კაროლინ ვოზნიაცკის ძლევის შემდეგ რუსი ეცდება, მაიამის ტურნირის ფინალში პირველად მოიგოს მთავარი პრიზი
მორიგ სათამაშო დღეს მაიამიში ქალებს შორის ფინალური წყვილი დაკომპლექტდა, აგრეთვე გაირკვა მამაკაცებს შორის ბოლო ორი ნახევარფინალისტი.

დღის ცენტრალურ მატჩში მარია შარაპოვა და კაროლინ ვოზნიაცკი ხვდებოდნენ ერთმანეთს. თამამად შეიძლება ითქვს, რომ დანიელი ჩოგბურთელის ნახევარფინალში მოხვედრა სიურპრიზი აღმოჩნდა. ინდიან უელსში მან ძალიან ცუდად ითამაშა, მაგრამ, როგორც ჩანს, სწორი დასკვნები გამოიტანა და მეოთხედფინალში კარიერაში პირველად დაამარცხა სერენა უილიამსი. იმ მატჩში კარომ სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა. სწორედ ასე უნდა ემოქმედა მას შარაპოვას წინააღმდეგ, მაგრამ ზედიზედ მეორედ ეს ვერ მოახერხა.

მარიამ შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა და მალე ორბრეიკიანი უპირატესობა მიიღო - 4:1. მაგრამ შემდეგ რუსმა კონცენტრაცია დაკარგა და შეცდომებს უმატა. შედეგად, ვოზნიაცკიმ ერთი მოწოდება დაიბრუნა, შემდეგ ანგარიშიც გაათანაბრა, როცა მარიამ მერვე გეიმში სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა - 4:4. შარაპოვა პირველ სეტში გონს ვეღარ მოვიდა. შეცდომას შეცდომა მოსდევდა და საქმე იმით დასრულდა, რომ ვოზნიაცკიმ ზედიზედ სამ გეიმს ორი დაუმატა და 6:4 მოიგო.

მაგრამ შემდეგ შარაპოვამ ისევ მოიკრიბა კონცენტრაცია და მომდევნო ორი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა. მეორეში 4:0-ზე მან აღარ გაიმეორა პირველი სეტის შეცდომები და ვოზნიაცკიმ ვეღარაფერი დაუპირისპირა რუსის კარგ თამაშს. ამ პარტიაში დანიელმა ცხრა უნებლიე შეცდომა დაუშვა - ზუსტად იმდენი, რამდენაც მთლიანად უილიამსთან მატჩში.

მესამე სეტში შარაპოვამ შუა ნაწილი ჩაატარა მაღალ დონეზე. პირველ გეიმებში ვოზნიაცკი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ 2:2-ზე მარიამ ბრწყინვალე ფორჰენდით გამოიყენა ბრეიკ-პოინტი. ცოტა ხანში ის უკვე 5:2-ს იგებდა.

თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კაროლინმა შეძლო მობილიზება და შემდეგი ორი გეიმი უნაკლოდ ჩაატარა. მაგრამ მეორე ცდაზე მარიამ მაინც ჩააწოდა მატჩზე. ამასთან, შეხვედრის დასასრული საკმაოდ დრამატული გამოვიდა. მატჩბოლზე ხაზის მსაჯმა "აუტი" დაიყვირა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა კადერ ნუნიმ ზუსტი დარტყმა დააფიქსირა.

ვოზნიაცკის "ჩელენჯი" აღარ ჰქონდა დარჩენილი, ამიტომაც მხოლოდ მსაჯთან კამათი შეეძლო, ამ უკანასკნელმა კი თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაწყენებულმა დანიელმა ხელი არ ჩამოართვა მსაჯს, თუმცა, როგორც ტელეგამეორებამ აჩვენა, დანიელის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანი იყო.

შარაპოვა მეოთხედ გავიდა მაიამის ტურნირის ფინალში და შეეცდება პირველად მოიგოს აქ მთავარი პრიზი. 2004 წელს მან კიმ კლაისტერსთან დათმო ფინალი, ერთი წლის შემდეგ სვეტლანა კუზნეცოვასთან, შარშან კი მან ვიქტორია აზარენკასთან წააგო. ამჯერად რუსის მეტოქე აგნიეშკა რადვანსკა იქნება, რომელმაც 6:4, 6:2 დაამარცხა მარიონ ბარტოლი. მათი შეხვედრა უამრავი რაოდენობის ბრეიკით აღინიშნა (აგნიეშკამ სამჯერ შეინარჩუნა თავისი მოწოდება, ბარტოლის - ვერცერთხელ). ფრანგმა მატჩის მსვლელობისას დაზიანება მიიღო და კორტზე ექიმი გამოიძახა, მაგრამ 20-წუთიანმა პაუზამ ვერ უშველა. 4:2-ზე აგნიეშკამ სწრაფად აიღო ზედიზედ ორი გეიმი და მატჩის თავის სასარგებლოდ დაასრულა.

1/2 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 2)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4) 4:6, 6:2, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-მარიონ ბარტოლი (საფ, 7) 6:4, 6:2.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა