20-დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა "სასარისთან" მატჩში თავის გუნდს 7 ქულა და 8 მოხსნა მოუტანა
20-დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ვიქტორ სანიკიძე მოედანს დაუბრუნდა და თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესოც გახდა.

სანიკიძის მოწადინებამ "კანადიან სოლარს" ვერ უშველა და ბოლონიური კლუბი ნიკა მეტრევლის "სასარისთან" 34 ქულის სხვაობთ - 55:89 განადგურდა.

სანიკიძემ 20 დღის წინ კოჭი დაიზიანა, მაგრამ, საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა.

როგორც ექიმები ვარაუდობდნენ, "ეარ ჯორჯია" მოედანს "სასარისთან" მატჩში დაუბრუნდა. ამ გუნდთან პირველი წრის მატჩში სანიჯიძემ დიდებულად ითამაშა, როცა 27 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. თუმცა დღევანდელ მატჩში მას ასე დიდებულად ვერ გაისარჯა, მაგრამ უნიათოდ მოქმედ თანაგუნდელებს კი მაინც აჯობა.

სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რაც მთლიანობაში 7 ქულა გამოვიდა. ამას ვიქტორმა 8 მოხსნა, 3 დაფარება და 1 პასი მოაყოლა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (17) დააგროვა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, ნიკა მეტრეველი მოედანზე 9 წუთით გამოჩნდა და 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლი გახდა, ორმელმაც "სასარის" 19 ქულა, 4 მოხსნა და 3-3 პას-ჩაჭრა მიაშველა.

"კანადიან სოლარი" 14 მოგებითა და 10 მარცხით ცხრილში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ბოლონიელებს 1 აპრილს, შინ "ბიელასთან" ელით.

ვიქტორი სანიკიძე: NBA ჩემი ოცნებაა, მაგრამ...

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა