ნაკრები აზიიდან დაბრუნდა, სადაც იაპონიაში, მერე კი კორეაში ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება გაიარა
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები უკვე დაბრუნდა აზიიდან, სადაც ჯერ იაპონიაში, მერე კი კორეაში გაიარა ერთკვირიანი ერთობლივი საწვრთნელი შეკრება.

"ამომავალი მზის ქვეყანაში" ჩვენები თავიდან მხოლოდ მასპინძლებთან ერთად ემზადებოდნენ, მერე კი გაერთიანებულ შეკრებაზე გადაინაცვლეს, სადაც ევროპული და სხვა აზიური გუნდებიც იყვნენ.

ნაკრები თბილისში ერთი კვირით დარჩება. შაბათს, გამთენიისას კი, ბერლინში გაფრინდება, სადაც ოლიმპიური მზადების ცენტრში მასპინძელთა პირველ ნაკრებთან ერთად გაივლის ერთობლივ წვრთნას.

გუნდს თბილისიდან გიორგი ვაზაგაშვილი წაიყვანს, რადგან ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი სეულიდან პირდაპირ ვენაში გაფრინდა.

გერმანულ შეკრებაზეც იგივე შემადგენლობა გაემგზავრება, ვინც აზიაში ივარჯიშა: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).

შეგახსენებთ, რომ იაპონია-კორეაში ამ გუნდს ბექა ღვინიაშვილი (81) და ლევან მატიაშვილიც (+100) ახლდნენ, ოღონდ ისინი ახლა ახალგაზრდულ ნაკრებს დაუბრუნდნენ და აპრილის დასაწყისში ამ გუნდის შემადგენლობაში საბერძნეთში იჭიდავებენ საერთაშორისო ტურნირში.

ბერლინში ჩვენი გუნდი ერთი კვირა ივარჯიშებს, მერე კი მონღოლეთში გადაფრინდება, სადაც ასევე ერთკვირიან ერთობლივ წვრთნას გაივლის.

იქიდან ნაკრები თბილისში დაბრუნდება და აქ გააგრძელებს მზადებას 26-28 აპრილს რუსულ ჩელიაბინსკში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა