ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა. XXIX ტურის შეჯამება: კოსმოსში გაჭრილები

ლა ლიგა. XXIX ტურის შეჯამება: კოსმოსში გაჭრილები

"რეალ სოსიედადი" შეუფერებელ დროს და ცუდ ადგილზე მოხვდა
ესპანური მსაჯობის ნამდვილი განსახიერება იტურალდე გონსალესი კარიერას ასრულებს. ის აღარ გამოვა მოედანზე, აღარ გააძევებს ერთდროულად 8 ფეხბურთელს და არ ჩამოურიგებს ყვითელ ბარათებს ყოველ მეორეს, ვისაც გზად გადაეყრება.

ბასკი ისედაც აპირებდა სეზონის ბოლოს წასვლას, მაგრამ 45 წლის რეფერის, რომელსაც ევროპაში ჯალათს ეძახიან, წინა ტურში მიღებულმა ტრავმამ დააჩქარებინა გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე ბოლოს, რაც გვახსენდება, ირლანდია-სომხეთის მატჩში ჩვენი მეზობლების მეკარის, ბერეზოვსკის ტყუილუბრალო გაძევება იყო, რომელმაც სომხეთის ნაკრებს ევრო-2012 აუსრულებელ ოცნებად დაუტოვა.

მაგრამ იგი წავა და სხვა მოვა - ესპანეთში რა გამოლევს მსგავსი ყაიდის არბიტრებს?! თუნდაც პარადას რომერო გავიხსენოთ, რომელმაც ახლახან "ელ მადრიგალზე" საქვეყნოდ გაითქვა სახელი... ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა ესპანეთის ჩემპიონატის რიგით 29-ე (ნუმერაციით, 30-ე) ტურის მიმოხილვა.

ბარსა-რეალობა

"რეალ სოსიედადი" შეუფერებელ დროს და ცუდ ადგილზე მოხვდა - "რეალს" გადაწყვეტილი ჰქონდა, დაემტკიცებინა, რომ 2-მატჩიანი წაფორხილება შემთხვევითი იყო და შედეგად ბასკ სტუმართა კარში 5 გოლი ვიხილეთ - 5:1. კრიშტიანო რონალდომ "ჩვეული" დუბლი მიითვალა; დუბლით გამოიჩინა თავი ქარიმ ბენზემამაც; სულ პირველი გოლი კი გონსალო იგუაინისაა.

კაცმა რომ თქვას, ის, მეექვსე გოლიც რეალელისაა - სერხიო რამოსმა ჩაბი პრიეტოს დარტყმულს მნიშვნელოვნად შეუცვალა ფრენის ტრაექტორია. სწორედ იმ რამოსმა, რომელიც დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ პარადას რომეროს მიერ მიცემული წითელი ბარათი გაუუქმეს.

ამ მსაჯს კიდევ ერთხელ ვახსენებთ: რომერომ თავისი შეცდომებით "ელ მადრიგალზე" ამ ტურსაც დაატყო ხელი და კიდევ ერთი მადრიდული გუნდი აზარალა. როგორ? "რაიო ვალეკანოს" პირველი გოლი მარკო რუბენმა გაუტანა - ფეხბურთელმა, რომელსაც რომერომ ორი ყვითელი ბარათი მისცა, მაგრამ არ გააძევა. წესით, არგენტინელს ხომ ეს ტური უნდა გამოეტოვა.

გასაკვირი არაა, რომ "რეალის" ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად ფრანგი და პორტუგალიელი შემტევები აღიარა, თუმცა ჩვენ მაინც ბენზემას უფრო გამოვარჩევდით, რომელმაც იგუაინთან ერთად ითამაშა სასტარტოში და არათუ ხელი არ შეუშალა, საგოლე პასი არგენტინელს მან გაუკეთა.

ეს მატჩი სერხიო რამოსისთვის 222-ე იყო ლა ლიგაში "რეალის" მაისურით, მცველმა 150-ე გამარჯვება იზეიმა. ქარიმ ბენზემა კი ლა ლიგის საუკეთესო ფრანგი მეგოლე გახდა - 84 თამაშში მას 39 გოლი დაუგროვდა. მან დიდ თანამემამულეს და ახლა კლუბის დირექტორ ზინედინ ზიდანს გადაუსწრო.

"ბარსამ" ბალეარის კუნძულებზე მოიგო, "მალიორკა" 2:0 დაამარცხა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძოდა: "მალიორკას" წინააღმდეგ, "იბეროსტარის" საშინელი საფარის დასაძლევად და მსაჯ აისა გამესის სულელური გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ტიაგო ალკანტარა ტყუილუბრალოდ გააძევა.

ახლა უკვე "ბარსას" 600 გოლი აქვს გატანილი გვარდიოლას ეპოქაში. აქედან თითქმის მესამედი მესის ანგარიშზეა.

დაცვაში საკადრო პრობლემები მწვრთნელს არ აგრძნობინა ხავიერ მასკერანომ, რომელმაც 12-ჯერ მოუპოვა გუნდს ბურთი. ამ შეხვედრაში შედგა ახალგაზრდა მცველის, მარტინ მონტოიას დაბრუნება ძირითად გუნდში. ბოლოს მან აქ წლისა და 1 თვის წინ ითამაშა.

ბარსელონას დარჩენილი 9 მატჩი

(5 შინ, 4 სტუმრად)

ბარსელონა-ბილბაო

სარაგოსა-ბარსელონა

ბარსელონა-ხეტაფე

ლევანტე-ბარსელონა

ბარსელონა-რეალი

ვალეკანო-ბარსელონა

ბარსელონა-მალაგა

ბარსელონა-ესპანიოლი

ბეტისი-ბარსელონა

რეალის დარჩენილი 9 მატჩი

(4 შინ, 5 სტუმრად)

ოსასუნა-რეალი

რეალი-ვალენსია

ატლეტიკო-რეალი

რეალი-სპორტინგი

ბარსელონა-რეალი

რეალი-სევილია

ბილბაო-რეალი

გრანადა-რეალი

რეალი-მალიორკა

მესი VS რონი

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "მალიორკასთან" 2:0 მოგებულ მატჩში. მან კარისკენ 9-ჯერ დაარტყა - 2-ჯერ ზუსტად, ერთხელ გაიტანა. მესის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

კრიშტიანო რონალდომ 81 წუთი ითამაშა "რეალ სოსიედადთან" 5:1 მოგებულ მატჩში. კარისკენ 7-ჯერ დაარტყა - 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი. ერთხელ დაჯარიმდა, ერთხელ კი მასზე დაჯარიმდნენ. თამაშგარეშიც ერთხელ მოხვდა.

რონალდომ ეს რაუნდი მოიგო და ჩამორჩენა ისევ 2 ქულამდე დაიყვანა: 16:18.

რეკორდ-ბიჭები

გვაპატიეთ, მაგრამ ისევ რონალდოსა და მესიზე უნდა დავწეროთ. ამ სუპერვარსკვლავებს ტრადიციად ექცათ ყოველ ჯერზე ახალი რეკორდების დამყარება-დამხობა. მაშ ასე, ჯერ მესი.

ლიონელ მესი

I რეკორდი: ლეომ ამ ტურში სეზონის 35-ე გოლი გაიტანა და ბრაზილიელი რონალდოს რეკორდი (34 გოლი) მოხსნა. ახლა კლუბის ისტორიაში ისაა ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის ავტორი ჩემპიონატში.

II რეკორდი: ეს მატჩი მესისთვის 205-ე იყო "ბარსას" მაისურით. ლეომ ფილიპ კოკუს (ჰოლანდია) შედეგი გაიმეორა. შემდეგ შეხვედრაში ლეო უკვე "ბარსას" ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელი ლეგიონერი გახდება.

კრიშტიანო რონალდო

I რეკორდი: "რეალ სოსიედადის" კარში პორტუგალიელმა ლა ლიგის მე-100 გოლი გაიტანა, შემდეგ 101-ეც. არადა, რონალდო ჯერ მხოლოდ მე-3 სეზონს ატარებს: 92 მატჩში 101 გოლი! რონალდომ ამ სეზონში 17 გუნდს უკვე გაუტანა. მხოლოდ "მალიორკა" და "ბარსა" დარჩა. თუ ამათაც გაუტანს - პირველი ფეხბურთელი გახდება ლა ლიგაში, რომელმაც 19-ივე მეტოქეს გაუტანა ერთ სეზონში.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Goal.com 4-2-3-1

ანდრეს ფერნანდესი (ოსასუნა, 2) - ალბერტო ლორა (სპორტინგი, 2), ხავიერ პარედესი (სარაგოსა, 1), ჟერარდ პიკე (ბარსელონა, 2), აბრაამ მინერო (სარაგოსა, 1) - მარტინ დემიკელისი (მალაგა, 2), რაულ გარსია (ოსასუნა, 4) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 12), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 12), ხაიმე გავილანი (ხეტაფე, 1) - ქარიმ ბენზემა (რეალი, 3).

კრიშტიანო რონალდო და ლეო მესი სიმბოლურში 12-12-ჯერ მოხვდნენ!

ტურის გმირი

ანდრეს ფერნანდესი (ოსასუნა)

3 ქულა, რომელიც "ოსასუნამ" ვალენსიიდან წაიღო, სანახევროდ მაინც მისი დამსახურებაა. ნავარელთა გოლკიპერმა რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტი გააუვნებელყო. ლევანტელი ხავი ტორესის თავური, არუნა კონეს გასვლა მეკარესთან პირისპირ, აბდელკადერ ღეზალისა და ხოსე ბარკეროს სახიფათო დარტყმები... ვნახოთ, რას იზამს 25 წლის ფერნანდესი "რეალის" შეტევის წინააღმდეგ მომდევნო ტურში.

ტურის ფრაზები

ხოსეპ გვარდიოლა: "როცა ათი კაცის ამარა დავრჩით, წუწუნი არ დაგვიწყია - უფრო მეტი ჩავდეთ თამაშში და გავიმარჯვეთ", - "მალიორკას" 2:0 დამარცხების შემდეგ.

ჟერარდ პიკე: "ჩვენ ისევ ვიბრძვით, ჩემპიონობას ასე იოლად არავის დავუთმობთ", - "მალიორკას" კარში გოლის ავტორი.

ფილიპ მონტანიე: "როცა მეტოქეს ასეთი ბრწყინვალე შეტევის ხაზი ჰყავს, დაცვაში ძალიან მაგრად უნდა ითამაშო. ჩვენ კი ეს ვერ მოვახერხეთ", - "რეალ სოსიედადის" თავკაცი "რეალთან" 1:5 განადგურების შემდეგ.

ლუის გარსია: "აი, ახლა კი შეიძლება ცხოვრებით დავტკბეთ", - "ხეტაფეს" თავკაცი "ვალენსიას" დამარცხების შემდეგ.

დიეგო სიმეონე: "პენალტიც ნაღდი იყო და მეტოქის გამარჯვებაც - დამსახურებული", - "ატლეტიკოს" თავკაცი "სარაგოსასთან" 0:1 დამარცხების შემდეგ.

ხუან იგნასიო: "ჩემპიონატს ცხრილის ზედა ნახევარში დავასრულებთ", - "ლევანტეს" თავკაცის პირობა.

ტურის 5 საუკეთესო გოლი

1. ფილიპე კოუტინიო (ესპანიოლი) "მალაგას" კარში (საჯარიმო დარტყმა)

2. ქარიმ ბენზემა (რეალი) პირველი გოლი "რეალ სოსიედადის" კარში (საგოლე პასი: ჩაბი ალონსო)

3. რობერტო სოლდადო (ვალენსია) "ხეტაფეს" კარში (საგოლე პასი: ჟონასი)

4. კრიშტიანო რონალდო (რეალი) პირველი გოლი "რეალ სოსიედადის" კარში (საგოლე პასი: კაკა)

5. რაულ გარსია (ოსასუნა) ლევანტეს კარში (საგოლე პასი: ნინო)

"ესპანიოლის" ბრაზილიელმა კოუტინიომ რონალდინიოს იდენტური გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით: "ბარსელონას" ყოფილმა სუპერვარსკვლავმა ასეთივე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, "ვერდერის" კარში შეაგდო.

ესპანური ფეხბურთის სისუსტე... მსაჯები

აისა გამესი (მალიორკა-ბარსელონა). "მარკა" - არ შეუფასებია

რა დააშავა: გააძევა ტიაგო ალკანტარა. ახალგაზრდა ნახევარმცველს სულ ტყუილად მისცა მეორე ყვითელი ბარათი.

ტურის სტატისტიკა

შენიშვნა: წუხანდელი მატჩი გათვალისწინებული არ არის

24 გოლი ტურში (2,67 მატჩში). 3 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 49 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ

დუბლი: კრიშტიანო რონალდო (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი)

2 გამოუყენებელი პენალტი: იკერ მუნიაინი (ბილბაო) და მარკო რუბენი (ვილიარეალი)

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: რაფაელ ვარანი (რეალი, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 80 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 600 - "ვალეკასი"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - ლევანტე

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - რეალი

ყველაზე მეტი ჯარიმა: 20 - რასინგი, ხეტაფე

ყველაზე მეტი კუთხური: 9 - რასინგი, ვალენსია

ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - ატლეტიკო

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 63% - ვალენსია, რეალი, ბილბაო

მალიორკა-ბარსელონა 0:2

საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

რეალი-სოსიედადი 5:1

საუკეთესო: ქარიმ ბენზემა (რეალი)

ხეტაფე-ვალენსია 3:1

საუკეთესო: ხაიმე გავილანი (ხეტაფე)

სარაგოსა-ატლეტიკო 1:0

საუკეთესო: აბრაამ მინერო (სარაგოსა)

ლევანტე-ოსასუნა 0:2

საუკეთესო: ანდრეს ფერნანდესი (ოსასუნა)

ესპანიოლი-მალაგა 1:2

საუკეთესო: ფილიპე კოუტინიო (ესპანიოლი)

ბილბაო-სპორტინგი 1:1

საუკეთესო: ხუან პაბლო (სპორტინგი)

ვალეკანო-ვილიარეალი 0:2

საუკეთესო: მარკო რუბენი (ვილიარეალი)

ბეტისი-რასინგი 1:1

საუკეთესო: მარიო ფერნანდესი (რასინგი)

გრანადა-სევილია 0:3

გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა (71. ხეიხო) - აბელი, მ. რიკო - ხარა (56. იგჰალო), ენრიკე, ბენიტესი - უჩე.

სევილია (4-2-3-1): პალოპი - კოკე, ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო (66. ლუნა) - მედელი, ტროხოვსკი - ხესუს ნავასი, დელ მორალი, რეიესი (62. რაკიტიჩი) - ნეგრედო (86. კანუტე).

გოლები: 0:1 ნეგრედო (39), 0:2 დელ მორალი (54), 0:3 დელ მორალი (92)

გაფრთხილება: გომესი, ბენიტესი, ხარა, ნიომი - დელ მორალი, ნავარო, კოკე, მედელი

კუთხური: 12-1; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 20-21 (4-10); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 16 000

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 29 24 3 2 95-26 75

2. ბარსელონა 29 21 6 2 84-22 69

3. ვალენსია 29 13 8 8 45-36 47

4. მალაგა 29 14 5 10 44-41 47

5. ლევანტე 29 13 5 11 41-40 44

6. ოსასუნა 29 10 13 6 34-41 43

7. ესპანიოლი 29 11 7 11 37-39 40

8. სევილია 29 10 9 10 33-31 39

9. ატლეტიკო 29 10 9 10 39-35 39

10. ხეტაფე 29 10 9 10 31-36 39

11. ბილბაო 29 9 11 9 44-40 38

12. ვალეკანო 29 11 4 14 42-49 37

13. მალიორკა 29 9 9 11 31-37 36

14. სოსიედადი 29 9 6 14 32-45 33

15. ბეტისი 29 9 5 15 33-43 32

16. ვილიარეალი 29 7 10 12 30-42 31

17. გრანადა 28 9 4 15 27-43 31

18. რასინგი 29 4 13 12 23-44 25

19. სპორტინგი 29 6 7 16 28-54 25

20. სარაგოსა 29 6 7 16 25-51 25

ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 18 - გონსალო იგუაინი (რეალი); 16 - ქარიმ ბენზემა (რეალი), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 10 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ჩავი (ბარსელონა), არუნა კონე (ლევანტე).

ასისტენტები: 14 - მესუთ იოზილი (რეალი); 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 10 - ლიონელ მესი (ბარსელონა), დანი ალვეში (ბარსელონა); 8 - რაულ გარსია (ოსასუნა), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 7 - კაკა (რეალი), ხესუს ნავასი (სევილია), კარლოს ველა (რეალ სოსიედადი).

ზამორას ტროფეი: 0,76 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,9 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,12 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,14 - ხავი ვარასი (სევილია); 1,23 - ვილი კაბალიერო (მალაგა), მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე).

მომდევნო ტური

31 მარტი: რასინგი-გრანადა, სპორტინგი-სარაგოსა, ოსასუნა-რეალი, ბარსელონა-ბილბაო, მალაგა-ბეტისი.

1 აპრილი: ატლეტიკო-ხეტაფე, ვალენსია-ლევანტე, რეალ სოსიედადი-რაიო ვალეკანო, ვილიარეალი-ესპანიოლი.

2 აპრილი: სევილია-მალიორკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!