რუსულ ნიჟნი ნოვგოროდში 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ევროპის პირველობა გაიმართება
რუსულ ნიჟნი ნოვგოროდში 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ევროპის პირველობა გაიმართება. ახალგაზრდებში ამ შეჯიბრების ქართველი მონაწილეების ვინაობა უნდა გამოევლინა ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც გუშინ ვაკის საკალათბურთო დარბაზში დამთავრდა.

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 56 სპორტსმენი იბრძოდა მედლებისთვის ორ ასაკში. მოასპარეზეთა შორის გახლდათ ელვირა ზუკაკიშვილი, რომელიც აქამდე ტურნირებში რუსეთის სახელით გამოდიოდა, მაგრამ მას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მიენიჭა და ამიერიდან საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავს.

ახალგაზრდები მრავალჭიდში ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას. საპრიზო ადგილები აქ ასე განაწილდა: 1. გაბრიელა ხვედელიძე (მწვრთნელი ბელა კობალაძე), 2. სოფიო ფარულავა (ლუბა სერგოვანცევა), 3. სალომე ფაჟავა (ელისო ბედოშვილი). ევროპის პირველობაზე ხვედელიძე ორ საგანში იასპარეზებს, ფარულავა და ფაჟავა კი თითო საგანში მოსინჯავენ ძალებს.

უფროსებში საქართველოს ჩემპიონატზე მედლები ცალკეულ საგნებში გათამაშდა. გაცნობებთ გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას:

რგოლები. 1. მედეა გათენაძე, 2. ქეთევან ასიტაშვილი, 3. ელვირა ზუკაკიშვილი.

ბურთი. 1. ლია ცეცაძე, 2. ელვირა ზუკაკიშვილი, 3. სალომე ბურდილაძე.

გურზები. 1. მედეა გათენაძე, 2. ელვირა ზუკაკიშვილი, 3. ნაზი ასიტაშვილი.

ლენტი. 1. ელვირა ზუკაკიშვილი, 2. სალომე ბურდილაძე, ლია ცეცაძე.

თბილისი 12-13 მაისს მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა