მაიამის სუპერტურნირის შემდეგ ახალი რეიტინგები გამოქვეყნდა
მაიამის სუპერტურნირის შემდეგ ახალი რეიტინგები გამოქვეყნდა. ATP-ის კლასიფიკაციაში მთავარი სიახლე ის არის, რომ ფლორიდაში ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლის წყალობით ხუთი საფეხურით წაიწია წინ არგენტინელმა ხუან მონაკომ. რეიტინგის ახალი ვერსიის თანახმად, მონაკო მე-16 ადგილზეა.

ასე რომ, სამხრეთამერიკელი 2008 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა ტოპ-ოცეულში.

ოთხი პოზიცია დაკარგა და საუკეთესო ოცეული დატოვა უკრაინელმა ალექსანდრ დოლგოპოლოვმა. ამერიკელმა მერდი ფიშმა ადგილი გაუცვალა სერბ იანკო ტიპსარევიჩს, ხუან მარტინ დელ პოტრო კი ტოპ-ათეულში დაბრუნდა - იქიდან ამერიკელი ჯონ ისნერი გამოაგდო.

რაც შეეხება WTA-ის რეიტინგს, მთავარი ცვლილები გახდა ტოპ-ათეულში ამერიკელი სერენა უილიამსის დაბრუნება, რომელმაც გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩს გაუსწრო. ასევე ორი საფეხურით ავიდნენ მაღლა სერბი ანა ივანოვიჩი და გერმანელი იულია გორგესი.

ATP

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 12 670

2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) 9 935

3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 035

4(4). ენდი მიურეი (ბრიტ) 8 040

5(5). დავიდ ფერერი (ესპ) 4 700

6(6). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 4 670

7(7). ტომას ბერდიხი (ჩეხ) 3 725

8(9). იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 2 820

9(8). მერდი ფიში (აშშ) 2 730

10(11). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 2 660

11(10). ჯონ ისნერი (აშშ) 2 630

12(12). ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 2 250

13(13). ჟილ სიმონი (საფ) 2 050

14(14). გაელ მონფილსი (საფ) 2 015

15(15). ფელისიანო ლოპესი (ესპ) 1 855

16(21). ხუან მონაკო (არგ) 1 810

17(16). კეი ნიშიკორი (იაპ) 1 750

18(17). რიშარ გასკე (საფ) 1 640

19(20). ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 1 565

20(19). ფლორიან მაიერი (გერ) 1 540

ATP. ფულადი მონაგარი

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 3 323 881

2. როჯერ ფედერერი (შვეიც) 2 316 585

3. რაფაელ ნადალი (ესპ) 1 725 465

4. ენდი მიურეი (ბრიტ) 1 053 481

5. დავიდ ფერერი (ესპ) 771 998

6. ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 769 238

7. ჯონ ისნერი (აშშ) 707 701

8. ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 521 801

9. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 516 678

10. რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 516 048

11. ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 460 736

12. მილოშ რაონიჩი (კან) 407 883

13. იურგენ მელცერი (ავსტრია) 389 313

14. ლეანდერ პაესი (ინდ) 372 103

15. კეი ნიშიკორი (იაპ) 326 245

16. ხუან მონაკო (არგ) 308 234

17. ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 304 500

18. იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 304 223

19. რიშარ გასკე (საფ) 284 598

20. ჟილ სიმონი (საფ) 268 883

WTA

1(1). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 8 980

2(2). მარია შარაპოვა (რუს) 7 930

3(3). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 7 095

4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6 710

5(5). სამანტა სტოსური (ავსტრა) 5 825

6(6). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 5 720

7(7). მარიონ ბარტოლი (საფ) 5 020

8(8). ნა ლი (ჩინ) 4 880

9(9). ვერა ზვონარევა (რუს) 3 895

10(11). სერენა უილიამსი (აშშ) 3 830

11(10). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 3 410

12(12). ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 3 380

13(13). საბინ ლისიცკი (გერ) 3 201

14(16). ანა ივანოვიჩი (სერ) 2 785

15(17). იულია გორგესი (გერ) 2 785

16(14). ანჟელიკ კერბერი (გერ) 2 775

17(15). ელენა იანკოვიჩი (სერ) 2 570

18(18). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) 2 545

19(20). რობერტა ვინჩი (იტა) 2 470

20(19). დან. ჰანტუხოვა (სლოვაკ) 2 450

WTA. ფულადი მონაგარი

1. ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 4 008 080

2. მარია შარაპოვა (რუს) 2 083 350

3. აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 1 650 459

4. კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 596 188

5. პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 533 690

6. კიმ კლაისტერსი (ბელ) 513 691

7. სარა ერანი (იტა) 512 265

8. მარიონ ბარტოლი (საფ) 501 216

9. იულია გორჯესი (გერ) 484 670

10. ანჟელიკ კერბერი (გერ) 414 207

11. ანა ივანოვიჩი (სერ) 411 784

12. მარია კირილენკო (რუს) 401 903

13. სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 395 038

14. ვერა ზვონარევა (რუს) 368 183

15. რობერტა ვინჩი (იტა) 361 705

16. ნა ლი (ჩინ) 356 223

17. სამანტა სტოსური (ავსტრა) 346 344

18. ეკატერინა მაკაროვა (რუს) 336 201

19. ელენა იანკოვიჩი (სერ) 329 608

20. ლიზელ ჰუბერი (აშშ) 275 308

საფრანგეთმა მონფილსი დაკარგა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, დევისის თასის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება მისი ერთ-ერთი ლიდერი გაელ მონფილსი. ფრანგები 6-8 აპრილს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ ამერიკის ნაკრებს.

მონფილს კუჭთან დაკავშირებული პრობლემები ინდიან უელსში შეექმნა. მაშინ მსოფლიოს მე-14 ნომერი და ბევრი სხვა მონაწილე იძულებული გახდა მიეტოვებინა ტურნირი ვირუსის გამო, რომელიც გულის რევის შეგრძნებასა და დეარეას იწვევდა.

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს გი ფორჟეს ჯერ არ დაუსახელებია ჩოგბურთელი, რომელმაც მონფილსი უნდა შეცვალოს. ამ მომენტისთვის ფრანგების რიგებში ვხედავთ ჟო-ვილფრიდ ცონგას, ჟულიან ბენეტოსა და მიკაელ ლოდრას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!