მაგიდის ჩოგბურთის ჯგუფები მუშაობს თბილისში, აჭარაში, რუსთავში, ქუთაისში, ლანჩხუთში, აბაშასა და ზესტაფონში
საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი ყოველთვის სარგებლობდა დიდი პოპულარობით. აქაური ათლეტები საგულისხმო წარმატებებს აღწევდნენ საერთაშორისო სარბიელზე. მაგრამ გავიდა დრო და სპორტის ეს სახეობა, ფაქტობრივად, დავიწყებას მიეცა. და აი, ბოლო პერიოდში მისი აღორძინება დაიწყო. ენთუზიასტებს მხარში დაუდგა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ფედერაციას ნაკრების წევრების მოსამზადებლად და შეჯიბრებების ჩასატარებლად სპორტკომპლექს "არენაში"დარბაზი გამოუყო.

- სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილის დახმარებით დავუკავშირდით ახალგაზრდა კორეელ მწვრთნელს, თავისი ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონსა და მსოფლიო უნივერსიადის პრიზიორ სო იონ ლის, - გვითხრა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ხათუნა ფირცხალავამ, - აზიელი სპეციალისტი სკოლებისთვის მაგიდის ჩოგბურთის მწვრთნელების მომზადებაში, წვრთნისა და სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში დაგვეხმარება. ცხადია, ნაკრების წევრებსაც გაუწევს კონსულტაციებს.

გვაქვს ერთი სიახლეც: ბოლო დროს მჭიდრო კონტაქტები დავამყარეთ ევროპის ჩოგბურთის ფედერაციასთან, რომელმაც საკმაოდ ძვირად ღირებული ჩოგბურთის ექვსი მაგიდა გამოგვიყო მთელი კომპლექტით. აპრილის ბოლოს იქაური წარმომადგენელიც გვეწვევა და ჩვენს მწვრთნელებთან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გამართავს.

- უწინ საქართველოში მაგიდის ჩოგბურთის უმთავრეს კერებს ბათუმი და თბილისი წარმოადგენდა. დღეს რა მდგომარეობაა?

- ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად ძირითად წყაროდ, ალბათ, ისევ ეს ორი რეგიონი დარჩება, მაგრამ ახლახან თბილისში გამართულმა შეჯიბრებამ დაგვანახვა, რომ პერიფერიებშიც გვყავს ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდები.

დღეისთვის მაგიდის ჩოგბურთის ჯგუფები მუშაობს თბილისში, აჭარაში, რუსთავში, ქუთაისში, ლანჩხუთში, აბაშასა და ზესტაფონში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ინვენტარის შეძენას გვპირდება, რის შემდეგაც გეოგრაფიას გავზრდით; მით უმეტეს, რომ კორეელი იონ ლის დახმარებით სპეციალისტთა დეფიციტი არ გვექნება.

- შეჯიბრებებს თუ გეგმავთ?

- აუცილებლად. აპრილის დასაწყისში თბილისის პირველობას გავმართავთ ოთხ ასაკში. მერე საქართველოს ჩემპიონატსაც ჩავატარებთ.

ჯერჯერობით უცხოურ ტურნირებზე გამგზავრებას მოვერიდებით - არ გვინდა, შეჯიბრებებზე ტურისტებად მოგვნათლონ: სათანადოდ მოვძლიერდებით და საერთაშორისო სარბიელზე თავის გამოჩენის დროც მოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა