უნგრულ შოპრონილიგაში ქართული გოლი გავიდა, "ეტომ" 3:0 გაანადგურა "დებრეცენი", რატი ალექსიძემ თავი 87-ე წუთზე გამოიჩინა.

უნგრულ შოპრონილიგაში ქართული გოლი გავიდა, "ეტომ" 3:0 გაანადგურა "დებრეცენი", რატი ალექსიძემ თავი 87-ე წუთზე გამოიჩინა. რატიმ დიდებულად ითამაშა, პირველი გოლისას შედეგიანი პასი მიითვალა, მასთან უხეშობისთვის 43-ე წუთზე ფარკაში გააძევეს და ბოლოს თავად ქართველმაც გამოიჩინა თავი (შეფასება - 7 ბალი). "დიორი ეტოს" სხვა ქართველები არ გამოჩენილან. "ეტო" 8 ქულით მე-10 ადგილზეა. ვახტანგ ფანცხავას "ვაშაშმა" 9 კაცით დაასრულა მატჩი "კაპოშვართან" - 1:2. ქართველმა ფორვარდმა მეორე ტაიმი ითამაშა. "ვაშაში" 10 ქულით მეექვსეა.

გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინამ" 2:0 მოუგო სტუმრად "ჩუკარიჩკის", ქართველმა 90 წუთი ითამაშა. რუმინეთში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" სტუმრად "ტარგუსთან" 0:1 დამარცხდა, ქართველი მცველი 74-ე წუთზე შეცვალეს. "გაზ მეთანი" 11 ქულით მე-6 ადგილზეა.

დანიის მეორე დივიზიონში დავით დევდარიანის "ორჰუსმა" 7:1 გაანადგურა "ჰრიდოვრე", ამ წარმატებას საფუძველი ქართველმა ჩაუყარა (რომელმაც წინა ტურში ჰეთ თრიკი შეასრულა), მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში. ლატვიაში თავი გამოიჩინა "დაუგავას" ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ, მოლდოვაში თავი გამოიჩინა დავით გამეზარდაშვილმა, რუსეთის I დივიზიონში კი - ოთარ მარცვალაძემ.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა