უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვლადიმერ კლიჩკომ მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ნიგერიელი სამუელ პიტერი და კიდევ ერთელ შეინარჩუნა...

უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვლადიმერ კლიჩკომ მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ნიგერიელი სამუელ პიტერი და კიდევ ერთელ შეინარჩუნა ორი პრესტიჟული ვერსიით (WBA, IBF) საჩემპიონო ქამრები. ბრძოლა ფრანქფურტის საფეხბურთო სტადიონ Commerzbank-Arena-ზე ჩატარდა.

ბრძოლისწინა ტრადიციულ აწონვაზე უკრაინელი ორნახევარი კილოგრამით მძიმე აღმოჩნდა თავის მეტოქეზე. ბრძოლის წინ მოკრივეები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ გამარჯვებაში, თუმცა ვლადიმერი პროგნოზებისას უფრო თავშეკავებული ჩანდა.

საწყისი რაუნდის პირველივე წამებიდან პიტერი წინ წავიდა და უკრაინელი მაშინვე შეეცადა ახლოს არ მიეშვა მოწინაღმდეგე. ნიგერიელი მიხვდა თავისი ჩანაფიქრის უაზრობას და კლინჩში შესვლა დაიწყო, თუმცა ამას უკრაინელის გეგმებისთვის ხელი არ შეუშლია. უმცროსი კლიჩკო კარგად გრძნობდა თავს როგორც ახლო, ასევე დისტანციაზე ბრძოლის დროს. ერთ მომენტში კინაღამ მიზანს მიაღწია პიტერის მარჯვენამ, რასაც უკრაინელმა თავში რამდენიმე დარტყმით უპასუხა.

მეორე რაუნდი პირველის ანალოგიურად დაიწყო. ნიგერიელმა შეუტია, მაგრამ მუდმივად კლიჩკოს მარჯვენა ხელს ეტაკებოდა. ერთმანეთის მიყოლებით ვლადიმერის ჯები მიზანს აღწევდა. რაუნდის შუაში რეფერიმ სამუელის ნოკდაუნი დააფიქსირა, თუმცა "ღამის კოშმარს" (ნიგერიელის მეტსახელი) ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

პიტერი უკანმოუხედავად გაიქცა წინ და უაზროდ იქნევდა მუშტებს. ასეთ დარტყმებს ვლადიმერი იოლად გაურბოდა. თანაც მიზანს მიაღწია უკრაინელის მარჯვნიდან მორიგმა დარტყმამ და აფრიკელი გონგმა გადაარჩინა.

მესამე რაუნდში პიტერი უფრო აკურატული იყო. გაშვებულმა დარტყმებმა აფრიკელი დაამშვიდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემპიონი კარგ ფორმაში იყო და სავარაუდოდ, ბრძოლის ბედი ნოკაუტით გადაწყდებოდა. რაუნდის ბოლოს ვლადიმერმა დარტყმებს მოუხშირა, პიტერი უძლებდა, თავად კი კვლავ ქაოტურად უტევდა.

მეოთხე რაუნდის დაწყებიდან ერთი წუთის შემდეგ, სამუელს მაგრად მოხვდა თავში და აფრიკელი იძულებული გახდა კლინჩში შესულიყო. პიტერს დიდი გამძლეობა აღმოაჩნდა. ვლადიმერმა იქვე სცადა მარჯვენა ხელით აპერკოტი, ამასთან უკრაინელს დისტანციის დაჭერაც არ ავიწყდებოდა, რადგან პიტერის დარტყმამ მართალია ძალა დაკარგა, მაინც სახიფათო იყო. "კოშმარი" უაზროდ ხარჯავდა ძალებს უმისამართო დარტყმების გამო.

მეხუთე რაუნდის წინ ცხადი გახდა, რომ სამუელი ფიზიკურად ვეღარ უძლებდა და ძალიან მძიმედ სუნთქავდა. გულშემატკივრებს ახსოვდათ, რომ ვლადიმერი მათ ბრძოლის ნაადრევად დასრულებას დაპირდა, ამიტომაც ისინი ყოველ რაუნდში ჩემპიონის გამარჯვებას ელოდნენ. ამისთვის ერთი კარგი დარტყმაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ პიტერი ასე იოლად დანებებას არ აპირებდა. პრეტენდენტი იგერიებდა დარტყმებს და პირველი შესაძლებლობისთანავე კლინჩში შედიოდა. ერთხელ მარცხენა ლოყაშიც კი მოარტყა უკრაინელს. ასე დასრულდა მორიგი რაუნდი.

მის შემდეგ კლიჩკომ რატომღაც ტემპს უკლო, რამაც ნიგერიელი ოდნავ გამოაფხიზლა. თუმცა მეექვე რაუნდის ბოლოს ვლადიმერმა მარცხენა გვერდითი დარტყმით ზუსტად და ძლიერად მოარტყა მეტოქეს და პიტერი კვლავ გონგმა გადაარჩინა.

მეშვიდე რაუნდში აფრიკელს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. მან გაუძლო რაუნდის პირველ ნახევარს და შემდეგ რამდენიმე შეტევის განხორციელება სცადა. ცოტა ხანში რეფერის ისევ მოუწია ბრძოლის შეჩერება - მან პრეტენდენტს ხელთათმანის გასწორება მოსთხოვა და ეს პაუზაც აფრიკელის სასარგებლოდ იყო. მიუხედავად ამისა, რაუნდის ბოლო ჩემპიონის კარნახით წარიმართა, რომელსაც მაყურებელიც მხარს უჭერდა. პუბლიკა ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ითხოვდა.

მერვე სამწუთეული დიდად არ განსხვავდებოდა წინა რაუნდებისგან. პიტერი დარტყმებს ატარებდა, ვლადიმერი კი არ ჩქარობდა ორთაბრძოლის დასრულებას, არადა ერთ ეპიზოდში მარჯვენა აპერკოტი იკითხებოდა, თუმცა უკრაინელმა საბოლოო დარტყმა რატომღაც არ შეასრულა. მეცხრე რაუნდში ნიგერიელს კიდევ რამდენჯერმე მოხვდა, მაყურებელმა კი მოიწყინა, რადგან აფრიკელი მიეწება მეტოქეს და აქტიურ ბრძოლაზე საერთოდ აიღო ხელი.

პიტერის წვალებას მეათე რაუნდში მოეღო ბოლო. ვლადიმერმა თავიდანვე გაზარდა დარტყმების ტემპი. ნიგერიელი თითქოს ამჯერადაც უძლებდა, მაგრამ დარტყმების მორიგი სერიის შემდეგ სამუელი რინგზე დაეცა, საიდანაც ადგომა მხოლოდ თავისი სეკუნდანტების დახმარებით მოახერხა.

ლელო

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა