ორლეანში "ლოს ანჯელეს კლიპერსის" სტუმრობისას პუბლიკა სტვენით შეხვდა თავის ყოფილ კერპს
გასულ სათამაშო დღეს საინტერესო იყო "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ვიზიტი ნიუ ორლეანში. იქაური პუბლიკა სტვენით შეხვდა თავის ყოფილ კერპ კრის პოლს.

ამ მატჩს სხვა ინტრიგა ჰქონდა - "ნიუ ორლეანის" ცენტრს კრის კამანს უნდა დაემტკიცებინა, რომ "კლიპერსი" არასწორი იყო, როცა ის შემადგენლობიდან დაითხოვა.

გერმანელმა მართლაც კარგად ითამაშა და 20 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, კამანმა შესანიშნავად იმუშავა მესამე მეოთხედის ბოლოს, როცა თითქოს "კლიპერსი" საბოლოოდ გაექცა მეტოქეს. კრისმა ზედიზედ ოთხი ქულა დააგროვა, გრიფინსა და უილიამსს დაუფარა და "ჰორნეტსმა" მეტოქის შეჩერება შეძლო.

გარდა ამისა, მწვრთნელმა დროული ტაი-აუტი აიღო და ამის შემდეგ მასპინძლებმა დაცვაში თამაში გააძლიერეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ დარჩენილ დროში "კლიპერსმა" 23-დან 19 ტყორცნა ააცილა და ხუთი შეცდომა დაუშვა. მატჩის ბოლოსკენ "ნიუ ორლეანმა" კომფორტული უპირატესობა მოიპოვა - სხვაობა ორი წუთითა და 47 წამით ადრე 7 ქულა იყო.

მართალია, მასპინძლებს მეტოქეზე ორჯერ მეტი შეცდომა ჰქონდათ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ხელისშემშლელი ფაქტორი. "კლიპერსის" მარცხი იმის ბრალია, რომ კალიფორნიელებს არ წაუვიდათ შორეული ტყორცნები - მათი ბოლო 19 (!) სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა. ამ მხრივ, წაგებულთაგან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ფოიემ, რომელმაც თამაშიდან 14-ჯერ ისროლა და 13 ბურთი ააცილა.

გასული დღის კიდევ ერთ ინტრიგას "პორტლენდისა" და "მემფისის" შეხვედრაში ჰქონდა ადგილი. დიდხნიანი შესვენების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა გილბერტ არენასმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააფორმა კონტრაქტი "მემფისთან". "აგენტმა ზერომ" (თუმცა არენასი "მემფისში" მე-10 ნომრით თამაშობს) 11 წუთი ითამაშა და თავის აქტივში 2 ქულა და 2 პასი ჩაიწერა.

რაც შეეხება შეხვედრას, "პორტლენდმა" ბოლო 13 მატჩში მხოლოდ მეოთხე გამარჯვებას მიაღწია. "მემფისმა" უკვე ორი კვირაა შეკრიბა სრულფასოვანი შემადგენლობა, მაგრამ ჯერ ვერ დაალაგეს ერთმანეთში კომბინაციები რუდი გეიმ და ზაკ რენდოლფმა. "პორტლენდში", როგორც იქნა, თავისი დონე აჩვენა ნიკოლა ბატუმმა, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

თამაში თანაბარი იყო - მაქსიმალური უპირატესობა შვიდი ქულა გახლდათ. დიდი ალბათობით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მატჩი ოვერტაიმში გადავიდოდა, მაგრამ "პორტლენდი" უშეცდომოდ ისროდა საჯარიმოებს, მაგალითად, ჯამალ კროუფორდი ზუსტი იყო ბოლო წამებზე, სულ კი ორეგონელებმა 26-დან 26 საჯარიმო ჩააგდეს, რაც 1986 წლის შემდეგ არ მომხდარა.

ვაშინგტონი-ინდიანა 83:85

34:18, 17:13, 15:26, 17:28

ვ: კროუფორდი (21+5 პასი+3 ჩაჭრა), სინგლტონი (16), უოლი (16+9 პასი).

ი: ჰიბერტი (19+9 მოხსნა), გრეინჯერი (16), უესტი (13+3 ჩაჭრა), ჯორჯი (13+5 პასი+4 ჩაჭრა).

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 109:83

30:18, 26:29, 28:20, 25:16

ჰ: პარსონსი (20+11 მოხსნა), სკოლა (18+7 პასი), დრაგიჩი (17+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), დალემბერი (15+10 მოხსნა), ფორსტონი (12).

გ-ს: ჯეფერსონი (14), ლი (12+5 მოხსნა), რობინსონი (11), ტომპსონი (10).

პორტლენდი-მემფისი 97:93

26:20, 23:24, 17:25, 31:24

პ: ბატუმი (24), მეტიუზი (18+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), კროუფორდი (17), ოლდრიჯი (16+5 მოხსნა), ფელტონი (13+9 პასი).

მ: გასოლი (22+9 მოხსნა), ალენი (17+6 პასი), კონლი (13), რენდოლფი (12+6 მოხსნა), გეი (10+5 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-კლიპერსი 97:90

29:35, 25:23, 22:21, 21:11

ნ-ო: კამანი (20+10 მოხსნა+4 დაფარება), სმიტი (17+8 მოხსნა), ჯეკი (17+9 პასი), ბელინელი (15+5 მოხსნა), ჰენრი (12).

კ: გრიფინი (21+11 მოხსნა), პოლი (16+9 პასი), ჯორდანი (14+9 მოხსნა).

მილუოკი-ბოსტონი 91:100

29:35, 29:21, 13:18, 20:26

მ: ჯენინგსი (19), დელფინო (16+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ელისი (13+7 პასი), ილიასოვა (12+14 მოხსნა), დანლივი (11), უდო (2+10 მოხსნა).

ბ: პირსი (25+9 მოხსნა), გარნეტი (16+10 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), პიეტრუსი (13), ბასი (12+10 მოხსნა), რონდო (10+14 პასი+3 ჩაჭრა).

საკრამენტო-იუტა 102:103

26:30, 22:28, 29:29, 25:16

ს: ევანსი (25+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), კაზინსი (22+18 მოხსნა), ტომპსონი (19+15 მოხსნა), ტორნტონი (16).

ი: ჯეფერსონი (26+7 მოხსნა+4 დაფარება), ჰეივორდი (18+7 მოხსნა+5 პასი), ჰარისი (14+6 პასი), ფეივორსი (12+10 მოხსნა+4 დაფარება), მილსეპი (10+6 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა