სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური ბრძოლა "მაიამის" ფიასკოთი დასრულდა
გუშინდელი სათამაშო დღის მთავარმა მატჩმა არ გაამართლა მაყურებლის მოლოდინი - სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური ბრძოლა "მაიამის" ფიასკოთი დასრულდა.

ამის მიზეზი ის არის, რომ "ოკლაჰომამ" თავისუფალი მოქმედების საშუალება არ მისცა "დიდ ტრიოს". 57 ქულა და თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის 51.2 პროცენტი კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ამას ემატება ვარსკვლავური სამეულის 15 შეცდომა, ლებრონ ჯეიმსის მოკრძალებული სამი მოხსნა, გამთამაშებლების მხრიდან სრულიად უნიათო თამაში და ფლორიდელი "მაღლების" მიერ წაგებული ფარი.

სხვანაირად არ აიხსნება ის ფაქტი, რომ იბაკამ და პერკინსმა ერთად 35 ქულა მოიპოვეს, 21-იდან 16 ბურთი მოათავსეს კალათში და ამას 16 მოხსნაც დაუმატეს. არადა, მათ მოედანზე მხოლოდ 32 წუთი გაატარეს. ამ ფონზე კევინ დურანტის ბრწყინვალე სტატისტიკა საკმაოდ მოკრძალებულად ჩანს - 28 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება.

"ოკლაჰომას" ხელი ვერ შეუშალა ჰარდენის შვიდმა შეცდომამ და უესტბრუკის მიერ 16-იდან 12-მა აცილებულმა ბურთმა. "თანდერმა" 16 ქულით დაამარცხა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი.

"ლეიკერსმა" კი კიდევ ერთი შეხვედრა წააგო საკუთარ მოედანზე. საკრამენტოსა და პორტლენდში წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ "მემფისმა" ბრჭყალები "სტეიპლ ცენტრში" გამოაჩინა.

მასპინძლები ვერ გადაარჩინა ბინუმის 30-მა ქულამ (ცენტრმა კარიერაში პირველი სამქულიანი ჩააგდო!), უფროსი გასოლის ორმაგმა დუბლმა (16 ქულა, 14 მოხსნა), უორლდ პისის უნივერსალიზმმა, ბრაიანტისა და სეშენსის შეთამაშებამ (ორივემ 36 ქულა დააგროვა) და ჯარიმების შესანიშნავმა რეალიზაციამ (30-იდან 27). უბრალოდ, ეს არ იყო კალიფორნიელთა საღამო - "გრიზლისი" პირველი წუთიდან ბოლომდე აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას და გუნდური თამაშის მაგალითს გვიჩვენებდა.

"მემფისის" რიგებში შვიდმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, მაგრამ სტუმართა გუნდი განსაკუთრებულად კარგი დაცვაში იყო. სამწამიანი ზონიდან მიღებული 36 ქულა ასეთ მეტოქესთან მატჩში - ნამდვილად დიდოსტატური მაჩვენებელია, ისევე, როგორც ფარქვეშ მოგებული ბრძოლა (42-38). სტუმრების სათამაშო განწყობაზე კარგად მეტყველებს 13 წუთში ჰადადის მიერ დაგროვებული 10 ქულა, 6 მოხსნა და სამი დაფარება.

კლივლენდი-ფინიქსი 83:108

21:29, 17:30, 24:26, 21:23

კ: ირვინგი (16+6 მოხსნა), კასპი (14+5 მოხსნა).

ფ: მორისი (22+5 მოხსნა), გორტატი (22+8 მოხსნა), ბრაუნი (16), დადლი (10+6 მოხსნა), ფრაი (11+5 პასი), ნეში (4+13 პასი).

ატლანტა-იუტა 139:133 (4ო)

29:22, 26:18, 20:34, 23:24, 2:2, 13:13, 10:10, 16:10

ა: ჯონსონი (37+8 მოხსნა), სმიტი (22+10 მოხსნა+6 პასი), ტიგი (18+7 მოხსნა+9 პასი), უილიამსი (16+9 მოხსნა), ფაჩულია (15+20 მოხსნა+3 დაფარება), ჰაინრიხი (12+5 პასი), გრინი (10).

ი: ჯეფერსონი (28+17 მოხსნა+3 დაფარება), მილსეპი (25+13 მოხსნა), ჰეივორდი (19+8 მოხსნა+5 პასი), მაილზი (17+6 მოხსნა), ფეივორსი (14+7 მოხსნა), ჰარისი (11+5 მოხსნა+10 პასი), ბურქსი (10+5 მოხსნა).

სან ანტონიო-ფილადელფია 93:76

29:22, 23:27, 24:16, 17:11

ს-ა: პარკერი (21+7 პასი), ბლერი (19+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლეონარდი (11+10 მოხსნა), ჯინობილი (11+5 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ბონერი (10+7 მოხსნა), გრინი (10).

ფ: ბრენდი (14+9 მოხსნა), მიქსი (11+5 მოხსნა), ტერნერი (10+6 მოხსნა), ჰოლიდეი (10).

პორტლენდი-გ. სტეიტი 90:87

26:27, 14:20, 29:16, 21:24

პ: ფელტონი (24+5 მოხსნა+7 პასი), ოლდრიჯი (18+9 მოხსნა+3 დაფარება), ბატუმი (17+8 მოხსნა+3 დაფარება), მეტიუზი (10+3 ჩაჭრა).

გ-ს: ჯენკინსი (27+6 პასი), ლი (16+16 მოხსნა), ტომპსონი (16), ჯეფერსონი (14), რაში (10+11 მოხსნა+4 დაფარება).

მინესოტა-დენვერი 117:100

33:20, 35:23, 25:32, 24:25

მ: ლავი (30+21 მოხსნა+3 დაფარება), რიდნური (25+6 პასი), ელინგტონი (17), ბიზლი (11), ტოლივერი (10+7 მოხსნა), უებსტერი (10+6 მოხსნა).

დ: ფარიდი (17+6 მოხსნა), ლოუსონი (14+5 პასი), მილერი (14), მაკგი (13+11 მოხსნა), ჩენდლერი (12+6 მოხსნა+5 პასი).

ბოსტონი-ვაშინგტონი 88:76

27:12, 26:22, 16:21, 19:21

ბ: ბრედლი (23), პირსი (21+8 მოხსნა), ბასი (11+7 მოხსნა+3 დაფარება), გარნეტი (10+5 მოხსნა+6 პასი), სტიემსმა (10+7 მოხსნა), რონდო (4+11 პასი).

ვ: კროუფორდი (20), სერაფინი (15+11 მოხსნა), უოლი (12+9 პასი), ვესელი (11+6 მოხსნა), სინგლტონი (11), ბუკერი (2+12 მოხსნა).

ოკლაჰომა-მაიამი 103:87

25:24, 35:25, 20:20, 23:18

ო: დურანტი (28+9 მოხსნა+8 პასი), იბაკა (19+10 მოხსნა), ჰარდენი (19+6 პასი), პერკინსი (16+6 მოხსნა), უესტბრუკი (13+6 პასი+3 ჩაჭრა).

მ: უეიდი (22+3 ჩაჭრა), ბოში (18+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (17+7 პასი), ბატიე (11).

ლეიკერსი-მემფისი 96:102

24:28, 22:28, 24:17, 26:29

ლ: ბინუმი (30), ბრაიანტი (18), სეშენსი (18+5 პასი), პ. გასოლი (16+11 მოხსნა).

მ: გეი (18), მაიო (16), კონლი (13+8 პასი), ალენი (12), სპეიტსი (10), ჰადადი (10+6 მოხსნა+3 დაფარება), რენდოლფი (10+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა