დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ მოთამაშეებს კომენტარების გაკეთება აუკრძალეს
"ლელომ" უკვე გაცნობათ ექსკლუზიური ინფორმაცია: ფოთში "კოლხეთთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ თემურ მახარაძე მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მის ნაცვლად კი კლუბი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს, თემურ შალამბერიძეს ჩააბარეს, რომელსაც ასისტენტობას საშემოდგომო ეტაპზე ამ გუნდის დამრიგებელი გია ცეცაძე გაუწევს.

"დილა" 8 საუკეთესო გუნდში ბოლო მომენტში მოხვდა. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე პლეი-ოფში ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორი ფრედ დაასრულა და ერთიც მარცხით დამთავრდა, რაც, რასაკვირველია, კლუბის მესვეურების გეგმებში არ შედის" - წერს "დილის" ვებგვერდი.

"დილის" სპონსორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, უშუალოდ კი გუნდს დაცვის პოლიცია კურირებს. 27 მარტს ამ სამსახურის ხელმძღვანელები "დილის" მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შეხვდნენ და ზემონახსენები გადაწყვეტილება გააცნეს.

სამწუხაროდ, შეხვედრა დახურული იყო, მედია არ დაუშვეს და ჩვენც მხოლოდ გადმოცემით შევიტყვეთ, თუ რა მოხდა დახურულ კარს მიღმა.

თემურ მახარაძესთან ერთად გუნდი მისმა ვაჟმა, შოთამ (ერთ-ერთი მწვრთნელი გახლდათ) და ასისტენტმა იური გაბისკირიამაც დატოვეს. პირველი ორი შეკრებას აღარ დაესწრო, გაბისკირია კი დაცვის პოლიციაში იმყოფებოდა და ვითარებაში გარკვევის შემდეგ შენობა მალე დატოვა.

მოთამაშეებს ახალი მთავარი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე თავის ასისტენტთან, გია ცეცაძესთან ერთად წარუდგინეს.

შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. შენობიდან გამოსულმა მოთამაშეებმა თქვეს, რომ კომენტარები აუკრძალეს. თუმცა ცხადი იყო, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და ცოტა დამაბნეველიც კი გამოდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goga
შიდაქართლიდან ვარ(ქარელიდან) სულ იმას ვნატრობდი ერთი ნორმალური გუნდი ჩვენც გვყოლოდა. მართალია დილა ვარსკვლავებს ვერასდროს წყვეტდა და ყოველტვის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა მაგრამ მაინც სულ მათ ვგულშემატკივრობდი. ეხლა გაძლიერდა მაგრამ რის ხარჟზე? შსს-სი არც დილა მინდა და არც ბარსა
უძლევი
დილას მთავარ მწვრთნელად დანიშნეთ ვანო მერაბიშვილი, ფიზმომზადების მწვრთნელად ნათია მოგელაძე, თავდამსხმელად მიშა სააკაშვილი. მსაჯებად ყუბლაშვილი, ადეიშვილი და ბეჟუაშვილი. რეპორტაჟი რუსთავი2-ს და იმედს გააკეთებინეთ და ყველა თამაში 11:0 დამთავრდება დილას სასარგებლოდ. თან ყველა გოლს მიშა გაიტანს და მესის გაასწრებს ოქროს ბუცის დაჯილდოებაში.
დევიდ აირონს
"ფონი" მაგარია "ძმაო"..DD სხვა ქვეყანაში სტადიონს იყენებენ ფონად...:)) თუმცა, რა გვიკვირს... ფედერაცია თავისი რეგლამენტით უკვე "რვიანებს ხაზავს"...DD "დილას" კი წარმატებებს ვუსურვებ! აბა თქვენ იცით ბიჭებო, წელს ევრო თასებზე!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა