ქართველი მეკარის კარგი თამაშის წყალობით "ლე მანმა" სტუმრად უშუალო კონკურენტი "მეცი" 1:0 დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანმა" სტუმრად უშუალო კონკურენტი "მეცი" 1:0 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი გიორგი მაკარიძემ შეიტანა.

ქართველმა მეკარემ საკუთარი გუნდი არაერთხელ იხსნა და მატჩის ერთ-ერთ გმირადაც იქცა.

"ლე მანი" "მეცს" ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების სხვაობით კონკურენტი ჩამოიტოვა და სახიფათო ზონაში გაისტუმრა. თუმცა 21 წლის მაკარიძესა და მის თანაგუნდელებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ დიდი ბრძოლა მოუწევთ.

აზერბაიჯანში თასის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ბაქოს "ინტერმა", რომელსაც ლენქორანის "ხაზარი" შინ 3:2 ჰყავდა დამარცხებული, სტუმრად 1:1-ს მიაღწია და ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ "ინტერი" 29-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ დააწინაურა, "ხაზარმა" კი ანგარიში 82-ეზე გაათანაბრა. მატჩში მონაწილეობა "ინტერის" ყველა ქართველმა მიიღო - ცხადაძემ, გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა.

აზალ-მა "ბაქისთან" შინაც წააგო - 1:2 (პირველი მატჩი 1:3 დათმო). ნუგზარ კვირტია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს გააძევეს.

"ყარაბახი" კი ნახევარფინალში სტუმრად გატანილი გოლების წყალობით გავიდა - გასვლითი 2:2-ის შემდეგ შინ 0:0 ითამაშა "გაბალასთან". გიორგი ადამია "ყარაბახის" ძირითადში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს, 63-ეზე კი გააფრთხილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა