ქართველის "მწარე" ხელი კაილი კორვერს შუბლზე ნაკერებად, ჯო ჯონსონს კი ტუჩის გახეთქვად დაუჯდა

"ატლანტამ" წაგებებს უხშირა. 28 მარტს მილუოკიში განცდილი მარცხის შემდეგ ჯორჯიულმა კლუბმა 29 მარტს, გამთენიისას, შინაურ არენაზეც წარუმატებლად ითამაშა. ზაზა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერ "ჩიკაგო ბულსთან" განადგურდა - 77:98.

ატლანტელებმა პირველი მეოთხედი კი მოიგეს, მაგრამ მეორე ჩააგდეს და მას შემდეგ მატჩი ვეღარ შემოაბრუნეს. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე მყოფთაგან ისევ ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა, რამაც ზუსტად იმის ნახევარი შეადგინა, რაც ქართველმა ცენტრმა "იუტასთან" ოთხოვერტაიმიან მატჩში სარეკორდოდ (20) მოხსნა.

10 მოხსნას ზაზამ 7 ქულა და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაყოლა. ზაზა იმდენად მოწადინებით იბრძოდა მოხსნების მოსაგროვებლად, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ჩიკაგოელი კაილი კორვერი დაასისხლიანა. ზაზას ხელი კორვერს შუბლში მოხვდა და სისხლი წასკდა. მას შუბლზე რამდენიმე ნაკერს დაადებენ.

უკვე დაადეს ნაკერები ფაჩულიას თანაგუნდელ ჯო ჯონსონს, რომელსაც "მილუოკისთან" წინა მატჩის ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ქართველი ცენტრის ხელმა ტუჩი გაუხეთქა. ატლანტელთა ლიდერს სისხლი წასკდა და ამის გამო მატჩის ბოლო 3 წუთი არ უთამაშია. "ატლანტას" ლიდერი ჰოსპიტალში წაიყვანეს და ტუჩზე სამი ნაკერი დაადეს. ტუჩმტკივანმა ჯონსონმა დღევანდელ მატჩში მხოლოდ 28 წუთი ითამაშა და 12 ქულას, 6 პასს და 2 მოხსნას დასჯერდა.

30 მოგებითა და 22 მარცხით "ატლანტა" აღმოსავლეთში მეექვსე ადგილზე გამყარდა. მის წინ "ინდიანა", უკან კი - ბოსტონია". მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი, ჩვენი დროით, ზეგ გამთენიისას შინ "ნიუ იორკთან" გამართავს.

gbf.ge

zuzu
ზაზა ფაჩულია-ქართული გენის ზეიმია
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა