ტურინის "იუვენტუსის" მესვეურებმა ალესთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება გადაწყვიტეს
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" მესვეურებმა ალესანდრო დელ პიეროსთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტეს და ამის შესახებ, უახლოეს დღეებში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

ითქვა იმის შესახებაც, რომ "ვეკია სენიორას" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი პინტურიკიოს პირადად შეხვდება და მას ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს...

ეს ამბავი მალე მოედო მთელ იტალიას და კომენტარებიც უხვად გაკეთდა.

აი, რას ამბობს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელსაც სჩვევია სხვის საქმეში ჩარევა და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება:

"დელ პიერო ფენომენალური ფეხბურთელი და საოცრად კარგი ადამიანია. მასთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირს და ბედნიერი ვარ, რომ ახლოს ვიცნობ.

ალე დღესაც იდეალურ ფორმაშია და მიკვირს, რომ მას "იუვეს" მესვეურები სათანადოდ არ აფასებენ. როგორც გავიგე, კონტრაქტის მხოლოდ ერთი სეზონით გახანგრძლივება უნდა შესთავაზონ, რაც მის შეურაცხყოფად მიმაჩნია.

დიდი სიამოვნებით შევთავაზებდი ალეს მინიმუმ 3-წლიან კონტრაქტს, მაგრამ კარგად ვიცი, რომ იტალიაში "იუვენტუსის" გარდა არსად ითამაშებს. ეს ასეც უნდა იყოს, დელ პიერო "იუვეს" ლეგენდაა და ვერ წარმომიდგენია სხვა გუნდის, თუნდაც "ნაპოლის" მაისურში.

უბრალოდ, კარგი იქნება თუ ამ ლეგენდარულ ადამიანს სათანადოდ დააფასებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
ძნელია არ დაეთანხმო ამ კაცს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა