ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მათ გასაგონად, ვისაც ქართული ფეხბურთი უპერსპექტივო ჰგონია!

მათ გასაგონად, ვისაც ქართული ფეხბურთი უპერსპექტივო ჰგონია!

უკრაინელთა საჩვენო რეტრო, ანუ ნუ ვიჩქარებთ მოედნების გადახვნას
უკრაინულ ვებგვერდ "უა-ფუტბოლზე" საინტერესო რუბრიკაა - "რეტრო", სადაც, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიან საბჭოურ წლებს, როდესაც რუსული იმპერიის ნაკრებში გვერდიგვერდ თამაშობდნენ რუსები, უკრაინელები, ქართველები, ბელორუსები; იშვიათად - სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც.

ათასში ერთხელ გავიხსენოთ, რომ ქართული ფეხბურთი 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში მოწინავეთა შორის იყო და აღმოსავლეთ ევროპის ნაკრებად მონათლულ გუნდში საქართველოს მუდმივად ჰყავდა ღირსეული წარმომადგენლები.

უკრაინელებმა ამჯერად 1970 წელს მექსიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსენეს, სადაც საბჭოთა ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა ქართული ფეხბურთის ექვსი აღზრდილი წაიყვანა: მეკარე ანზორ კავაზაშვილი, მცველები მურთაზ ხურცილავა და რევაზ ძოძუაშვილი, ნახევარმცველი კახი ასათიანი და თავდამსხმელები - სლავა მეტრეველი და გივი ნოდია.

ჯუფურ ეტაპზე საბჭოთა ნაკრებმა ფრედ ითამაშა მასპინძელ მექსიკასთან (0:0). ძირითადში შემადგენლობაში იყვნენ კავაზაშვილი, ასათიანი და ნოდია. შემდეგ ტურში კაჩალინის შეგირდებმა ბელგიას 4:1 სძლიეს. ამჯერად ძირითადში ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა: კავაზაშვილმა, ხურცილავამ, ძოძუაშვილმა და ასათიანმა. ამ უკანასკნელმა 57-ე წუთზე ბელგიელებს ლამაზი გოლიც გაუტანა.

ბოლო შეხვედრაში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა სალვადორს 2:0 მოუგო, მწვრთნელმა წინა მატჩის ოთხეულიდან მხოლოდ ასათიანი დაასვენა. მეოთხედფინალში საბჭოელებმა ურუგვაისთან დამატებით დროში 0:1 წააგეს და ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. კავაზაშვილი, ხურცილავა, ძოძუაშვილი და ასათიანი ამჯერადაც ძირითადში იყვნენ. ამ ჩემპიონატში სლავა მეტრეველს კაჩალინმა მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა.

ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს 1966 წელს ინგლისში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე: კავაზაშვილი, ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, მეტრეველი, მაგრამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავი მიხეილ მესხი ტურნირზე არ წაიყვანა, ნაკრებმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებისთვის კონსტანტინე ბესკოვის, ვალერი ლობანოვსკისა და ნოდარ ახალკაცის სამეულს უნდა ეხელმძღვანელა, მაგრამ რეალურად ბესკოვი იყო "პირველი ვიოლინო", ნაკრებში კი მიიწვია ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია. ტრავმამოშუშებული დავით ყიფიანი ელოდა მის დაძახებას, მაგრამ ბესკოვი ყიფიანს იგნორირებას უკეთებდა და მის ადგილზე ტრავმირებული ლეონიდ ბურიაკი წაიყვანა.

ამის შემდეგ ქართული ფეხბურთის "შესანიშნავმა ათიანმა" კარიერა დაასრულა.

ეს ისე, ისტორიის გასახსენებლად და მათ საყურადღებოდ, ვისაც ქართული ფეხბურთი უპერსპექტივო ჰგონია და საფეხბურთო სტადიონების სხვა სახეობისთვის გადაცემა ან სულაც საზამთროს ბაღჩებად გადაქცევა სურს.

სხვათა შორის, ეროვნული სტადიონი იმ ადგილას აშენდა, სადაც ადრე მართლაც ბაღჩები იყო გაშენებული. მოჰყავდათ მწვანილი, წიწმატი, ხახვი და საზამთრო, მაგრამ ცხადია, მათ რეალიზაციას ჩვენი ხალხისთვის იმდენი სიხარული არ მოუტანია, როგორიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის "დინამოს" (მაშინდელ საქართველოს ნაკრების) სხვადასხვა თაობის წარმატებებს, რითაც ქართველებში ეროვნული ღირსებისა და თვითშეგნების გამოღვიძებას ეროვნულ მოძრაობაზე არანაკლებად შეუწყო ხელი. რუს დამპყრობელზე ჯავრს ხალხი ხომ ცსკა-ზე, მოსკოვის "სპარტაკ"-"დინამოზე" მოგებებით იყრიდა.

საბჭოთა ფეხბურთის 55-წლიან ისტორიაში (ჩემპიონატი 1936-იდან 1991-ამდე გრძელდებოდა) საქართველოში პელე და მარადონა არ დაბადებულა, მაგრამ ქართული კლუბები მუდამ იყვნენ მოწინავეთა შორის და კაშკაშა ვარსკვლავებიც გვყოლია. მხოლოდ 80-იან წლებში დავთმეთ პოზიციები. ანუ ქართული ფეხბურთის წარმატებები არ იყო ერთჯერადი.

მერე ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის პერიოდი, სამოქალაქო და საგარეო ომები, ეკონომიკის დაცემა და ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრებიც დაძაბუნდა, მაგრამ ვერც ერთი პარტია და ვერც ერთი სახეობა ვერ გამოიყვანს ქუჩაში იმდენ გახარებულ ადამიანს, როგორც ეს 2003 წელს რუსეთთან შეხვედრის მოგებით "ჯვაროსნებმა" მოახერხეს.

ფეხბურთი მარტივი თამაში არ არის, მას დიდი ფული სჭირდება. განვითარებაც მხოლოდ დიდძალი ფულის ჩადების შემთხვევაშია შესაძლებელი. სხვაგვარად, ბევრი დილეტანტი მოიძებნება, რომლებიც მორაგბეების ღირსეული მოგებების შემდეგ, რატომღაც, ბოლო დროს წარუმატებელი ფეხბურთისკენ გაიშვერს ხელს და მოედნების საძოვრებად ან ბაღებად გადაკეთების უაზრო იდეას შემოგვთავაზებს.

ეს იმ დროს, როდესაც რაგბიც, ფეხბურთიც და... ბულგარეთში ჭადრაკის ტურნირზე დაგვიანებული ქართველებიც ჩვენი ტკივილი და სიხარულია, ფეხბურთი კი სხვისთვის რამის წართმევას არ ითხოვს.

26 მარტს დაწყებულ და გაგრძელებულ ევროპის 17-წლამდელთა ელიტრაუნდში კიდევ ერთხელ გამოჩნდა: "ყანებში", ასფალტზე, გაჭირვებასა და უმძიმეს პირობებში გაზრდილმა ქართველმა ბიჭებმა მსოფლიო ფეხბურთის თანამედროვე სისტემების გაზრდილებს ტოლი რომ არ დაუდეს და ჯგუფის ლიდერები არიან.

შორს ჩვენგან თვითკმაყოფილება, მაგრამ საქართველოში არასოდეს, ვიმეორებთ, არასოდეს ყოფილა მაღალი დონის პირობები და ტალანტების გაზრდის სისტემა, ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს გასაქანი რომ ჰქონოდათ და ნუ მოვუსმენთ სოფლის მეურნეობაში გარკვეულ მაყურებლებს, რომლებიც, რეალურად, პროფესიონალი დილეტანტები უფრო არიან, ვიდრე გულშემატკივრები. შევინარჩუნოთ ფეხბურთი და გავაძლიეროთ - ამით ქვეყანა დიდი სიხარულს და მოგებას მიიღებს.

ცნობილ ბრიტანელ საფეხბურთო ჟურნალისტს, დან ბრენანს მაინც მოუსმინეთ - პოსტსაბჭოურ სივრცეში გამორჩეულად ძლიერები არიან რუსეთი და უკრაინა, მაგრამ არცერთ ქვეყანას აქვს ისეთი ვარსკვლავური პოტენციალი, როგორც საქართველოსო.

მისდა სამწუხაროდ, ქართველებმა ეს ნიჭი ბრენანის თანამემამულეებთან 28 მარტს გამოავლინეს.

მაგრამ მთავარია, ამ ბიჭებს შემდეგ როგორ შეუწყობენ ხელს და ექნებათ თუ არა მათ და მომავალ თაობებს სრულყოფისთვის რეალური პირობები?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Nორმალ 0 ფალსე ფალსე ფალსე MიცროსოფტIნტერნეტEხპლორერ4

უკრაინელთა საჩვენო რეტრო, ანუ ნუ ვიჩქარებთ მოედნების გადახვნას

უკრაინულ ვებგვერდ ~უა-ფუტბოლზე" საინტერესო რუბრიკაა - ~რეტრო", სადაც, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიან საბჭოურ წლებს, როდესაც რუსული იმპერიის ნაკრებში გვერდი-გვერდი თამაშობდნენ რუსები, უკრაინელები, ქართველები, ბელორუსები, იშვიათად სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც.

ათასში ერთხელ გავიხსენოთ, რომ ქართული ფეხბურთი 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში მოწინავეთა შორის იყო და აღმოსავლეთ ევროპის ნაკრებად მონათლულ გუნდში საქართველოს მუდმივად ჰყავდა ღირსეული წარმომადგენლები.

უკრაინელებმა ამჯერად 1970 წელს მექსიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსენეს, სადაც საბჭოთა ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა ქართული ფეხბურთის ექვსი აღზრდილი წაიყვანა: მეკარე ანზორ კავაზაშვილი, მცველები მურთაზ ხურცილავა და რევაზ ძოძუაშვილი, ნახევარმცველი კახი ასათიანი და თავდამსხმელები - სლავა მეტრეველი და გივი ნოდია.

ჯუფურ ეტაპზე საბჭოთა ნაკრებმა ფრედ ითამაშა მასპინძელ მექსიკასთან (0:0). ძირითადში შემადგენლობაში იყვნენ კავაზაშვილი, ასათიანი და ნოდია. შემდეგ ტურში კაჩალინის შეგირდებმა ბელგიას 4:1 სძლიეს. ამჯერად ძირითადში ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა: კავაზაშვილმა, ხურცილავამ, ძოძუაშვილმა და ასათიანმა. ამ უკანასკნელმა 57-ე წუთზე ბელგიელებს ლამაზი გოლიც გაუტანა.

ბოლო შეხვედრაში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა სალვადორს 2:0 მოუგო, მწვრთნელმა წინა მატჩის ოთხეულიდან მხოლოდ ასათიანი დაასვენა. მეოთხედფინალში საბჭოელებმა ურუგვაისთან დამატებით დროში 0:1 წააგეს და ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. კავაზაშვილი, ხურცილავა, ძოძუაშვილი და ასათიანი ამჯერადაც ძირითადში იყვნენ. ამ ჩემპიონატში სლავა მეტრველს კაჩალინმა მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა.

ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს 1966 წელს ინგლისში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე: კავაზაშვილი, ხურცილავა, გიორგი სიჭინავა, მეტრეველი, მაგრამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავი მიხეილ მესხი ტურნირზე არ წაიყვანა, ნაკრებმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებისთვის კონსტანტინე ბესკოვის, ვალერი ლობანოვსკისა და ნოდარ ახალკაცის სამეულს უნდა ეხელმძღვანელა, მაგრამ რეალურად ბესკოვი იყო ~პირველი ვიოლინო", ნაკრებში კი მიიწვია ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია, ტრავმამოშუშებული დავით ყიფიანი ელოდა მის დაძახებას, მაგრამ ბესკოვი ყიფიანს იგნორირებას უკეთებდა და მის ადგილზე ტრავმირებული ლეონიდ ბურიაკი წაიყვანა. ამის შემდეგ ქართული ფეხბურთის შესანიშნავმა ~ათიანმა" კარიერა დაასრულა.

ეს ისე, ისტორიის გასახსენებლად და მათ საყურადღებოდ, ვისაც ქართული ფეხბურთი უპერსპექტივო ჰგონია და საფეხბურთო სტადიონების სხვა სახეობისთვის გადაცემა, ან სულაც საზამთროს ბაღებად გადაქცევა სურს. სხვათა შორის, ეროვნული სტადიონი იმ ადგილას აშენდა, სადაც ადრე მართლაც ბაღები იყო გაშენებული, მოჰყავდათ მწვანილი, წიწმატი, ხახვი და საზამთრო, მაგრამ ცხადია, მათ რეალიზაციას ჩვენი ხალხისთვის იმდენი სიხარული არ მოუტანია, როგორც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის ~დინამოს" (მაშინდელ საქართველოს ნაკრების) სხვადასხვა თაობების წარმატებებს, რითაც ქართველებში ეროვნული ღირსებისა და თვითშეგნების გამოღვიძებას ეროვნულ მოძრაობაზე არანაკლებად შეუწყო ხელი. რუს დამპყრობელზე ჯავრს ხალხი ხომ ცსკა-ზე, მოსკოვის ~სპარტაკ"-~დინამოზე" მოგებებით იყრიდა.

საბჭოთა ფეხბურთის 55-წლიან ისტორიაში (ჩემპიონატი 1936-დან 1991-დე გრძელდებოდა) საქართველოში პელე და მარადონა არ დაბადებულა, მაგრამ ქართული კლუბები მუდამ იყვნენ მოწინავეთა შორის და კაშკაშა ვარსკვლავებიც გვყოლია. მხოლოდ 80-იან წლებში დავთმეთ პოზიციები. ანუ, ქართული ფეხბურთის წარმატებები არ იყო ერთჯერადი.

მერე ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის პერიოდი, სამოქალაქო და საგარეო ომები, ეკონომიკის დაცემა და ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრებიც დაძაბუნდა, მაგრამ ვერც ერთი პარტია და ვერც ერთი სახეობა ვერ გამოიყვანს ქუჩაში იმდენ გახარებულ ადამიანს, როგორც ეს 2003 წელს რუსეთთან შეხვედრის მოგებით ~ჯვაროსნებმა" მოახერხეს.

ფეხბურთი მარტივი თამაში არ არის, მას დიდი ფული სჭირდება, განვითარებაც მხოლოდ დიდძალი ფულის ჩადების შემთხვევაშია შესაძლებელი. სხვაგვარად, ბევრი დილეტანტი მოიძებნება, რომლებიც მორაგბეების ღირსეული მოგებების შემდეგ, რატომღაც, ბოლო დროს წარუმატებელი ფეხბურთისკენ გაიშვერს ხელს და მოედნების საძოვრებად ან ბაღებად გადაკეთების უაზრო იდეას შემოგვთავაზებს. ეს იმ დროს, როდესაც რაგბიც, ფეხბურთიც და ... ბულგარეთში ჭადრაკის ტურნირზე დაგვიანებული ქართველებიც ჩვენი ტკივილი და სიხარულია, ფეხბურთი კი სხვისთვის არაფრის წართმევას არ ითხოვს.

26 მარტს დაწყებულ და გუშინ გაგრძელებულ ევროპის 17-წლამდელთა ელიტ რაუნდზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა: ~ყანებში", ასფალტზე, გაჭირვებასა და უმძიმეს პირობებში გაზრდილმა ქართველმა ბიჭებმა მსოფლიო ფეხბურთის თანამედროვე სისტემების გაზრდილებს ტოლი რომ არ დაუდეს და ჯგუფის ლიდერები არიან.

შორს ჩვენგან თვითკმაყოფილება, მაგრამ საქართველოში არასოდეს, ვიმეორებთ, არასოდეს ყოფილა მაღალი დონის პირობები და ტალანტების გაზრდის სისტემა, ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს გასაქანი რომ ჰქონოდათ და ნუ მოვუსმენთ სოფლის მეურნეობაში გარკვეულ მაყურებლებს, რომლებიც, რეალურად, პროფესიონალი დილეტანტები უფრო არიან, ვიდრე გულშემატკივრები, შევინარჩუნოთ ფეხბურთი და გავაძლიეროთ - ამით ქვეყანა დიდი სიხარულს და მოგებას მიიღებს.

ცნობილ ბრიტანელ საფეხბურთო ჟურნალისტს, დან ბრენანს მაინც მოუსმინეთ - პოსტსაბჭოურ სივრცეში გამორჩეულად ძლიერები არიან რუსეთი და უკრაინა, მაგრამ არც ერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი ვარსკვლავური პოტენციალი, როგორც საქართველოსო.

მისდა სამწუხაროდ, ქართველებმა ეს ნიჭი ბრენანის თანამემამულეებთან გუშინ გამოავლინეს.

მაგრამ მთავარია, ამ ბიჭებს შემდეგ როგორ შეუწყობენ ხელს და ექნებათ თუ არა მათ და მომავალ თაობებს სრულყოფისთვის რეალური პირობები?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Gjerodes

ნაღდი სტატიაა! ახლა უფრო ჩანს, რომ ძალიან ბევრი პესიმისტია საქართველოში, არ გჯერათ ქართული ფეხბურთის და თავად დაანებეთ რა თავი იმ ხალხის გულის მოკვლას, ვინც თქვენზე მეტს ხედავს! ახლა მაინც შეწყვიეთ სისინი, შეგრცხვეთ, ბუჩქებში მჯდომებს შხამის ნთხევა.

• zaza sigu

messi 001 dudu 100% ხართ. მაგრამ რათ გინდათ ჩვენი მომსმენი არავინაა. ეს სტატია კიდევ დღეისთვის დაიწერა და ხვალ ავტორსაც არ ემახსოვრება.მე იმ კატეგორიას ვეკუთვნი ვიც უპერსპექტივობს ხედავს და ამ სტატიით ვერაფერი ვერ დამანახა. ასეთი იმედები 20 წელია გვესმის.შედეგი ბოლო ადგილი, ფარერებმა თუარ შეგვიშალა ხელი. ავტორი უკან კი იხედება მაგრამ წინ გახედვის არაფერი უთქვამს.

• dudu

რეჟიმი არის აბსოლუტურად აუცილებელი. გიჟები კი არ არიან ევროპელები და სხვებივ, ინტერნატებში რო ყავთ ბავშვები. მაგრამ, მარტო რეჟიმი არ შველის საქმეს. ჩვენთან თეორიული მეცადინეობები საერთოდ არ ტარდება! ტაქტიკური განათლება _ ნოლი! მწვრთნელებმა არ იციან და როგორ უნდა ასწავლონ!

• messi 001

ხალხო ერთი რამე გაიგეთ ფეხბურთი არის შრომა და რეჟიმი, ლობანოვსკის ააქვს ნათქვამი ფეხბურთი არის 80% სჰრომა და 20% ნიჭიო. ქართველებს ნიჭი მოგვცა ღმერთმა აი შრომის უნარი არა. ტქვენ რა გონიათ კალაძე ტალანტი იყოო? კაცმა მონასავით იშრომა და ამით მიახწია ან მესსი ავიღოთ კი გენიოსია მაგრამ ინტერვიუები წაიკიტხეთ რამდენი იშრომა აქამდე რომ მოსულიყო.ჩვენ ბიჭებს ჭირდებათ რეჟიმი და ნახავთ რას ითამაშებენ

• avoe

• KUTAISELI

ნეტაი შენ მართლა თუ მეგეწონა ინგლისთან ჩვენი თამაში

• temo

ბატონო მერაბ რუსული იმპერია აგარ არის მაგრამ გეკიტხებიტ რამდენი სიხარული მოგანიტად ბოლო 22 წლის საქარტველოს ფეხბურტმა .ისევ ის დრო ჯობდა ფეხბურტისტვის სტადიონი რომ ივსებოდა ახლა დაჯექი მარტო და იყურე სასვივიტ აქეტ-იქიტ.

• gio

ჩემს წინ მაგარი კომენტარები დაწერილა საგო ჯიგრებო.

• gio

კარგი სტატია ავტოორო. ცოტა მეტი ჟილკა უნდათ ცოტა ფეხბურთელებს

• ramo

ხანდახან ისიც აყვავდება. ერთხელ რაღაც მბჟუტავი იმედი გამოჩნდა და ეგრევე დაიწყეს ურაპატრიოტული სტატიები. მოდი რა ჯერ უკრაინას მოვუგოთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ.

• Aleqsa

ავტორ დიდი ხანია კომენტარი არ გამიკეთებია. თავს ვიკავებდი მაქსიმალურად, მაგრამ ეხლა უნდა ვთქვა. დაანებე რა წერას თავი...

• dudu

სამწუხაროა, რომ დღევანდელი 17 წლამდელებიც, სავარაუდოდ, იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც მათზე არანაკლებ ნიჭიერ თაობებს ერგოთ. 20 წელი ვუყურებთ ერთს და იგივეს. თავიდან, საბჭოთა დროის ინერციით, ფეხბურთელები იზრდებოდნენ და მერე სულ დაღმასვლა გვაქვს. ვინც მართლა მეტ-ნაკლებად მაღალ დონეზე თამაშობს, ან ფეხბურთელის შვილია და/ან ადრეულ ასაკში გააღწია ამ წუმპედან. აქ ფეხბურთელები ვერ იზრდებიან და ეს არის ფაქტი!

ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში

ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?

პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია

უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]