ახალგაზრდა სპორტსმენებმა FIS-ის შეჯიბრებებში ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო მოიპოვეს
საქართველოს ახალგაზრდა მოთხილამურეებმა თურქულ ერზერუმსა და ყარსში FIS-ის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

განსაკუთრებით იყოჩაღა ინსბრუკში მსოფლიოს ახალგაზრდობის ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნიკოლოზ კოზანაშვილმა (ბაკურიანი): ყარსში მან გიგანტურ სლალომში 1.57,85-ით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე იყო მასპინძელი ერსინ ბეიდუზი (1.58,68).

ამავე ტურნირზე III-IV ადგილებზე, შესაბამისად, სოსო ჯაფარიძე (გუდაური, 1.58,95) და შოთა ნათაძე (გუდაური, 1.59,00) გავიდნენ; ბაკურიანელი კახა კურტანიძე VII ადგილით (1.59,84) დაკმაყოფილდა.

კოზანაშვილმა ერზერუმში სლალომისტთა პაექრობისას ორი ბრინჯაო დაიმსახურა: პირველ დღეს (1.57,72) მას თანაგუნდელმა სოსო ჯაფარიძემ (II ადგილი, 1.54,16) და თურქმა ემრე სისეკმა (I, 1.52,83) გაუსწრეს (კახა კურტანიძე VI იყო), მეორე დღეს კი მასთან (1.55,02) ერთად კვარცხლბეკზე მასპინძლები ავიდნენ.

ოქრო სელიმ პასილნის (1.53,20) ერგო, ვერცხლი - ბეიდუზს (1.54,09). ვაჟებში უმედლოდ არც კახა კურტანიძე დარჩენილა - ყარსში მან გიგანტური სლალომის ორი დისტანციის ჯამში (2.02,54) III ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან ლევენთ თაშს (თურქეთი) 0,02 წამით ჩამორჩა. პირველობა არავის დაუთმო ემრე სიმსეკმა (2.01,45). ამავე ტურნირზე VI, VII და X ადგილები, შესაბამისად, ნათაძემ (2.02,75), კოზანაშვილმა (2.02,92) და ჯაფარიძემ (2.04,02) დაიკავეს.

გოგონებში კოზანაშვილის მამიდაშვილმა, ინსბრუკის პირველი ოლიმპიური თამაშების მონაწილე სუსანა გავამ გამოიჩინა თავი: ერზერუმში სლალომისტებთან პაექრობისას ვერცხლის მედალი (2.09,97) ხვდა წილად. ბაკურიანელს თურქმა თუქბა დასდემირმა (2.02,68) აჯობა, ხოლო ყარსში გიგანტურ სლალომში (2.06,05) ბრინჯაო მოიხვეჭა.

ოქრო და ვერცხლი, შესაბამისად, დასდემირმა (1.01,97) და უზბეკმა კსენია გრიგორევამ (2.03,65) გაინაწილეს. საგულისხმოა, რომ თურქი 10, ხოლო უზბეკი 8 წლით უფროსია გავაზე. სუსანამ იქვე კიდევ ორ შეჯიბრებაში მოსინჯა ძალები და IV, V ადგილებით დაკმაყოფილდა.

ნინო წიკლაურმა იტალიურ შაპპადა-ში იასპარეზა ახალგაზრდების ტურნირზე გიგანტურ სლალომში. 2.40,70-ით VIII ადგილი დაიკავა. პირველი იყო მასპინძელი არიანა სტოკო - 2.38,62.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა