უკრაინულ ვიშალიგაში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ვასილ გიგიაძის "ტავრია" შინ 0:1 დამარცხდა კიევის "არსენალთან". ჩვენი ვეტერანი 51-ე წუთზე საკაცით გაიყვანეს მოედნიდან...

უკრაინულ ვიშალიგაში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ვასილ გიგიაძის "ტავრია" შინ 0:1 დამარცხდა კიევის "არსენალთან". ჩვენი ვეტერანი 51-ე წუთზე საკაცით გაიყვანეს მოედნიდან, მან სახის სერიოზული ტრავმა მიიღო. საავადმყოფოში ქართველს ნიკაპზე რამდენიმე ნაკერი დაადეს. "ტავრია" 10 ქულით მე-10 ადგილზეა.

დონეცკში "მეტალურგი"-"კრივბასის" მატჩში სტუმართა სასტარტოში ბექა გოცირიძე ვიხილეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველ ნახევარმცველს 33-ე წუთზე უკან უხმეს. სანდრო კობახიძე კი სათადარიგო დარჩა. მატჩი 2:2 დასრულდა, "კრივბასი" 10 ქულით მე-11-ეა.

ზაპოროჟიეს "მეტალურგის" 18 ნომერმა დიმიტრი ტატანაშვილმა პირველად ითამაშა ახალი კლუბის სასტარტო შემადგენლობაში, მისი გუნდი კიევის "დინამოს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მას მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა, მე-40 წუთზე თუმდა დინამოელთა გოლკიპერმა კოვალმა მკერდით აუღო. "მეტალურგი" 2 ქულით ბოლო ადგილზეა.

უჩა ლობჟანიძის "დნიპრომ" სტუმრად 2:0 მოუგო "ვორსკლას", უჩამ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველის გუნდი 19 ქულით მესამეა, უკრაინული გრანდების შემდეგ.

გიორგი გაბედავასა და სანდრო გურულის გუნდებმა 5-გოლიანი თრილერი ითამაშეს, "ილიჩევეცი" შინ 2:3 დამარცხდა "კარპატისთან". გაბედავამ მხოლოდ მატჩის ბოლო 7-8 წუთი ითამაშა, გურულს საერთოდ არ უთამაშია. "კარპატი" 17 ქულით მეოთხეა, ხოლო "ილიჩევეცი" 7 ქულით - მე-14.

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს