იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ქალთა ფინალში ბრძოლას ელოდნენ, იმედგაცრუება ელოდათ. კიმ კლაისტერსი შესანიშნავი განწყობით გავიდა "ფლეშინგ მედოუს" ცენტრალურ კორტზე, მშვიდად მოქმედებდა, მაღალ ტემპს სთავაზობდა მეტოქეს და პრაქტიკულად ყველა სათამაშო კომპონენტში სჯობდა მას.

იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ქალთა ფინალში ბრძოლას ელოდნენ, იმედგაცრუება ელოდათ. კიმ კლაისტერსი შესანიშნავი განწყობით გავიდა "ფლეშინგ მედოუს" ცენტრალურ კორტზე, მშვიდად მოქმედებდა, მაღალ ტემპს სთავაზობდა მეტოქეს და პრაქტიკულად ყველა სათამაშო კომპონენტში სჯობდა მას. ვერა ზვონარევამ მხოლოდ პირველ ხუთ გეიმში მოახვია თავს მეტოქეს მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში, რის შემდეგაც ძალიან ბევრი შეცდომის დაშვება დაიწყო. ამით რითაც კლაისტერსმა კარგად ისარგებლა და განავრცო თავისი ისედაც დიდი უპირატესობა. შედეგად, სულ რაღაც ნახევარ საათში პირველი სეტის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 6:2.

რუსმა მეორე სეტში გააგრძელა შეცდომებით თამაში. მცირე იმედი მას 0:3-ზე გაუჩნდა, როცა კიმის შეცდომების დახმარებით აიღო საკუთარი გეიმი, უფრო დამაჯერებლად ათამაშდა და მეტოქისთვის საჩუქრების დარიგებასაც მოუკლო. ამან რუსს ერთი ბრეიკ-პოინტი მოუტანა, მაგრამ ბელგიელმა დროულად მოუმატა თამაშს და მეტოქეს ბრეიკის შანსი არ დაუტოვა. შემდეგ გეიმში ზვონარევამ ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა. ორ წუთში კლაისტერსმა პირველივე მატჩბოლი გამოიყენა და ზედიზედ მეორედ მოიგო ამერიკის ღია პირველობა. ფინალი სულ 59 წუთს გაგრძელდა, რითაც ამერიკის ღია პირველობის რეკორდი დამყარდა - ასეთი მოკლე ფინალი ამ ტურნირის ისტორიას არ ახსოვს. ბელგიელმა კი გაიმეორა სერენა უილიმსის მიღწევა, რომელმაც 2000 და 2001 წლებში ზედიზედ ორჯერ დაიპყრო "ფლეშინგ მედოუს" კორტები".

კლაისტერსმა "დიდი სლემის" ტურნირების მეშვიდე ფინალში ითამაშა და მესამე გამარჯვებას მიაღწია. ამერიკის ღია პირველობაზე კიმის მოგებათა სერია 21 მატჩს უდრის.

ამერიკის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე მთავარ პრიზს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი გაითამაშებენ. ორივე მათგანმა პირველად მოიპოვა "დიდი სლემის" ამ ტურნირის ფინალის საგზური.

ჯოკოვიჩი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ხვდებოდა, რომელთანაც ამერიკის ღიას წინა სამ გათამაშებაში სამჯერ წააგო - ორჯერ ნახევარფინალში და ერთხელ ფინალში. ამჯერად სერბმა ურთულეს და დრამატულ შეხვედრაში შეძლო რევანშის აღება, თუმცა ახლო იყო ზედიზედ მეოთხე მარცხთან.

როჯერი სეტებს შორის ორჯერ დაწინაურდა - პირველ და მესამე პარტიებში შვეიცარიელმა თითო ბრეიკი აიღო მე-12 გეიმში და ორივე სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. თავის მხრივ, ჯოკოვიჩმა მეორე და მეოთხე სეტებში იყოჩაღა, თანაც ისე, რომ ჯამში მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მოწინააღმდეგეს.

გადამწყვეტ სეტში მაყურებელმა ძალიან ლამაზი თამაში იხილა. სეტის შუამდე მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ გეიმებს, ამის შემდეგ კი შეხვედრის ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო. საკუთარ მოწოდებაზე 10-წუთიანი გეიმის მოგების შემდეგ, ფედერერმა 5:4-ზე ორმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ნოვაკმა, რომელმაც მანამდე მოწოდებისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა, ამჯერად მაქსიმალური კონცენტრაცია მოახერხა და ბრწყინვალე სტილში რამდენიმე ქულა აიღო. ფედერერიც არ დანებდა, მაგრამ მატჩბოლამდე საქმე აღარ მისულა. ჯოკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა, განაწყენებულმა როჯერმა კი იქვე მეტოქეს ბრეიკის აღების შესაძლებლობა მისცა. თუმცა ბრძოლა ამით არ დასრულებულა - შვეიცარიელი შეეცადა დაკარგული გეიმის დაბრუნებას და მე-12 გეიმში ერთი ბრეიკ-პოინტიც კი მოიპოვა, მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხა, რის შემდეგაც ჯოკოვიჩმა წერტილი დაუსვა შეხვედრას. ამ მოგებით ნოვაკი დაიბრუნებს მეორე ადგილს რეიტინგში.

ამ ბრწყინვალე მატჩამდე გაიმართა რაფაელ ნადალისა და მიხაილ იუჟნის ნახევარფინალი. ესპანელის უპირატესობა შეხვედრის დებიუტშივე გამოიკვეთა და მეოთხე გეიმში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბრეიკი გაიფორმა. მართალია, შემდეგ გეიმში რუსს ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მისი რეალიზება ვერ შეძლო და სეტის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონია, პირიქით, 2:5-ზე კიდევ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება.

მეორე სეტის დასაწყისი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოვიდა. არც ერთ მეტოქეს ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, თუმცა ნადალი თავის გეიმებს გაცილებით იოლად იღებდა. ცოტა ხანში კი იუჟნიმ საკუთარი შეცდომების ხარჯზე მესამე ბრეიკი აჩუქა მეტოქეს. ნადალმა 5:3 წაიყვანა ანგარიში და აღარ გასჭირვებია მეორე სეტის მოგება.

ისევე როგორც პირველ სეტში, ესპანელმა მესამეშიც სწრაფი ბრეიკი გააკეთა და ამის შემდეგ მეტოქის მოწოდებაზე თავს აღარ იკლავდა. მაგრამ პარტიის ბოლოს იუჟნი მოულოდნელად გამოცოცხლდა და მატჩში პირველი ბრეიკის აღება მოახერხა. თუმცა რუსმა წარმატების განვრცობა ვერ შეძლო - ნადალმა მეორედ მოიგო მეტოქის მოწოდება. რაფას მოწოდებაზე ზედიზედ ორი გეიმის აღება წარმოუგენელია - მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა არც ერთი ქულა არ დაუთმო ბოლო გეიმში რუსს და ფინალის საგზური მიიღო.

ნადალმა ზედიზედ ექვსი მატჩი ისე ჩაატარა, რომ სეტი არ წაუგია. ასეთი რამ ბოლოს ლეიტონ ჰიუიტმა გააკეთა 2004 წელს, მაგრამ შემდეგ ფინალი იოლად წააგო როჯერ ფედერერთან. თუმცა ნადალს ასეთი რამ ნამდვილად არ ემუქრება და მას "კარიერული სლემის" მოგების კარგი შანსი აქვს - მის კოლექციას სწორედ აშშ-ის ღიას ტიტული არ ჰყოფნის.

გასაკვირია, მაგრამ "დიდი სლემის" საჰარდო ტურნირებზე ჯოკოვიჩი და ნადალი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. ადრე მათ სამჯერ ითამაშეს როლან გაროსზე და ერთხელ უიმბლდონზე და ოთხივეჯერ ესპანელმა მოიგო. სამაგიეროდ, როგორც ნოვაკმა ნახევრადხუმრობით აღნიშნა, მას აშშ-ის ღიას ფინალში თამაშის უფრო მეტი გამოცდილება აქვს - აქ მან 2007 წელს ითამაშა გადამწყვეტი მატჩი და ფედერერთან წააგო. ვნახოთ, ვისი არგუმენტები აღმოჩნდება უფრო წონადი.

ნიუ იორკში დუბლი გაიფორმა ამერიკელმა ბობ ბრაიანმა. ლიზელ ჰუბერთან ერთად მიქსტის მოგების შემდეგ, ბობმა თავის ტყუპისცალ მაიკთან ერთად მამაკაცთა წყვილთა თანრიგი მოუგო. ძმებს ორი ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია როჰან ბოპანასა (ინდოეთი) და აისამ ქიურეშის (პაკისტანი) აზიური დუეტის წინააღმდეგ. ამ გამარჯვებით ამერიკელებმა დაიბრუნეს ლიდერობას ATP-ის წყვილთა კლასიფიკაციაში, რომელიც ხოტა ხნით დაუთმეს კანადელ დანიელ ნესტორსა და სერბ ნენად ჟიმონჟიჩს.

კაცები

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 5:7, 6:1, 5.7, 6:2, 7:5; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მიხაილ იუჟნი (რუს, 12) 6:2, 6:3, 6:4.

ქალები

1/2 ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 7)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 6:4, 6:3; კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-ვენუს უილიამსი (აშშ, 3) 4:6, 7:6(2), 6:4.

ფინალი

კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-ვერა ზვონარევა (რუს, 7) 6:2, 6:1.

ლელო

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს