"ჩიკაგოსთან" მატჩის შემდეგ "ატლანტა ჰოქსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ქართველი ცენტრის ინტერვიუ
"ატლანტა ჰოქსმა" "ჩიკაგო ბულზს" უმასპინძლა. ფავორიტის სტატუსით სტუმრები სარგებლობდნენ და გაამართლეს კიდეც. მწვრთნელ ტომ ტობოდოს საათის მექანიზმივით აწყობილი გუნდი ჰყავს. ლიდერის, დერეკ როუზის არყოფნას ჩიკაგოელები არ იმჩნევენ, თამაშს თამაშზე იგებენ. მათ ჯორჯიის შტატში სეზონის 41-ე გამარჯვებას მიაღწიეს, ოდენ 11 შეხვედრა აქვთ წაგებული.

პირველის გარდა, "ხარებმა" სამივე პერიოდში დამაჯერებლად ითამაშეს. მატჩის დასაწყისში კი "ატლანტა" ჰგავდა ფავორიტს: სამწამიან ზონასაც კარგად აკონტროლებდა, მეტოქეს არც შორი და არც ახლო დისტანციიდან ზუსტად ტყორცნას არ ანებებდა.

თავად "ქორები" ბურთს კარგად ატრიალებდნენ და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც სიზუსტით გამოირჩეოდნენ. ჯო ჯონსონსა და ჯოშ სმიტს არც ზაზა ფაჩულია ჩამორჩებოდა. 28 წლის ქართველმა პირველი მეოთხედი 5 ქულით დაასრულა, ორიდან 2-2 ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა და მხოლოდ 1 საჯარიმო ვერ გამოიყენა. პირველი მეოთხედი "ატლანტამ" 23:21 მოიგო.

მეორე პერიოდიდან მოედანზე სათადარიგოების გამოჩენას "ჰოქსის" დაღმასვლა დაემთხვა, "ჩიკაგომ" 10-ქულიანი ფორა დაიბევა და მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. როგორც ჩანს, "ხარები" შესანიშნავ ფორმაში არიან. აბა, სხვა რას უნდა დავაბრალოთ, რომ მათ პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე 6-იდან 6 სამქულიანი ჰქონდათ გამოყენებული.

პირველ ტაიმში ზაზას ხელი ჩიკაგოელ კორვერს შუბლში მოხვდა და მოედანი სისხლიანმა დატოვა. წინა დღისით მილუოკიში კი, ხუთი ნაკერი დასჭირდა "ატლანტას" კაპიტან ჯო ჯონსონს. ტრავმა მანაც ფაჩულიასთან შეჯახების შემდეგ მიიღო.

"ატლანტა ჰოქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა (30 მოგება, 22 მარცხი), პირველია "ჩიკაგო" (მისი მონაგარი დასაწყისში გაგაცანით). ჯორჯიელები მომდევნო თამაშს 30 მარტს შინ "ნიუ იორკთან" გამართავენ.

"ატლანტას" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ზაზა ფაჩულიას ინტერვიუ, რომელიც ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს. მას, პირველ რიგში, "იუტასთან" ოთხ ოვერტაიმზე ჰკითხეს.

- 4 დამატებითი ხუთწუთეული... ეს სიგიჟე იყო. გადამწყვეტ მომენტში თავისი საქმე კარგად შეასრულა ჯო ჯონსონმა, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ტყორცნა გამოიყენა. ბოლო ოვერტაიმში ვილი გრინის სამქულიანიც ძალიან დაგვეხმარა გამარჯვებაში. მიხარია, ასეთი გუნდის წევრი რომ ვარ.

- რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ბევრი აღარ დარჩა...

- ვცდილობთ, რაც შეიძლება უკეთეს პოზიციაზე ჩავამთავროთ რეგულარული, რათა პლეი ოფში სხვა გუნდებთან გარკვეული უპირატესობა მოვიპოვოთ. ამასთან, მნიშვნელოვანია კონფერენციის მეოთხედფინალს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ და საუკეთესო თამაში ვუჩვენოთ. გუნდთან ერთად მეც ამისთვის ვემზადები.

- დღეისათვის "ატლანტაში" არაერთი ტრავმირებულია...

- იმედია, ჯანერო პარგო მალე შემოგვიერთდება. დაგვიბრუნდნენ ვლადიმირ რადმანოვიჩი და ჯეისონ კოლინზი. აპრილის შუამდე ისინი ფორმას აკრეფენ და ისევე ათამაშდებიან, როგორც ტრავმამდე. პლეი ოფის შეხვედრებში ხომ თითოეული კალათბურთელი გვჭირდება. თუ რესურსი სრულად არ აამოქმედე, შედეგს ვერ მიაღწევ.

ატლანტა-ჩიკაგო 77:98

ზაზა ფაჩულია: 32 წუთი, 7 ქულა (5/3 ორქულიანი, 2/1 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება, 3 ფოლი, 3 შეცდომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა