31 მარტს ქართველი 17-წლამდელები ელიტრაუნდის გადამწყვეტ მატჩს უკრაინის ნაკრებთან ჩაატარებენ
31 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის გადამწყვეტ მატჩს ჩაატარებს და თუ გაიმარჯვა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

თბილისური ელიტრაუნდის ბოლო ტურის ვრცელ წინათქმას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ახლა კი ელიტრაუნდის სხვა ჯგუფებში შექმნილი მდგომარეობა მიმოვიხილოთ.

შვიდი ჯგუფიდან ექვსში ბრძოლა უკვე დასრულდა და შესაბამისად, 31 მარტს "მიხეილ მესხსა" და "დინამო არენაზე" გასამართი მატჩები ბოლო იქნება ელიტრაუნდში. ცნობისთვის, ჩვენი ჯგუფი რიგით მესამეა.

I ჯგუფი: ჩვენი ჯგუფის მსგავსად, შემადგენლობით აშკარად იმსახურებს "სიკვდილის ჯგუფის" სტატუსს. აქ საფრანგეთი და შვედეთი თავიდანვე წინ გაიჭრნენ და გადამწყვეტი მათი გუშინდელი დაპირისპირება აღმოჩნდა, სადაც ფრანგებს ფრეც ჰყოფნიდათ. მათ 3:1 გაიმარჯვეს და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. შეგახსენებთ, შვედები პირველ შესარჩევ ეტაპზე ქართველების მეტოქეები იყვნენ და ჩვენს გუნდს 2:0 სძლიეს.

II ჯგუფი: პოლონეთმა ფინალური ეტაპის საგზური პირველ ორ შეხვედრაში გამარჯვებით დაიბევა და სულ ერთი იყო, რას იზამდა ბოლო ტურში. პოლონელთა გარდა, ამ ჯგუფში ჩეხეთის, ბელარუსისა და ლუქსემბურგის ნაკრებები თამაშობდნენ.

IV ჯგუფი: ბოლო ტურში პორტუგალიას გერმანიასთან გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ 0:0-ს დასჯერდა და ფინალურ ეტაპზე გერმანელები გავიდნენ. მათ გარდა, ამ ჯგუფში ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებები თამაშობდნენ, რომლებიც, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ.

V ჯგუფი: ჰოლანდიამ და სერბეთმა ბოლო ტურში ერთმანეთთან ფრედ, 1:1 ითამაშეს და ორივემ 7-7 ქულა დააგროვა. ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ფინალური ეტაპის საგზური ჰოლანდიელებმა მოიპოვეს. ალბანეთი მესამე საფეხურზე გავიდა, ირლანდია - მეოთხეზე.

VI ჯგუფი: ელიტრაუნდის ყველაზე დიდი სენსაცია სწორედ აქ მოხდა. მართალია, ისლანდიამ არცთუ დიდი სახელებით დაკომპლექტებულ ჯგუფში გაიმარჯვა, მაგრამ მისი წარმატება მაინც გამოსარჩევია. 7-ქულიანმა ისლანდიელებმა დანიელებს ბურთების შეფარდებით აჯობეს. ჯგუფში მესამე შოტლანდია იყო, მეოთხე - ლიტვა.

VII ჯგუფი: ჯგუფის ფავორიტები რუსეთი და ბელგია იყვნენ, მაგრამ უნგრეთმა მათაც აჯობა და უელსსაც. უნგრეთი, ბელგია, რუსეთი, უელსი - ამ თანმიმდევრობით განლაგდნენ გუნდები სატურნირო ცხრილში. უნგრეთმა ასევე 7-ქულიან ბელგიას ბურთების სხვაობით გაასწრო.

კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ფინალისტები: საფრანგეთი, პოლონეთი, გერმანია, ჰოლანდია, ისლანდია, უნგრეთი. იმედია, ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ საგზურს ვასილ მაისურაძის გუნდი მოიპოვებს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 4-16 მაისს სლოვენია უმასპინძლებს და ტურნირის მერვე მონაწილეც, ცხადია, ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრები იქნება.

III ჯგუფი

1. საქართველო 2 1 1 0 2-1 4

2. ინგლისი 2 1 0 1 1-1 3

3. ესპანეთი 2 0 2 0 3-3 2

4. უკრაინა 2 0 1 1 2-3 1

31 მარტი

14:00 მ. მესხი საქართველო-უკრაინა

14:00 ეროვნული ესპანეთი-ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bacho
უკრაინას არ ყავს სუსტი გუნდი, დაცვიდან ითამაშებს და წინ 2 სწრაფი ბავშვი ყავთ და ფრთილად უნდა ვიყოთ
თემური
გამარჯვება ბიჭებო! ძალიან დიდი სიხარულის მოტანა შეგიძლიათ საქართველოსთვის. აბა თქვენ იცით!
შაკო
ჩვენი ჯგუფის ცხრილი დაგერთოთ ბარემ, ძნელია?ადმინი: ცხრილი დართულია. გმადლობთ, რომ სტუმრობთ ჩვენს საიტს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა