ზღვისპირელებმა საშინაო მატჩში ოლიმპიელებთან ვერაფერი გააწყვეს და 85:103 დამარცხდნენ
ბათუმში დასრულდა სუპერლიგის მეორე წრის მე-8 ტურის რიგით მეორე მატჩი, სადაც ადგილობრივმა "ბათუმმა" "ოლიმპს" უმასპინძლა, თუმცა ვერაფერი გააწყო და 85:103 დამარცხდა.

ოლიმპელებმა უპირატესობა მატჩის პირველ ნახევარშივე მოიპოვეს და ტაიმში 56:45 იმარჯვეს. მესამე მეოთხედში "ოლიმპმა" მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა და წინ 86:62 გაიქცა. დასკვნით მეოთხედში კი "ზღვისპირელები" მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ და მორიგი მარცხი განიცადეს.

"ოლიმპის" შემადგენლობაში საუკეთესო ივი ჰოგერი აღმოჩნდა, რომელმაც 32 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა აგრეთვე ჰოგერის თანაგუნდელმა მიხეილ ბერიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 11 მოხსნაა. ბათუმის მხრიდან კი 28 ქულით ლაშა კეშელავა გამოირჩა.

მატჩის შემდგომ "ბათუმისა" და "ოლიმპის" მწვრთნელების მიერ შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი):

"ძალიან სანახაობრივი და ლამაზი მატჩი გამოვიდა. იოლი შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა. მატჩის პირველ ნახევარში "ბათუმმა" ძალიან კარგად იასპარეზა" თუმცა მესამე მეოთხედში წინ 17:0 გავიქეცით, რამაც მეტოქე საბოლოოდ გაგვატეხინა.

დასკვნით მეოთხედში სათადარიგო შემადგენლობით ვიასპარეზეთ და შესაბამისად თამაშის საშუალება ყველა მოთამაშეს მიეცა. სრულად არ დაგვიტვირთავს გიორგი გამყრელიძე, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა. მეორე ნახევარში კი საერთოდ არ უთამაშია. იმედია, გამყრელიძე შემდეგ ტურში სრული დატვირთვით შემოგვიერთდება.

მნიშვნელოვანი მატჩი გველის "დინამოსთან", რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩვენი მთავარი ოპონენტია.

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მწვრთნელი):

"პირველ ტაიმში ვებრძოლეთ მეტოქეს, თუმცა შემდეგ ვერაფერს გავხდით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი შემადგენლობა და რესურსი არ გვაძლევს სათანადო წინაარმდეგობის გაწევის საშუალებას.

"ოლიმპი" ამ მატჩში ფავორიტი იყო და გაიმარჯვა კიდეც. რაც შეეხება ტრავმებს, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლევან ელიაძეს, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს და სამი კვირა ვერ ითამაშებს.

www.superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა