოპოვება შეუძლიათ.

- საერთოდაც მსუბუქ წონებში უფრო ბევრი მედალი მოიპოვეთ, ზედა წონები გუნდის სუსტი მხარე ხომ არაა?

- ზოგადად არც ზედა წონების გამოსვლით ვარ უკმაყოფილო, რადგან ამათმა პოზიციები ძირითადად გადაზრდილი რუსების გამო დათმეს. თუმცა ასაკით უფროსმა რუსებმა სულ მცირე უპირატესობებით მოუგეს ჩვენებს.

მათ ნაკრებში რომ ეს მავნე ჩვევა ტრადიციულ ხასითს ატარებს ყველამ იცის. ამ გუნდში ერთი კი არა, ორი სამი წლით გადაზრდილის ნახვაც არ უნდა გაგიკვირდეთ. მოგეხსეებათ უფროსი ასაკის ძიუდოისტი მსუბუქ წონაში ნაკლებად ჩერდება, უფრო მაღალ წონებში გადადის, შესაბამისად თანატოლები მსუბუქ წონით კატეგორიაში უფრო ხვდებოდნენ ერთმანეთს. შედეგიც სწორედ ამიტომ აქ მივიღეთ უფრო სახარბიელო.

- ანთალიიდან რუსებმა მედლებიც ყველაზე მეტი წაიღეს ...

- ორი გამარჯვებული ჩვენია, ერთი აზერბაიჯანის, დანარჩენი რუსეთის. საინტერესოა, რომ შარშან რუსები ამ შეჯიბრებაზე არ ჩამოსულან, წლეულს კი როგორც პირად საუბარში გვითხრეს, პირველ ყოვლისა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების, როგორც ევროპის ჩემპიონატზე უშუალო კონკურენტების სანახავად ესტუმრნენ თურქეთს.

- გოგონების ასპარეზობაც შეაფასეთ...

- გოგონებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. განსაკუთრებით მარიამ ჯანაშვილის (57 კგ) ერთადერთი წაგებული შეხვედრა იყო დასანანი. როგორც იტყვიან, მეტოქემ კი არ მოუგო მას, ამან წააგო შეხვედრა. მარიამს შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირედი დააკლდა კვარცხლბეკამდე და მეხუთე ადგილზე გავიდა. კარგად იჭიდავა გურანდა შოთაძემ (57 კგ). ვფიქრობთ, რომ წლეულს ჩვენს გოგონებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედლებისთვის ბრძოლის არცთუ ურიგო შანსები აქვთ.

- როგორც შევიტყვეთ ძიუდოს ფედერაცია რაიონებში ე. წ. ღია გაკვეთილების გამართვას იწყებს...

- უახლოეს დღეებში ძიუდოს მწვრთნელთა ჯგუფი ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ყველა რაიონში დავიწყებთ ღია გაკვეთილების ჩატარებას.

დავესწრებით მეცადინეობებს და სპორტსმენებს მწვრთნელებთან ერთად გავაცნობთ სიახლეებს, სტიმულს მივცემთ ძიუდოში უფრო საფუძვლიანი ვარჯიშებისთვის და მოვუწოდებთ მისი სიღრმისეული შესწავლისაკენ. ამასთან, იმედისმომცემ ბავშვებთან უშუალო ურთიერთობა, ახალი ტალანტების წარმოსაჩენი კარგი საშუალებაა. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ სპორტის მინისტრის მხრიდან წახალისებამ და ყურადღებამ თავის დროს დიდი როლი ითამაშა ბექა ღვინიაშვილის ამჟამინდელ წარმატებებში.

ადრე როდესაც ბატონი ლადო ვარძელაშვილი ჯერ კიდევ შიდა ქართლის გუბერნატორი იყო, ერთ-ერთი კულტურულ-სპორტული ღონისძიებისას, ქართული ჭიდაობის ნახერხმოყრილ არენაზე ნახა ღვინიაშვილის ჭიდაობა და დაინტერესდა ვარჯიშობდა თუ არა იგი ჭიდაობის სექციაში. ბექა მაშინ გორის ძიუდოზე უკვე დადიოდა, მაგრამ პარალელურად მეცადინეობდა ცეკვაზეც და სიმღერის ჯგუფშიც.

ბატონმა ლადომ შემდეგაც კიდევ არაერთხელ გვკითხა მისი სპორტული დონის ზრდის თაობაზე, მოგებული ტურნირების შემდეგ კი სპეციალური პრიზიც რამდენჯერემე თვითონ გადასცა. საპასუხოდ, მწვრთნელებმა ცხადად შევატყეთ, რომ ღვინიაშვილი გაზრდილი ენთუზიაზმით შეუდგა ვარჯიშს, საკუთარი ინტერესებიდან წინა პლანზე მხოლოდ ძიუდო წამოსწია და ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ფალავანს რა მიღწევები აქვს - ქართული სპორტის ქომაგს შესანიშნავად მოეხსენება.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

JuDooo
ღია გაკვეთილები კარგი იკნებააააააააა
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო