ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. XXVIII ტურის გამოხმაურება: არის ინტრიგა, ველოდებით 11 აპრილს

ბუნდესლიგა. XXVIII ტურის გამოხმაურება: არის ინტრიგა, ველოდებით 11 აპრილს

დორტმუნდის "ბორუსიამ" "შტუტგარტთან" 4:4-ით მიუნხენის "ბაიერნს" მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა
დორტმუნდის "ბორუსიამ" "შტუტგარტთან" 4:4-ით მიუნხენის "ბაიერნს" მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა. "დანქე!" - თქვეს მიუნხენელებმა და ლიდერს სათოფეზე მიუახლოვდნენ.

BVB რეკორდმაისტერს უკვე მხოლოდ სამი ქულით უწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნის" ბედი ახლა "ბაიერნის" ხელშია. საკმარისია, რეკორდმაისტერმა ყველა დარჩენილი მატჩი მოიგოს (მათ შორის, 11 აპრილს დორტმუნდში), რომ ბავარიული გრანდი ჩემპიონი გახდება - დღევანდელი გადასახედიდან ასეა, რადგან "ბაიერნს" "ბორუსიაზე" უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს და დორტმუნდში მოგების შემთხვევაში გალიდერდება.

28-ე ტურმა გადარჩენისთვის გაჩაღებულ ბრძოლაშიც სერიოზული კორექტივები შეიტანა: ვნახეთ მსაჯის შეცდომები, ისტორიული დუბლი და ბუნდესლიგის დებიუტანტი, რომელსაც არაფრისდიდებით არ სურს მეორე ბუნდესლიგაში დაბრუნება და რაც მთავარია, გადარჩენის სურვილი თამაშზეც ეტყობა.

ფინალი 11 აპრილს

მიუნხენში მიხვდნენ, რომ გოლების ფესტივალი კარგი სანახაობაა, მაგრამ დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. ძალების მაქსიმალური ხარჯვა კი ამ ეტაპზე უკვე ზედმეტად სარისკოა, რადგან "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს. ამრიგად, მიუნხენელებმა ისევ ეკონომიურობაზე გააკეთეს აქცენტი, თუმცა რამდენადაც დაიხარჯნენ, ეს "ნიურნბერგთან" ბავარიულ დერბიში სამი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელებმა მხოლოდ 1:0 მოიგეს (რობენის გოლით), "ბაიერნში" ყველა კმაყოფილი იყო. თუმცა ამ კმაყოფილების მთავარი მიზეზი არა თავად ბავარიული გრანდი ან რობენი, არამედ, პირველ რიგში, "შტუტგარტი" და შვაბურ კლუბთან ერთად, "დორტმუნდიც" გახლდათ - რაც უნდა იყოს, მაინც უნდა ვთქვათ, რომ "ბორუსიამ" გაუგონარ სიტუაციაში დაკარგა ქულები.

კარგია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბა. 11 აპრილს დაგეგმილ მატჩს "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის ისედაც გერმანიის ჩემპიონატის ფინალის სტატუსი ჰქონდა, ახლა კი ინტრიგა კიდევ უფრო მოემატა.

აუგსბურგი რჩება?

"აუგსბურგი" არსებობის ისტორიაში პირველად თამაშობს გერმანიის ელიტაში და აბსოლუტურად ლოგიკური იყო სეზონის წინ გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ეს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების უპირველესი კანდიდატი იქნებოდა.

"აუგსბურგმა" სეზონი ფატალურად დაიწყო (8 ტური ისე მიილია, მოგება არ ჰქონდა) და შესაბამისად, ლეგიტიმური გახლდათ მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ აუგსბურგელებს ბერლინის "ტასმანიას" "ლეგენდარული" ანტირეკორდის "დამხობის" რეალური შანსი ჰქონდათ. თუმცა იოს ლუჰუკაის გუნდმა შეძლო და გარდატეხა არა მარტო თამაშში, არამედ შედეგებშიც შეიტანა.

ამ უქმეებზეც აუგსბურგელებმა უშუალო კონკურენტ "კიოლნთან" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ოდნავადაც არ ჰგავდნენ ისეთ გუნდს, რომელიც აუცილებლად მეორე ბუნდესლიგაში უნდა დაქვეითდეს.

"ჩვენ უკვე ვარსკვლავებს ვეთამაშებით," - ნახევრად ხუმრობით თქვა "კიოლნთან" მოგებული მატჩის შემდეგ "აუგსბურგის" მენეჯერმა ანდრეას რეტიგმა. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რაც ხსენებულ მატჩში ასევე ნათლად გამოჩნდა - კიოლნელებს თითქოს არ ჰქონდათ ბრძოლის სურვილი. მიუხედავად ამისა, "თხების" ბოსებმა მწვრთნელი სტალე სოლბაკენი პოსტზე დატოვეს. ვითომ, დიდი ხნით?

ჰანოვერი ევროპისკენ, გლადბახს არაფერი უჭირს

"ჰანოვერის" სპორტულმა დირექტორმა იორგ შმადტკემ თავისი გუნდისა და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მატჩის პირველი ტაიმი იდეალურად გააანალიზა - მართალია, ტაქტიკურად ძალიან საინტერესო თამაში მიდის, მაგრამ ფაქტია, რომ მაყურებლებმა მაგრად მოიწყინესო. პირველ 45 წუთში მოედანზე თვალსასეირო არაფერი მომხდარა - როცა შეტევაში წასვლა არცერთ გუნდს არ სურს, რა გასაკვირია, რომ ტაიმი 0:0 მთავრდება.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო და "AWD-არენაზე" შეკრებილი ქომაგები უკვე თვლემდნენ, როცა "წითლების" ფორვარდმა დიდიე ია კონანმა ანგარიში გახსნა და თამაში გამოაცოცხლა.

გუნდებმა შეუტიეს, თითო გოლი გაცვალეს და "ჰანოვერმა" ბუნდესლიგაში მოღვაწეობის ისტორიაში 250-ე გამარჯვება იზეიმა, რითაც მეხუთე ადგილამდე აღზევდა. ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლა უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ დღესდღეობით ამ საგზურის მოპოვების საუკეთესო შანსი სწორედ მირკო სლომკას შეგირდებს აქვთ. შეგახსენებთ, რომ "ჰანოვერი" ახლაც ევროპალიგის მეოთხედფინალშია.

რაც შეეხება "გლადბახს": მართალია, ლუსიენ ფავრის გუნდმა ბოლო დროს მაგრად აურია, მაგრამ მიონხენგლადბახელებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან მეოთხე ადგილზე ძველებურად კომფორტულად არიან მოკალათებულები და ახალ მეხუთეადგილოსან "ჰანოვერს" 11 ქულით უსწრებენ.

პენალტი აქეთ, პენალტი იქით

ერთ მატჩში ორი პენალტი იშვიათობა არ არის. სამაგიეროდ, იშვიათია, როცა ორივე პენალტი უსამართლოდ ინიშნება. კვირას, "ჰოფენჰაიმისა" და "შალკეს" მატჩში, არბიტრმა მარკუს შმიდტმა ორი არდასანიშნი თერთმეტმეტრიანი დანიშნა - ჯერ გელზენკირხენელთა მეკარე ლარს უნერშტალზე დააფიქსირა თამაშის წესების დარღვევა, არადა, "შალკეს" მეკარეს სვენ შიპლოკთან ორთაბრძოლისას ცუდი არაფერი ჩაუდენია; მერე კი "ჰოფენჰაიმის" მცველი ანდრეას ბეკიც დააჯარიმა; არადა, ჩინედუ ობასი ოგბუკე "სოფლელთა" საჯარიმოში ფაქტობრივად თავისით დაეცა.

კარგი მხოლოდ ის არის, რომ მსაჯის მცდარი გადაწყვეტილებებით საბოლოო ჯამში არცერთი გუნდი არ დაზარალდა - ჰუნტელაარმაც და სალიჰოვიჩმაც პენალტები უპრობლემოდ გაიტანეს და ბოლოს "შალკესაც" და "ჰოფენჰაიმსაც" თითო-თითო ქულა დარჩათ. სამართლიანი გახლდათ ჰოფენჰაიმელთა თავკაცი მარკუს ბაბელიც, რომელმაც თქვა, ორივე კარში სასაცილო პენალტები დაინიშნა და კიდევ კარგი, რომ ბარი-ბარში ვართო.

ტურის გამარჯვებული: იულიან შიბერი

"დორტმუნდისა" და "შტუტგარტის" დუელი 4:4 დამთავრდა, რაც იმას ნიშნავს, მატჩს რომ ნომინალური გამარჯვებული არ ჰყოლია; მაგრამ თუ მაინც მოგებულის პოვნა გვინდა, ეს სტატუსი შვაბენლანდური კლუბის თავდამსხმელ იულიან შიბერს უნდა მივანიჭოთ. თუკი "ამ პატიოსან კაცს" ტურის წინ მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, საფინალო სასტვენის შემდეგ მისი გოლების რაოდენობა მთელი 200 პროცენტით გაიზარდა. ამიტომაც თქვა შიბერმა თამამად, მართალია, მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ მე თავს გამარჯვებულად მივიჩნევო.

28-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)

ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.

1. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 2

2. მენსურ მუიჯა ფრაიბურგი 1

3. ჯიბრილ სანკო აუგსბურგი 2

4. ილქაი გიუნდოგანი ბორუსია (დ) 3

5. გეორგ ნიდერმაიერი შტუტგარტი 2

6. აშკან დეჟაგა ვოლფსბურგი 1

7. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 9

8. იულიან შიბერი შტუტგარტი 1

9. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 5

10. პატრიკ ჰელმესი ვოლფსბურგი 2

11. მაქსიმ ჩუპო-მოტინგი მაინცი 2

შენიშვნა: ს. მ. რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი

პატრიკ ჰელმესი (ვოლფსბურგი, I)

მითი იმის შესახებ, რომ "ვოლფსბურგი" გასვლით მატჩებში არაფრად ვარგა, ამ უქმეებზე დაიმსხვრა - ფელიქს მაგათის შეგირდებმა ბერლინში "ჰერტას" 4:1 მოუგეს. შეიძლებოდა ასეც გვეთქვა: წელს "კიოლნი", "ნიურნბერგი" და "ჰერტა" იმდენად არასტაბილური გუნდები არიან, რომ მათ მოედანზე თვით "ვოლფსბურგიც" კი იოლად იგებს.

ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ "ვოლფსბურგმა" ამ სეზონში მესამე გასვლითი მატჩი მოიგო (მანამდე კიოლნში 3:0 ჰქონდა მოგებული, ხოლო ნიურნბერგში კი 3:1). საინტერესო ის არის, რომ პატრიკ ჰელმესმა სტუმრად სამივე მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მაგათს ჰკითხეს, მაინც რამდენი გოლი უნდა გაიტანოს ჰელმესმა იმისათვის, რომ გუნდში დატოვოთო. ფელიქსმა უგულო პასუხი გასცა - პატრიკს ჩვენთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებსო. შესაბამისად, 12 მატჩში 8 გოლის გამტან ჰელმესს ვოლფსბურგში დარჩენა არ უნდა და, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში სხვაგან გადავა.

საუკეთესო ფეხბურთელები

28 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით:

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.60

2. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.62

3. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.65

4. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.67

5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.71

6. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.77

7. სებასტიან კელი ბორუსია (დ) 2.81

8. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 2.82

9. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.82

10. რონ-რობერტ ცილერი ჰანოვერი 2.82

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 26 23 10 33

2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 27 11 16 27

3. მარიო გომესი ბაიერნი 27 23 3 26

4. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 28 17 8 25

5. კლაუდიო პისარო ვერდერი 23 16 8 24

6. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 23 17 6 23

7. მარკო როისი ბორუსია (მ) 26 15 8 23

8. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 28 14 7 21

9. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 25 12 9 21

10. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 26 11 7 18

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 28 19 6 3 63-21 63

2. ბაიერნი 28 19 3 6 67-18 60

3. შალკე 28 17 3 8 61-35 54

4. ბორუსია (მ) 28 15 6 7 41-20 51

5. ჰანოვერი 28 10 11 7 37-39 41

6. შტუტგარტი 28 11 7 10 48-38 40

7. ლევერკუზენი 28 11 7 10 39-38 40

8. ვერდერი 28 11 7 10 41-43 40

9. ვოლფსბურგი 28 12 4 12 40-49 40

10. ჰოფენჰაიმი 28 8 10 10 32-39 34

11. მაინცი 28 8 9 11 42-44 33

12. ნიურნბერგი 28 9 4 15 25-39 31

13. ფრაიბურგი 28 8 7 13 37-53 31

14. აუგსბურგი 28 6 12 10 30-42 30

15. ჰამბურგი 28 7 9 12 32-50 30

16. კიოლნი 28 8 4 16 35-58 28

17. ჰერტა 28 6 8 14 30-52 26

18. კაიზერსლაუტერნი 28 3 11 14 17-39 20

ბომბარდირები

23 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 17 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი); 15 - როისი (ბორუსია /მ/); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ