სერია A-ს მეორე ტურმა ისეთი შედეგები მოიტანა, რომელსაც ცოტა თუ წარმოიდგენდა. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს იყო სენსაციების ტური...

სერია A-ს მეორე ტურმა ისეთი შედეგები მოიტანა, რომელსაც ცოტა თუ წარმოიდგენდა. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს იყო სენსაციების ტური? - რა თქმა უნდა შეგვიძლია, რადგან ფავორიტების აბსოლუტურმა უმეტესობამ სრული კრახი განიცადა.

მართალია, შაბათს "ინტერმა" "უდინეზეს" მოუგო და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, მაგრამ იმავე დღეს, სერია A-ს კიდევ ორმა ფავორიტმა იასპარეზა და აი მათ კი გულშემატკივრები რბილად რომ ვთქვათ გააწბილეს. ზლატან იბრაჰიმოვიჩით და რობინიოთი გაძლიერებულმა "როსონერიმ" დებიუტანტ "ჩეზენას" ვერაფერი დააკლო და მეტად მოულოდნელი მარცხი იწვნია.

"რომას" ამბავს კი ჯობია ნუ იკითხავთ - კლაუდიო რანიერის შეგირდებმა ნამუსზე აიღეს ხელი და "კალიარისთან" 5:1-ზე განადგურდნენ. შეხვედრის ანტიგმირი ნიკოლას ბურდისო გახლავთ, ვინაც პირველივე ტაიმში გააძევეს მოედნიდან და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დედაქალაქელთა რბევა. თუმცა, კაცნაკლულობით ასეთი კატასტროფული შედეგის გამართლება არაფრით არ შეიძლება. ფაქტია, რომ "ჯალოროსიში" ყველაფერი რიგზე ვერ არის და ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტები ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე საუბრობდნენ.

სანამ "მილანს" დავუბრუნდებოდეთ, იქამდე ისევ "რომაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა - ნამატჩევს, ფეხბურთელებს დანა პირს არ უხსნიდათ, კლაუდიო რანიერიმ კი მოკლე კომენტარი გააკეთა: "ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც არაფერი გამოგდის. მართალია, ოპტიმალური ფორმისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ ასეთ მარცხს ნამდვილად არ მოველოდი. სამუშაო ბევრია და ვეცდებით, რეაბილიტაცია მომდევნო ტურში მოვახდინოთ".

სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე "მილანს", რომელიც ჩეზენაში გააკრეს ბეჭებზე და თანაც სრულიად დამსახურებულად. მართალია, მატჩის შემდეგ ლომბარდიელები მსაჯის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ დებიუტანტმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მარცხმა თვით სილვიო ბერლუსკონი აღაშფოთა, მანაც თქვა ერთი-ორი "ტკბილი" სიტყვა არბიტრზე, რამაც იტალიელი ჟურნალისტების გაკვირვება გამოიწვია. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, რეფერიმ მასპინძელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც იბრაჰიმოვიჩმა ვერ გამოიყენა. შვედ ფორვარდზე ცალკე შეიძლება საუბარი - მთელი 90 წუთის განმავლობაში დასეირნობდა, ხეირიანი არაფერი უქნია და ბოლოს პენალტიც ძელს მოარტყა - მოკლედ, დებიუტი ჰქონდა, კაცი უკეთესს ვერ ინატრებს.

სამაგიეროდ, ჩეზენელმა ბოგდანმა გამოიდო თავი და კრისტიან აბიატის შესანიშნავი თავური გაუტანა. ტანმაღალმა ალბანელმა ფორვარდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო და ტექნიკითაც დაგვამახსოვრა თავი. იბრაჰიმოვიჩის რა გითხრათ და აი, ბოგდანმა ნამდვილად გვაჩვენა, რომ მაღალი კლასის თავდამსხმელია.

შესანიშნავად აუბა მას მხარი ჯაკერინიმ, კიდევ ერთმა სრულიად უცნობმა ფეხბურთელმა, რომელიც მაღალი სისწრაფით და მოედნის ხედვით გამოირჩა. განსაკუთრებნული აღნიშვნის ღირსი კი "ჩეზენას" უკანახაზია, რომელიც უკვე ორი თამაშია კარს მშრალად ინახავს - საოცრებებს ახდენს იაპონელი მცველი ნაგატომო, რომელიც ყველგან იყო და ყველაფერს ასწრებდა. მოკლედ, ბრავო "ჩეზენას" და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ საინტერესო ამბავს.

"იუვენტუსი"-"სამპდორიას" დაპირისპირება ცენტრალურად იყო მიჩნეული და თამაშის სცენარიც ისეთი გამოვიდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებს ნეიტრალური გულშემატკივარი. მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და შედეგიანი საყაიმო რეზულტატით დასრუილდა. შესანიშნავად გაისარჯა ახალგაზრდა თავდამსხმელი ნიკოლა პოცი, ისევე როგორც ანტონიო კასანო - პირველმა ორი გოლი გაიტანა და დაგვანახვა, რომ ჯამპაოლო პაცინის შეცვლა თავისუფლად შეუძლია.

რაც შეეხება "იუვეს", გუნდი ჯერ ჩამოყალიბების სტადიაშია და წუნი ბევრია, თუმცა პოტენციალი იგრძნობა და დანარჩენი უკვე ლუიჯი დელ ნერის და დროის ამბავია. ეგ არის, რომ ჩემპიონატი უკვე ხურდება და დაკარგული ქულების ანაზღაურება ძალიან გაჭირდება.

ცუდ დღეშია "ფიორენტინა", ფლორენციელებმა "მილანთან" შერცხვენილ "ლეჩესთან" წააგეს და ჯერჯერობით, ცხრილის ფსკერზე არიან. თუმცა, აქ იმდენად ცხრილშიც არ არის საქმე - გუნდი ძალიან სუსტად გამოიყურება და ასეთი თამაშით მაღალი მიზნების მიღწევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ვერ გეტყვით რაზე ფიქრობს სინიშა მიხაილოვიჩი, მაგრამ ფაქტია, რომ შეტევაში მისი გუნდი ძალიან მოიკოჭლებს.

უიღბლო გამოდგა კახა კალაძის გენუური დებიუტი, მისმა "ჯენოამ" საკუთარ მოედანზე "კიევო" მიიღო და ყველასათვის მოულოდნელად, სასტიკი მარცხი იწვნია. არადა, მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და ანგარიში სტარტზევე გახსნეს, თუმცა ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და იმ ერთმა გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და შეუცვლელად იასპარეზა.

ზემოთ, ძალიან მოკლედ ვთქვით "ინტერის" გამარჯვებაზე და ბოლოსკენ, სწორედ ტურის გახსნით მატჩს უნდა დავუბრუინდეთ. მილანელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. "ჯუზეპე მეაცას" ტრიბუნებზე შეკრებილმა ქომაგებმა რაფაელ ბენიტესი სტვენით გააცილეს მოედნიდან.

გარდა თამაშის ცუდი ხარისხისა, ტიფოზებს ესპანელის საკადრო პოლიტიკა არ მოსწონთ - "უდინეზესთან" ძირითად შემადგენლობაში მარიგა და ბიაბიანი ვიხილეთ, ამ ფეხბურთელების კვალიფიკაციაში კი იტალიაში ძალიან ბევრს შეაქვს ეჭვი. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება რაფას მილანური მოღვაწობა.

ინტერი-უდინეზე 2:1

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი 6.5 - ძანეტი 8.0, ლუსიო 7.0, სამუელი 6.5, კივუ 5.0 (55. კორდობა 5.5) - მარიგა 5.0, კამბიასო 6.0 - ბიაბიანი 5.5 (63. პანდევი 5.5), სნეიდერი 6.5, ეტოო 7.0 - მილიტო 5.5 (81. მუნტარი).

უდინეზე (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი 6.0 - ზაპატა 6.5, ბენეტია 6.5 (84. კუარდადო), დომიცი 6.0 - პინცი 6.5, ინლერი 5.5, ასამოა 5.5, პასკუალე 6.0 (59. ანჯელა 5.0) - სანჩესი 7.5, დი ნატალე 5.5 - ფლორო ფლორესი 6.5 (63. კორადი 5.5).

გოლები: 1:0 ლუსიო (7), 1:1 ფლორო ფლორესი (31), 2:1 ეტოო (67)

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14-12 (6-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 50 000

კალიარი-რომა 5:1

კალიარი (4-3-1-2): აგაცი 7.5 - პიზანო 6.5, კანინი 6.0, ასტორი 6.0, აგოსტინი 6.5 - ბიონდინი 6.5, ნაინგოლანი 6.5, კონტი 8.0 (30. ლაძარი 6.5) - კოსუ 8.0 - აკვაფრესკა 7.0 (67. პინარდი 6.0), მატრი 7.5 (75. ნენე 6.0).

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო 5.5 - კასეტი 5.0, ნ. ბურდისო 3.0, ჟუანი 5.5, კასტელინი (15. როზი 5.0) - პეროტა 5.5, პიზარო 5.5, დე როსი 6.0 - მენეზი 6.0 (64. ბაპტიშტა) - ტოტი 6.0 (25. გ. ბურდისო 5.5), ბორიელო.

გოლები: 1:0 კონტი (8), 1:1 დე როსი (18), 2:1 მატრი (23), 3:1 აკვაფრესკა (38), 4:1 მატრი (47), 5:1 ლაძარი (88)

გაძევება: ბურდისო (23)

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 4-9; ჯარიმა: 9-23; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10-14 (6-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 16 000

ჩეზენა-მილანი 2:0

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი 6.5 - ჩეკარელი 6.5, პელეგრინო 7.0, ვონ ბერგენი 7.0, ნაგატომო 7.5 - აპია 6.5, კოლუჩი 6.5, პაროლო 7.0 - შელოტო 7.5, ბოგდანი 7.5 (81. მალონგა), ჯაკერინი 8.0.

მილანი (4-3-3): აბიატი 5.5 - ბონერა 5.5, ტიაგო სილვა 5.5 (46. აბატე 5.5), პაპასტატოპულოსი 4.5, ანტონინი 5.5 - პირლო 5.5, ამბროზინი 5.0, გატუზო 5.5 (64. ინძაგი 6.0) - რონალდინიო 5.5 (56. რობინიო 5.0), პატუ 6.0, იბრაჰიმოვიჩი 4.0.

გოლები: 1:0 ბოგდანი (31), 2:0 ჯაკერინი (44)

გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 9-12; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 12-13 (4-5); ბურთის ფლობა: 31%-69%.

მაყურებელი: 23 000

ბრეშა-პალერმო 3:2

ბრეშა (4-3-1-2): სერენი 7.5 - ბერარდი 6.0, ბეგა 5.5, ვიდალი 6.0, დალამანო 6.0 - კორდოვა 5.5 (86. ა. ფილიპინი), ბაიოკო 5.0, ჰეტამაი 6.0 - დიამანტი 6.5 (54. კონე 5.5) - ედერი 7.0 (73. პოსანცინი), კარაჩოლო 7.0.

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ 5.5 - კასანი 6.0, მუნოზი 4.5, ბოვო 5.5, ბალცარეტი 6.0 - მილიაჩო 5.0 (48. ილიჩიჩი), ნოჩერინო 6.0, ლივერანი 5.0 (69. ბასინოვიჩი) - პასტორე 7.5, კასამი 5.0 (46. მაკარონე 6.0) - ერნანდესი 5.0.

გოლები: 1:0 დალამანო (3), 1:1 პასტორე (22), 2:1 ედერი (28), 3:1 კარაჩოლო (43-პენ), 3:2 ბალცარეტი (83)

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 2-6; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 14(6)-18(11); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 27 000

კატანია-პარმა 2:1

კატანია (4-3-1-2): ანდუხარი 7.0 - პოტენცა 6.0, სილვესტრი 6.5, სპოლი 6.5, კაპუანო 7.0 - ისკო 5.0 (57. გომესი 6.5), ბიაჯანტი 6.5, ლედესმა 6.0 - რიკიუტი 6.0 - მაქსი ლოპესი 5.0 (79. ანტონუჩი 6.5), მასკარა 6.5.

პარმა (4-3-3): მირანტე 5.5 - ძაკარდო 6.0, პაჩი 5.0, ლუკარელი 5.5, ანტონელი 6.0 - ვალიანი 5.0, მორონე 6.0, გობი 6.0 - ჯოვინკო 7.0, ბოჟინოვი (62. კრესპო), მარკესი 6.5.

გოლები: 1:0 მასკარა (12-პენ), 2:0 ანტონუჩი (82-პენ), 2:1 ჯოვინკო (90)

გაძევება: ლუკარელი (90)

გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 5-10; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 7(3)-11(4); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 11 000

ჯენოა-კიევო 1:3

ჯენოა (3-4-3): ედუარდო 6.0 - რანოკია (46. ხარჯა 5.5) 6.0, დაინელი 5.0, კალაძე 6.0 - რაფინია 5.0, როსი 4.0, მილანეტო 6.0 (67. ველოზო 5.0), კრიშიტო 6.0 - პალასიო 6.5, დესტრო 6.0 (79. რუდოლფი 6.0), სკული.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო 7.5 - ანდრეოლი 7.0, სარდო 6.0, ჩეზარი 6.5, მანტოვანი 6.5 - ლუსიანო 7.5, რიგონი 6.5, მარკოლინი 7.0 (59. ფერნანდესი 6.0) - ბენტივოლიო 6.5 (84. ბოლიაჩინო) - პელისიერი 7.0, მოსკარდელი 7.5 (67. გრანოკე 6.0).

გოლები: 1:0 დესტრო (6), 1:1 მოსკარდელი (45), 1:2 მარკოლინი (56), 1:3 პელისიერი (74)

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 9-6; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8(6)-10(8); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 22 940

იუვენტუსი-სამპდორია 3:3

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი 7.0 - მოტა 5.5 (76. გრიგერა 6.0), ბონუჩი 5.5, კიელინი 6.0, დე ჩელიე 5.5 - კრასიჩი 7.5, მელო 6.5, მარკიზიო 7.0, პეპე 7.0 (77. აკვილანი) - დელ პიერო 6.5, კვალიარელა 6.5.

სამპდორია (4-3-1-2): კურჩი 6.5 - ძაური 5.5, გასტალდელო 5.0, ლუკინი 5.0 (79. ვოლტა), ციგლერი 5.5 - სემიოლი 5.0 (69. მარილუნგო 7.0), პალომბო 7.0, დესენა 6.5 - კომანი 5.5 (58. ობიანგი 6.5) - კასანო 7.0, პოცი 7.5.

გოლები: 0:1 პოცი (36), 1:1 მარკიზიო (43), 2:1 პეპე (50), 2:2 კასანო (64), 3:2 კვალიარელა (67), 3:3 პოცი (73)

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა 18(10)-9(5); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 23 949

ლაციო-ბოლონია 3:1

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა 6.0 - ბიავა 6.0, დიასი 6.5, რადუ 6.0, ლიხტშტაინერი 6.5 - ბროკი 6.5 (85. ბრეშიანო), ლედესმა 6.5, მაური 7.0 - ერნანესი 7.0, სარატე 4.5 (46. კოზაკი 6.5) - როკი 7.0 (76. ფოჯა 6.0).

ბოლონია (3-4-1-2): ვივიანო 6.0 - ესპოზიტო 5.5, პორტანოვა 6.5, ბრიტოსი 6.0 - გარიჩი 5.5 (80. მეჯორინი 6.5), პერესი 6.0, მუდინგაი 7.0, რუბინი 5.5 - კაზარინი 6.0 (76. პაპონი 5.5) - დი ვაიო 5.0, ხიმენესი 5.0.

გოლები: 1:0 მაური (68), 2:0 როკი (75), 2:1 მუდინგაი (78), 3:1 ერნანესი (90)

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 10(7)-9(1); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 20 000

ლეჩე-ფიორენტინა 1:0

ლეჩე (4-3-2-1): როზატი 6.5 - ვივესი 7.0, გუსტავო 6.5, ფერარიო 6.0, ჯულიატო 6.5 - მუნარი 6.0, ჯაკომაცი 6.5 (83. ფაბიანო), გროსმიულერი 7.0 (74. მესბაჰი) - პიატი 7.5, დი მიკელე 7.0 (64. კოპოლა 6.0) - კორვია 5.5.

ფიორენტინა (4-2-3-1): ფრეი 6.0 - დე სილვესტრი 5.0, კროლდრუპი 6.5, ფელიპე 5.5, პასკუალი 6.0 - მონტოლივო 5.0, ძანეტი 6.0 (56. ლიაჯიჩი 6.5) - მარკიონი 4.5, დაგოსტინო 5.5 (85. დონადელი), ჩერჩი 5.5 (73. ბაბაკარი) - ჯილარდინო 5.0.

გოლი: 1:0 დი მიკელე (9)

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 8(4)-8(3); ბურთის ფლობა: 47%-%53.

მაყურებელი: 9 000

ნაპოლი-ბარი 2:2

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი 5.5 - კამპანიარო 5.5, კანავარო 6.0, გრავა 5.0 (70. არონიკა 6.0) - მაჯო 6.0, პაციენცა 6.0 (76. სოსა), გარგანო 6.0, დოსენა 6.5 (65. სუნიგა 6.0) - ჰამშიკი 6.5, ლავეცი 6.5 - კავანი 7.0.

ბარი (4-4-2): ჟილე 6.0 - რაჯი 6.0 (75. ბელმონტე), ა. მაზიელო 6.0, ს. მაზიელო (14. როსი 6.5), პარიზი 6.5 - ალვარესი 5.5, ალმირონი 7.0, დონატი 6.0, ბარეტო 7.0 (59. კასტილიო 7.0) - კუტუზოვი 5.0, გეზალი 6.0.

გოლები: 0:1 ბარეტო (12), 1:1 კავანი (30), 2:1 კანავარო (86), 2:2 კასტილო (88)

გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 12-4; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14(6)-11(8); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 22 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. კიევო 2 2 0 0 5-2 6

2. კალიარი 2 1 1 0 5-1 4

3. სამპდორია 2 1 1 0 5-3 4

4. ჩეზენა 2 1 1 0 2-0 4

5. ბარი 2 1 1 0 3-2 4

6. ინტერი 2 1 1 0 2-1 4

7. მილანი 2 1 0 1 4-2 3

8. პარმა 2 1 0 1 3-2 3

9. კატანია 2 1 0 1 3-3 3

10. ლაციო 2 1 0 1 3-3 3

11. ბრეშა 2 1 0 1 3-4 3

12. ჯენოა 2 1 0 1 2-3 3

13. ლეჩე 2 1 0 1 1-4 3

14. ნაპოლი 2 0 2 0 3-3 2

15. იუვენტუსი 2 0 1 1 3-4 1

16. პალერმო 2 0 1 1 2-3 1

17. ფიორენტინა 2 0 1 1 1-2 1

18. ბოლონია 2 0 1 1 1-3 1

19. რომა 2 0 1 1 1-5 1

20. უდინეზე 2 0 0 2 1-3 0
ბომბარდირები: 2 - კასანო (სამპდორია), მატრი (კალიარი), მოსკარდელი (კიევო), პატუ (მილანი), პელისიერი (კიევო), პოცი (სამპდორია).

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!