0 ,6, 8 ქულა... ასე იზრდება ქართველი თავდამსხმელის, თორნიკე შენგელიას მონაგარი ბოლო მატჩებში
4, 13, 14 წუთი... 0, 6, 8 ქულა... ასე იზრდება 20 წლის ქართველი თავდამსხმელის, თორნიკე შენგელიას მონაგარი ბოლო მატჩებში.

სამთვიანი შესვენების შემდეგ (ტერფის ძვალი ჰქონდა გაბზარული) თორნიკემ სწორედ სამი თამაში ჩაატარა და ფორმაშიც ნელ-ნელა შედის.

ბოლო ტურში შენგელიას "შარლერუამ" "გენტს" უმასპინძლა და საკადრისადაც გაუსწორდა - 68:50. თუმცა მატჩის დასაწყისი სტუმრებისა იყო: პირველი მეოთხედი "გენტმა" 16:10 მოიგო, რის შემდეგაც შარლერუელებმა მომდევნო 20 წუთში 43:20 იმარჯვეს...

მასპინძელთაგან 10 ქულას მხოლოდ ანდრე რიდიკი (15) ასცდა. თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 14 წუთი ითამაშა და 8 ქულას (7-იდან 4 ორქულიანი) 4 მოხსნა მიამატა. მან ორით გააუმჯობესა წინა ტურში "აალსტართან" ნაჩვენები შედეგი.

სხვათა შორის, აალსტარელებთან მატჩის საუკეთესო ეპიზოდის მთავარი გმირი ქართველი ახალგაზრდა გახდა: ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის შორიდან ახტა, ჰაერში დაეუფლა და ეფექტურად ჩატენა. დაახლოებით ისეთი მომენტი იყო, როგორიც ევრობასკეტზე უკრაინასთან მატჩში. სხვათა შორის, ეს ჩატენვა უკრაინულმა გამოცემა "ისპორტმა" ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ზემოდან გდებად აღიარა.

დავბრუნდეთ ბელგიაში, სადაც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა. "შარლერუას" 17 მოგება აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო 16-16 გამარჯვების მქონე "ანტვერპენი" და "ოოსტენდე" მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო ტურში (4 აპრილს) ეს ორი გუნდი ერთმანეთს ეთამაშება, შარლერუელები კი ისვენებენ. თორნიკეს გუნდი უახლოეს შეხვედრას 14 აპრილს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა