ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვენუს უილიამსის მესამე ნაბიჯი

ვენუს უილიამსის მესამე ნაბიჯი

მაიამიში გამოკვეთილი ცენტრალური შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა ერთი მატჩი განსაკუთრებულად დრამატულად განვითარდა
მაიამიში ქალებმა დაასრულეს მერვედფინალისტების გამოვლენა. დღის განრიგში გამოკვეთილი ცენტრალური შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა ერთი მატჩი განსაკუთრებულად დრამატულად განვითარდა.

ვენუს უილიამსმა ოპტიმალურ ფორმაში ბოლოს 2011 წლის უიმბლდონზე ითამაშა, ბოლო ოფიციალური ტურნირი კი მისთვის სექტემბერში აშშ-ის ღია პირველობა იყო.

და აი, დაბრუნება მაიამის ტურნირზე შედგა, რომლისთვისაც უფროსი უილიამსი განსაკუთრებულად ემზადებოდა. მეორე წრეში ამერიკელმა პეტრა კვიტოვა დაამარცხა, თანაც მესამე სეტის ანგარიში იყო - 6:0. მესამე რაუნდში ვენუსს მეტოქედ კანადელი ალექსანდრა ვოზნიაკი ჰყავდა, რომელიც, უილიამსის მსგავსად, ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდა.

არავის სჯეროდა, რომ მოკრძალებული კანადელი შეძლებდა ვენუსისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ მან შეძლო ამის გაკეთება. პირველ რიგში, ამის მიზეზი ვენუსის მხრიდან უამრავი უნებლიე შეცდომა გახდა. საბოლოოდ, ამ შეცდომებმა გადაწონეს პირველ სეტში ვენუსის წარმატებული მოქმედება და ვოზნიაკმა სეტი 6:4 მოიგო.

მეორე პარტიაში კანადელმა ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ უილიამსმა, ბოლოს და ბოლოს, დაალაგა თამაში, რაშიც პირველ სეტში მოიკოჭლებდა. მართალია, არასტაბილურობა ისევ შეინიშნებოდა, მაგრამ სეტის ბოლო ამერიკელმა შესანიშნავად ჩაატარა და თამაში მესამე სეტში გადაიყვანა. თუმცა ვენუსს იქაც სერიოზული პრობლემები ელოდა. ვოზნიაკმა ისევ პირველმა გააკეთა ბრეიკი, უილიამსმა მოიგერია საფრთხე, მაგრამ ისევ წააგო საკუთარი მოწოდება. 5:4-ზე ალექსანდრა მატჩზე აწვდიდა და 30:0 დაწინაურდა.

სწორედ აქ ანერვიულდა კანადელი და ორმაგი შეცდომა დაუშვა. მან მაინც მიაღწია მატჩბოლამდე, მაგრამ თავად დაუშვა შეცდომა ფორჰენდის შესრულებისას. უილიამსმა გაათანაბრა სიტუაცია და ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე. იქ კი ვენუსი მინი-ბრეიკით დაწინაურდა და საბოლოოდ მისმა გამოცდილებამ თავისი გაიტანა - 4:6, 6:4, 7:6(5). ახლა, ვენუსი ანა ივანოვიჩს შეხვდება, რომელმაც სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა დაამარცხა.

ასევე გადამწყვეტ ტაი-ბრეიკზე მოიგო თავისი შეხვედრა გარბინ მუგურუსა-ბლანკომ. ესპანელი, რომელიც პირველ ტურნირს თამაშობს WTA-ს ტურში, წინა ეტაპზე რუს ვერა ზვონარევაზე ძლიერი აღმოჩნდა, მესამე რაუნდში კი ფლავია პენეტას წინააღმდეგობა დაძლია. ურთულეს სიტუაციაში მან საოცარი გამძლეობა გამოავლინა - 6:2, 1:6, 7:6(6), მაგრამ ახლა ესპანელს სულ სხვა დონის მეტოქე ელის - მეხუთე ნომერი აგნიეშკა რადვანსკა.

ვიქტორია აზარენკამ ზედიზედ მოგებული მატჩების რიცხვი 25-ამდე აიყვანა. მესამე რაუნდში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ბავშვივით გაუსწორდა ბრიტანელ ჰიზერ უოტსონს - 6:0, 6:2. ასეთივე ანგარიშით მოუგო დომინიკა ციბულკოვამ ჟიე ჟენგს. სწორედ სლოვაკი შეხვდება აზარენკას მეოთხედფინალში გადასასვლელ შეხვედრაში. ურთიერთშეხვედრებში ბელარუსს სოლიდური უპირატესობა აქვს - 6:1.

1/16 ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ, 7)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:4, 7:6(6); დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:0; გარბინ მუგურუსა-ბლანკო (ესპ)-ფლავია პენეტა (იტა, 24) 6:2, 1:6, 7:6(6); ვენუს უილიამსი (აშშ)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 4:6, 6:4, 7:6(5); მარია კირილენკო (რუს, 22)-ქსენია პერვაკი (ყაზ) 6:2, 6:1; ანა ივანოვიჩი (სერ, 15)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:2, 7:6(2); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 6:1, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:0, 6:2.

1/8 ფინალი

აზარენკა (1)-ციბულკოვა (16); კირილენკო (22)-ბარტოლი (7); ვ. უილიამსი-ივანოვიჩი (15); მუგურუსა ბლანკო-ა. რადვანსკა (5); სტოსური (6)-ს. უილიამსი (10); ვიკმაიერი (23)-ვოზნიაცკი (4); ნა ლი (8)-ლისიცკი (12); მაკაროვა-შარაპოვა (2).

ბულგარული სენსაცია

მაიამიში მამაკაცების მასტერსზე ყველაზე საინტერესო უნდა ყოფილიყო მატჩი ენდი მიურეისა და მილოშ რაონიჩს შორის. ბრიტანელის სათამაშო ფორმა კვლავაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ამიტომაც კანადელთან შეხვედრა ენდისთვის სერიოზული გამოცდა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი დღით ადრე რაონიჩი წყვილთა მატჩიდან მოიხსნა კოჭის ტრავმის გამო.

იყო მცირე იმედი, რომ კანადელი ერთეულებში მაინც შეძლებდა თამაშს, მაგრამ მან განაცხადის გამოტანა ამჯობინა და მიურეიმ უბრძოლველად გააღწია შემდეგ ეტაპზე. მიურეის მერვედფინალში ჟილ სიმონთან მოუწევს შეხვედრა, რომელმაც ორ სეტში მოუგო იურგენ მელცერს.

კიდევ ერთმა ფრანგმა - ჟო-ვილფრიდ ცონგამ ასევე ორ სეტში დაამარცხა ფილიპ კოლშრაიბერი. ასევე გავიდა მერვედფინალში რაფაელ ნადალი. ჯერჯერობით მსოფლიოს მეორე ჩოგანი სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ აწყდება. ესპანელმა მხოლოდ ოთხი გეიმი გაიმეტა რადეკ შტეპანეკისთვის, ახლა კი კეი ნიშიკორის შეხვდება.

დღის მთავარი სენსაცია ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა შემოგვთავაზა. მის პოტენციალზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ბოლო თვეები დიმიტროვმა აშკარად ჩააგდო. ამიტომაც მან დატოვა ტოპ-ასეული, თუმცა მაიამის მასტერსის შემდეგ ისევ დაბრუნდება საუკეთესოებს შორის.

თავის კარიერაში დიმიტროვს ტოპ-ათეულის წევრი არასოდეს დაუმარცხებია, მესამე წრეში კი სწორედ ელიტის წარმომადგენელი ელოდა - ტომაშ ბერდიხი. მატჩი საკმაოდ შინაარსიანი გამოვიდა და ორივე ჩოგბურთელი ცდილობდა ინიციატივის მოპოვებას. გრიგორმა აიღო პირველი სეტი, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეებს ჩეხი დაეუფლა. ისე ჩანდა, რომ უიმბლდონის ყოფილი ფინალისტი თავისას ხელიდან არ გაუშვებდა. ტომაშმა მოიგო მეორე სეტი, მესამეში კი მეტოქის მოწოდების აღების რამდენიმე შანსი მიიღო, მაგრამ დიმიტროვმა გადალახა ყველა სირთულე და გამარჯვებისმომტანი ბრეიკი გააკეთა - 6:3, 2:6, 6:4.

ბულგარელს წინ აქვს შეხვედრა იანკო ტიპსარევიჩთან, რომელმაც ტურნირს გამოთიშა ალექსანდრ დოლგოპოლოვი. უკრაინელი მატჩის დიდ ნაწილში უფრო აქტიურად მოქმედებდა, თუმცა სტაბილურობა აკლდა. სწორედ თავისი უზუსტობების გამო წააგო მან პირველი სეტი, მეორეში მოწოდება გაასწორა და შეცდომებსაც ნაკლებს უშვებდა. პარტიის ბოლოს მან მეტოქის ჩავარდნა იგრძნო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მაგრამ გადამწყვეტი სეტის სტარტზე ჩავარდნა უკვე უკრაინელს ჰქონდა, რამაც ორი საკუთარი გეიმის წაგება გამოიწვია. დოლგოპოლოვმა ამ ჩამორჩენის გაბათილება ვეღარ შეძლო.

კაცები

1/16 ფინალი

გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:3, 2:6, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 9)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 18) 6:4, 5:7, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 13)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 22) 7:6(5), 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-მილოშ რაონიჩი (კან, 26) უარი; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ფილიპ კოშრაიბერი (გერ, 32) 6:4, 7:6(2); კეი ნიშიკორი (იაპ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:4, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 25) 6:2, 6:2; ფლორიან მაიერი (გერ, 19)-ჯონ ისნერი (აშშ, 10) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია