"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის მოლოდინზე ისაუბრა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის მოლოდინზე ისაუბრა.

მატჩი 3 აპრილს "ბლაუგრანას" მოედანზე გაიმართება.

"მდგომარეობა უბრალოა: გამარჯვებული ნახევარფინალში გადის და უნდა მოვიგოთ. "მილანს" სულ მცირე, ერთი გოლის გატანა შეუძლია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაიტანს კიდეც. ამიტომ ჩვენ შეტევაში, რაც შეიძლება, მძლავრად უნდა ვითამაშოთ და რაც შეიძლება ბევრი სახიფათო ეპიზოდი შევქმნათ.

ვფიქრობ, ბურთის ფლობაში ჩვენ ვაჯობებთ, მაგრამ მეტოქის კართან სიმწვავის შექმნის ხერხები უნდა ვიპოვოთ. "მილანს" თავისფლად შეუძლია ერთ გოლზე მეტიც გაგვიტანოს, ამიტომ ჩვენ როგორღაც კიდევ უფრო მეტის გატანა დაგვჭირდება.

"მილანს" შეუძლია თამაშში უპირატესობას ფლობდეს და სახიფათო მომენტები შექმნას. მას კონტრშეტევები ბრწყინვალედ აქვს მომზადებული. მისი ფეხბურთელები მეტოქის საჯარიმოში ერთ წამში ჩადიან.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმდენად მაღალია, რომ კიბის გარეშე ვერ შევაჩერებთ. თუ ბურთი მაღალი ტრაექტორიით მიფრინავს, მაშინვე ნათელია, რომ ის იბრაჰიმოვიჩისკენ მიდის. ამიტომ ვეცდებით, ის საკუთარ კართან ძალიან ახლოს არ მოვუშვათ", - განაცხადა გვარდიოლამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

"ბარსელონასა" და "მილანს" შორის პირველი თამაში 28 მარტს იტალიაში გაიმართა და ანგარიშით 0:0 დასრულდა.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა