დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის გამთამაშებელმა გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა
დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის გამთამაშებელმა მარიო გიოტცემ, რომლის გადაბირებაც ევროპის თითქმის ყველა სუპერგრანდს სურს, გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა. ეს ინფორმაცია "ბორუსიამ" გუშინ გაავრცელა.

"ყველამ იცის, რაოდენ კარგად ვგრძნობ თავს დორტმუნდში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ გამიჭირდა," - უთხრა გიოტცემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიო უარით ისტუმრებს ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან: "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი", "ინტერი", "არსენალი" და სხვები...

გიოტცესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით უაღრესად კმაყოფილია "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე, რომელიც მარიოსთან მოლაპარაკებებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ტრავმის გამო სამი თვეა ფეხბურთი არ უთამაშია. გუშინ კი მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში განაახლა. გიოტცე მოედანს 11 აპრილს, "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა