"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი ინტერვიუში საჩემპიონო რბოლაზე საუბრობს
"ბორდოსთან" მატჩის დასრულების შემდეგ "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავისი შეგირდების გარჯით ძალიან უკმაყოფილი იყო.

საფრანგეთის ჩემპიონატში ახლა უცნაური მდგომარეობაა. ჩემპიონობისთვის იბრძვიან გუნდები, რომელთაგან ერთს არასოდეს ჰქონია მსგავსი პატივი (მონპელიე), მეორემ კი ოქროს მედლები ბოლოს 1994 წელს მოიგო. მთავარი ახლა ის არის, ვის უმტყუნებს ნერვები. კარლიტო სწორედ ამ თემებზე საუბრობს.

- "ბორდოსთან" ქულის უკმაყოფილო იქნებით...

- ბუნებრივია, ვერ ვიქნები კმაყოფილი, რადგან მოსაგებად ვიბრძოდით. ახლა ის პერიოდი არ არის, როცა შინ ქულის დაკარგვა გვეპატიება. გოლზეც არ გვქონდა შესაბამისი რეაქცია, არადა, საჭირო იყო და ველოდი კიდეც, რომ ასე იქნებოდა. ძალიან დიდ დროს ვკარგავთ ბურთის მოპოვებასა და გათამაშებაში. ამასთან, მეტოქეზე მეტი ზეწოლაა საჭირო. ამ შეხვედრაში დაცვაშიც ბევრი შეცდომა დავუშვით.

- იმსახურებდა კი თქვენი გუნდი მეტს?

- არა, შედეგი ლოგიკურია. შანსი ჩვენც გვქონდა და "ბორდოსაც". დიდი პრობლემები გვქონდა ფლანგებზე. თუმცა წინდაწინ ვიცოდით, რომ მეტოქე შეეცდებოდა მათ გამოყენებას.

- მენეზი რატომ გამოცვალეთ პირველი ტაიმის შემდეგ?

- მან მსუბუქი დაზიანება მიიღო, თუმცა მისი შეცვლა ტაქტიკურ ცვლილებასთანაც იყო დაკავშირებული. მე კიდევ ერთი სუფთა ნახევარმცველი მჭირდებოდა მოედანზე.

- "მონპელიე" ბურთების ბალანსის წყალობით ისევ პირველია. ხომ არ ნერვიულობთ?

- სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდება. მიზანი არ შეცვლილა - ჩვენ კონკურენტზე მეტი ქულა უნდა ავიღოთ სეზონის ბოლომდე. წელს ჩემპიონატში ჯერაც არ წაგვიგია და აქამდე ლიდერებში ვართ. მომდევნო თამაშში ბევრად უფრო დამაჯერებლად უნდა ვითამაშოთ. პლუს, მეტი სათამაშო დისციპლინაც გვჭირდება. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ის "ბორდოსთან" ნამდვილად არ გვყოფნიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა