კიევში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები იასპარეზებს
ამ უქმეებზე კიევში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას: ირაკლი კუპატაძე (50), გიორგი კაციაშვილი, ბექა ნათათრალიშვილი, ერეკლე არხოზაშვილი, ირაკლი ლიპარტელიანი (55), კობა მჭედლიშვილი, ბექა სეხნიაშვილი, დიმიტრი ცაბაძე, ბექა უდესიანი (60), ზაზა მეგრელიშვილი (66), თამაზ კირაკოზაშვილი, ვანო ჩურჩხელაშვილი (73), გიორგი ქურდიანი, ნიკა მოველიძე (81), დავით რამაზაშვილი, გიორგი გველესიანი (90), გიორგი ძებისაშვილი, ზაზა გოჯიაშვილი (+90). ორი წარმომადგენელი გვეყოლება გოგოების ტურნირშიც - მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე, რომლებიც 57-ში ჭიდაობენ.

ნაკრების მწვრთნელები - გიორგი თენაძე და გიორგი რევაზიშვილი ევროპის ჩემპიონატისთვის არჩევენ შეგირდებს და, ძირითადად, ანთალიის ევროპის თასზე ნაჩვენებ შედეგებს დაეყრდნენ. იმ ტურნირმა მთელ რიგ წონებში კიდევ უფრო დაძაბა კონკურენცია. მწვრთნელებსაც კიევში ყველა კონკურენტი მიჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ნათათრალიშვილი და მეგრელიშვილი ჩემპიონები, არხოზაშვილი, მჭედლიშვილი, ბაჩანა ბოლქვაძე (66), რამაზაშვილი და გოჯიაშვილი მეორეპრიზიორები გახდნენ; კუპატაძე, კაციაშვილი, მოველიძე, გველესიანი, ძებისაშვილი ჯანაშვილი და შოთაძე კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

ამათგან კიევში მხოლოდ ბოლქვაძე ვერ მიდის, რომელმაც ანთალიაში ფინალში მეგრელიშვილთან შეხვედრაში ხელი იტკინა. ამათგან საქართველოს ჩემპიონი ბოლქვაძეა, თუმცა თურქულ ფინალში მეგრელიშვილი იმ ტრავმამდეც დიდი უპირატესობით უგებდა.

სიახლეა ჭაბუკებში ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ კირაკოზაშვილის 73-ში გამოჩენაც, რომელიც ადრე 60-ში ჭიდაობდა, ახლა კი ერთი წონის გამოტოვება გადაწყვიტა. ვნახოთ, რამდენად გამოიჩენს თავს ასეთი რადიკალური ნახტომის შემდეგ.

ანთალიური შეჯიბრების მედალოსნებს მწვრთნელებმა რამდენიმე ფალავანიც დაამატეს, რომელთა შორისაა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური მედლის მფლობელის, ოლიმპიურ-პრიზიორი სოსო ლიპარტელიანის ვაჟი ირაკლი ლიპარტელიანი. ის აქამდე რამდენიმე ტურნირში ავადმყოფობის გამო ვერ გამოვიდა.

სავარაუდოდ, კიევის ტურნირი უკვე გამოავლენს 22-24 ივნისს ჩერნოგორიის ქალაქ ბარში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ შემადგენლობას, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ზოგიერთ წონაში კონკურენცია კვლავაც ვერ გადაიჭრას.

მაგალითად, 55-ში 2 ადგილისთვის სამი, დაახლოებით თანაბრად ძლიერი კანდიდატი იბრძვის. თუ ვაკანტური ადგილები კიევის შემდეგაც დარჩება, მაშინ კონკურენცია მაისში გერმანიის ტურნირზე გადაიჭრება, სადაც ასევე წავლენ ის ფალავნები, რომლებსაც უკვე განაღდებული ექნებათ ევროპაზე ჭიდაობა. წინა კატეგორიისთვის თუ ის შეჯიბრება შესარჩევი იქნება, ამათთვის სასტარტო ფუნქციას შეასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა